კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* გასული საუკუნის 90-იანებში, ერთ წელს, სამხრეთ კორეის უმაღლეს სასწავლებლებს იმდენი აბიტურიენტი მიაწყდა, რომ ავიარეისები ერთი საათით გადაიდო. მიუხედვად იმისა, რომ ქალაქებში ტრანსპორტის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, სამუშაო დღე მაინც რამდენიმე საათით გვიან დაიწყო, ხმაურის მაჩვენებელი კი ბევრად აღემატებოდა დაშვებულ ნორმას.
* სკოლის ზარი პირველად შექმნა და გამოიყენა პლატონმა. ის ორი ჭურჭლისგან შედგებოდა: ზედაში ისხმებოდა წყალი, ნელ-ნელა წვეთავდა ქვედა ჭურჭელში და ჰაერს კუმშავდა, რომელიც მილით წვრილ ნაკადად ფლეიტაში ხვდებოდა და ხმას გამოსცემდა.
* 1960 წელს ჰანს ფრეიდენტალმა დაწერა წიგნი, რომელიც იწყება ანბანისადმი მიძღვნილი თავით. შუაში საუბარია მორალსა და ეთიკაზე, ბოლოს კი მთავრდება საუბრით ფარდობითობის თეორიის საფუძვლებზე. ეს სასწავლო სახელმძღვანელო უცხოპლანეტელთათვის არის განკუთვნილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ არავის გამოუყენებია.
* ერთი კილოგრამი თაფლის მოსამზადებლად ფუტკარი 300 000 კილომეტრს გადის და 19 მილიონ ყვავილს ესტუმრება.
* ცნობილი კონსტრუქტორის შემქმნელი ფირმა „ლეგო“ დანიის ქალაქ ბელეშია განლაგებული და წელიწადში 60 მილიონ სამშენებლო მასალას უშვებს.
* შვედეთის ძალიან ბევრ სკოლაში ნახავთ რობოტს, რომელიც გარეგნულად მოზარდ ბავშვს ჰგავს, ოღონდ გამჭვირვალე საფარის შიგნით კარგად ჩანს მკერდის ღრუ. საკმარისია, რობოტს პირში ანთებული სიგარეტი ჩაუდოთ, თვალნათლივ დაინახავთ მის მავნე ქმედებას.
* ერთ-ერთ თეატრში დაიდგა ალექსანდრ მილნის პიესა „ბალადები სამეფო ბუტერბროდზე“. რეჟისორმა იაფი, მაგრამ მახვილგონივრული ხერხი მოიგონა იმისთვის, რომ პატარა მაყურებლებს თავი სპექტაკლში მიმდინარე მოქმედებათა თანამონაწილედ ეგრძნოთ – მსახიობები დარბაზში ჩამოდიოდნენ და ბავშვებს კარაქიანი პურის ნაჭრებს – ბუტერბროდებს ურიგებდნენ.

скачать dle 11.3