კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 14 ნოემბერს. მაინტერესებს, კერძოდ, რომელ ქვეყნებში გამიმართლებს და როდის იქნება უმჯობესი უცხოეთში გამგზავრება?
პასუხი: თქვენთვის უცხოეთი საშუალოა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სიყვარულის პლანეტა „ვენერა“ სწორედ უცხოეთის კუთხით არის თქვენთვის წარმატებების მომტანი. ასე რომ, უცხოეთი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით მისაღებია. ქვეყნებიდან კი მისაღებია და წარმატებების მომტანი: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ეგვიპტე, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინა პლანზე. ასევე, არსებობს ქვეყნები, სადაც წარმატებების შანსი იმ შემთხვევაში გელით, თუ გადალახავთ ბარიერებსა და წინაღობებს. ასეთებია: ინგლისი, დანია, შეერთებული შტატებიდან – ალიასკა, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვეცია, მალაიზია, ჩინეთი. წელს კარგი პერიოდია უცხოეთში გასამგზავრებლად: 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე, 23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 21 სექტემბერს, 12 საათზე. რა მელის ახლო მომავალში და გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?
პასუხი: თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი და აქტიური პერიოდი დაიწყო. ამიტომ, მეტად იაქტიურეთ წლის ბოლომდე. რაც შეეხება უცხოეთს, გეტყვით, რომ გამარჯვების ძირითადი ფაქტორი თქვენთვის უკავშირდება სამშობლოს. აქ მეტი წარმატების შესაძლებლობებია. თუმცა, უცხოეთი არც ცუდია და არც კარგი, ის თქვენთვის საშუალოა.
კითხვა: დავიბადე 1967 წლის 11 მაისს. მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები სამუშაოდ და ბედის საძიებლად?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, არც გეკრძალებათ. ნუ ელით დიდ წარმატებებს სამშობლოს გარეთ. ქვეყნებიდან კი უფრო მეტად იღბლიანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, იტალია, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ეგვიპტის ჩრდილოეთი ნაწილი, ბულგარეთი და ისრაელი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 19 აგვისტოს, შაბათ დღეს, საღამოს 9 საათზე. რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესიები მოუტანს წარმატებებს მომავალში? ასევე, რა უნდა გააკეთოს პრობლემების დასაძლევად?
პასუხი: თქვენი შვილის კარმული მისიაა წარმოაჩინოს დადებითი თვისებები. სხვათა შორის, კარმული მისიის შესრულება მას მისცემს საშუალებას, ადვილად დაძლიოს პრობლემები ცხოვრებაში. ის უნდა იყოს შეუპოვარი, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გადამნაწილებელი. ამავდროულად, უნდა ისწავლოს საიდუმლოს შენახვა. ჯერ ნაბიჯი გადადგას და მერე თქვას სათქმელი. უნდა ემსახუროს სამშობლოს და იყოს პატრიოტი, დაიცვას ადათ-წესები და ტრადიციები; უნდა შექმნას სტაბილური ნათესაური კავშირები. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. დაეყრდნოს დიპლომატიას, შეძლოს შუამავლის როლის შესრულება ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის. დაეყრდნოს ინტუიციასა და კომუნიკაბელურობას. ამით გადალახავს ნებისმიერ პრობლემას და ადვილად მიაღწევს წარმატებებს. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატებულია და მისაღები: ხელოვნების ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ისტორია, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფოტოგრაფიია, არქეოლოგია, თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, წარმატებები ელის შემდეგ პროფესიებში: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურიზმი, სპორტი, ქორეოგრაფია, მეცნიერება, კვლევითი სფერო.

скачать dle 11.3