პირველი “ვიცე-მის საქართველო„ ბრაზილიაში მიემგზავრება
20 აგვისტოს, შარშანდელი „მის საქართველოს” ერთ-ერთი გამარჯვებული, რომლის ტიტულია „პირველი ვიცე-მისი“, ბრაზილიაში ძალიან მნიშვნელოვან კონკურსზე – „მის სამყაროზე” მიემგზავრება. ბრაზილიაში, კონკრეტულად კი, ქალაქ სან-პაულოში, ჩვენი კონკურსანტი, „იმიჯ-ცენტრის” მოდელი, ეკა ღურწკაია, თორმეტსაათიანი ფრენის შემდეგ ჩავა. თუმცა, რეაბილიტაციისა და ძალების აღდგენის დრო ნამდვილად ექნება. კონკურსის ფინალი 12 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი, დაახლოებით 90 ქვეყნის წარმომადგენელ კონკურსანტებს სისტემატური ტრენინგები, გადაღებები ექნებათ. თუმცა, ეკა აქედანაც საკმაოდ მომზადებული მიდის: ვარჯიშობს, დადის ენის კურსებზე, რათა იქ თავისუფლად შეძლოს საუბარი, ასევე სპეციალურად კონკურსისთვის იკერება კაბები.
ეკა ღურწკაია: საღამოს, კოქტეილისა და ნაციონალურ სამოსს – ყველაფერს „მარიონელა” კერავს. საკმაოდ ლამაზი კაბები გამოდის. მობილიზებული და კარგ განწყობაზე ვარ და იმედია, ჩემს ქვეყანას წარმატებას მოვუტან.