დაუჯერებელი რეალობა
* 1960 წელს კალიფორნიის უდაბნო მოჰავეში პირველი სატელეფონო ჯიხური დამონტაჟდა. ის ცენტრალური გზატკეცილიდან 24 კილომეტრით იყო დაშორებული და მსოფლიოში ყველაზე მიგდებული, მიყრუებული ჯიხურის ტიტული მოიპოვა.
* მობილური ტელეფონის მწარმოებლები ძალიან „მგრძნობიარენი“ არიან რელიგიური მიმდინარეობების მიმართ. იუდეველების გულის მოსაგებად მათ შექმნეს სპეციალური ტელეფონი, რომელშიც ეროტიკული სერვისები საერთოდ დაბლოკილია, ვერ შეხვალთ ინტერნეტში და შაბათობით მასზე საერთოდ არ ირეკება.
მუსლიმანებს კომპანიამ შესთავაზა ისეთი მობილურები, რომლებიც მექისკენ მიმავალ გზას აჩვენებს; ასევე, ჩაწერილია ლოცვები და, საჭიროების შემთხვევაში, მორწმუნეებს შაეხსენებს კიდეც.
* სპარსეთის მეფეს, კიროსს, მეექვსე საკუნეში ჩვენს ერამდე 30 000 ადამიანი ჰყავდა, რომლებსაც „მეფის ყურებს“ ეძახდნენ. ამ სამსახურში საგანგებოდ არჩევდნენ ისეთს, ვისაც განსაკუთრებით კარგი სმენა ჰქონდა. ისინი სპეციალურ გორაკებზე აშენებულ კოშკურებში ისხდნენ და ერთმანეთს მეფის განკარგულებებს, შეტყობინებებს გადასცემდნენ. ასე ვრცელდებოდა ახალი ამბავი ქვეყანაში.
* ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებმა (მთელ პლანეტაზე) ვირტუალურ სექსში წლიურად 5 მილიარდი დოლარი დახარჯეს.