ისრაელი ქრისტეს ნათლობის ადგილის გაყალბებაში დაადანაშაულეს
იორდანია უარს ამბობს, აღიაროს იუდეის ტერიტორიაზე მდებარე ადგილი, კასრ ალ-იახუდი, იესო ქრისტეს ნათლობის ადგილად. ამანში ამტკიცებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მშვიდობიანი რელიგიის დამაარსებელი იორდანეს მარჯვენა ნაპირზე, ანუ აღმოსავლეთით მოინათლა, რომელიც ამჟამად ხაშემიდების სამეფო ტერიტორიაზე მდებარეობს. თავის ვერსიას ისინი არქეოლოგიური აღმოჩენებით ამყარებენ, მაგალითად, როგორიცაა კოლონის ფრაგმენტები, რომელიც, ადრექრისტიანული ტრადიციის თანახმად, იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას დადგეს, ამ მოვლენის პატივსაცემად კი ამ ადგილს „ალ მაგტასი“ (ჩაყვინთვა) ეწოდა.
ისრაელელები კი დარწმუნებული არიან, რომ იესო ქრისტემ იორდანეს წყალში კასრ ალ-იახუდში ჩაყვინთა, სადაც შემდეგში წმიდა იოანე ნათლისმცემლის მართლმადიდებლური მონასტერი აიგო.
მანძილი კასრ ალ-აიხუდსა და ალ მაგტასს შორის 10 მეტრს არ აღემატება.
1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ, იერიქონი, იუდეა და, აგრეთვე, სამასია დაექვემდებარა ისრაელის კონტროლს. მრავალი წლის განმავლობაში სასაზღვრო კასრ ალ-იახუდი დახურული სამხედრო ზონა იყო. მაგრამ 2011 წლის 12 ივნისიდან, კეთილმოწყობის შემდეგ, ნათლობის ადგილის დათვალიერება შესაძლებელი გახდა ისრაელის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამუშაო ჩატარდა იორდანიის ხელისუფლების ნებართვით, იორდანელები შეძრწუნებული არიან, რომ ტურისტული ობიექტი სწორედ ისრაელელთა მხარეს აღმოჩნდა. ამანის კათოლიკე ეპისკოპოსი, სადიმ სანგი, ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას ყველა ქრისტიანისთვის და მოუწოდებს, ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც დაარწმუნებს მთელ მსოფლიოს იორდანიის მხარის სიმართლეში.