კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ბატაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბატატი.

1721 წელს ბატონის სახასოში, წინწყაროში, მოიხსენიება ართუნა და მოსია ბატაშვილები.

ამავე ძირისაა გვარები: ბატიშვილი, ბატატიაშვილი, ბატატუნაშვილი, ბატიაშვილი, ბატიკაშვილი, ბატკუაშვილი.

ბატონის დედოფლის სახასოში, წინწყაროში, 1721 წელს მოიხსენიებიან, ასევე, მანგენა და ოქრუა ბატაშვილები.

საქართველოში 80 ბატაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 77, თბილისში – 2, მარნეულში – 1.

ახალაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ახალა.

1818 წელს, დიდ თონეთში მოიხსენიება გლახა ახალაური.

საქართველოში 208 ახალაური ცხოვრობს: კასპში – 107, თბილისში – 56, ახალგორში – 45.

მესტუმრე

გვარის ფუძეა სიტყვა მესტუმრე.

„სოფელ ღოუბანში მცხოვრები გიორგი მესტუმრე 1826 წელს ცოლად ირთავს ბორბალოს მცხოვრებ სვიმონ იმერლიშვილის ასულს ბარბარეს“.

საქართველოში 43 მესტუმრე ცხოვრობს: კასპში – 15, თბილისში – 14, მცხეთაში – 1.

არიან სხვაგანაც.

ხაჯაველიძე

გვარი თავისი ფორმით, სტრუქტურითა და სემანტიკით სადაურობაზე მიგვანიშნებს, ანუ ხაჯაველი.

ხაჯი მიკროტოპონიმის სახით გვხვდება მესტიაში.

ხაჯაველიძეები ძირითადად ცხოვრობენ თბილისში, ქარელსა და ქუთაისში.

გვარი დოკუმენტებში პირველად მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში გვხვდება.

ხაჯაველიძეები მცირერიცხოვანი გვარია და საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია ამ გვარის 41 წარმომადგენელი.

საღრიშვილი-საღირაშვილი

საღრიშვილების ადრინდელი გვარი საღირაშვილი ყოფილა. ასე ჩაწერეს ამ გვარის წარმომადგენლები 1873 წლის აღწერამდე.

საღირა მამაკაცის საკუთარ სახელად ფიქსირდება საუკუნეების წინ და ფართოდაც ყოფილა ის საქართველოში გავრცელებული.

საღირა საღირაშვილი მოიხსენიება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან, დღევანდელი თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ვაშლოვანში.

საღირა ნასესხები და შემდგომში გავრცელებული სიტყვაა. გვარი საღირაშვილი ითარგმნება, როგორც ყრუაშვილი.

საღირა და გაბრიელ საღირაშვილები სოფელ ვაშლოვანში 1873 წლის აღწერისას არიან მოხსენიებულნი.

საქართველოში 170 საღირაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 70, ვანში – 44, თბილისში – 29. არიან სხვაგანაც.

შაორშაძე-შაოშვილი

გვარის ფუძე ტბის სახელიდან – შაორიდან უნდა მომდინარეობდეს, რომელიც რაჭაში მდებარეობს.

ამავე ძირისაა გვარი შაოშვილიც.

საქართველოში 394 შაორშაძე ცხოვრობს: საჩხერეში – 212, თბილისში – 63, რუსთავში – 26. არიან სხვაგანაც.

141 შაოშვილი: გურჯაანში – 57, თბილისში – 45, თელავში – 8. არიან სხვაგანაც.

ასამბიანი

ეს გვარი მცირერიცხოვანია. მსგავსი წარმოშობისაა გვარი ასამბაძე. ორივე მათგანში გვაქვს ორი სუფიქსი: ერთ შემთხვევაში – ბა, ხოლო მეორეში – ბი. ორივეს ფუძეა ასამ. ასამბაძეები ძირითადად რაჭაში ცხოვრობენ.

დეხვირელი ასამბიანები ამბობენ, რომ მათი ძირია გვარი აკობაძე. აკობაძეთა გვარი ლეჩხუმში 1556 წლის ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება, სადაც აღნიშნულია, რომ „ერთი გლეხი გიორგი აკობაძე იოგაკამ ნემსაძისგან ვიყიდე“.

აკობაძე და აკობიძე იაკობიძეთა გვარს ენათესავება.

საქართვლეოში 37 ასამბიანი ცხოვრობს: ქუთაისში – 24, ცაგერში – 5, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.

ჯიღაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიღა.

ამავე ფუძითაა ნაწარმოები გვარი ჯიღაურიშვილი.

გვარის პირველ საცხოვრებლად მიჩნეულია საგარეჯოს რაიონი.

ჯიღაურნი დასახლებული პუნქტის სახელწოდებადაც გვხვდება. ეს ტოპონიმი გვარის სახლიდანაა მიღებული. სოფელი ჯიღაურნი თავის დროზე ჯიღაურთა გვარის წარმომადგენლებით იყო დასახლებული. ისინი მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში უკვე გარე კახეთის სოფელ ბერთუბანში იყვნენ გადასახლებულები.

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში, ჯიღაურები ერწოდან გადასახლდნენ სოფელ პატარძეულში. 1850 წლამდე იყო სოფელი ჯიღაურთა, ამჟამად კი მას ხადუელთა ჰქვია. იმ ადგილს, სადაც ჯიღაურები დასახლებულან, ჯიღაურთხევი ჰქვია. იქ არის ეკლესია, სადაც ამ გვარის წარმომადგენლებს ასაფლავებენ.

საქართველოში 342 ჯიღაური ცხოვრობს: თბილისში – 144, საგარეჯოში – 130, რუსთავში – 35. არიან სხვაგანაც

ბელანიშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარ სახელადქცეული ზოგადი სიტყვა ბელანი.

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ბელანი ბალახის ერთ-ერთ სახეობას ჰქვია.

საქართველოში 261 ბელანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 184, საგარეჯოში – 47, ოზურგეთში – 9.

წვერავა-წვერაიძე

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი წვერა.

წვერა მეტსახელადაც გვხვდება და წვერიან კაცს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარი წვერაიძე.

წვერავა ივანიკა მოხსენიებულია ხონის ეკლესიის 1824 წლის სიგელ-გუჯრებში.

საქართველოში 516 წვერავა ცხოვრობს: თბილისში – 131, ქუთაისში – 72, სამტრედიაში – 30. არიან სხვაგანაც.

საბაური – სამქანაშვილი – ჩონიაშვილი

საბაურთა გვარი ტოპონიმ ცაბაურთადან მომდინარეობს.

საბაურები ფშავის სოფელ ცაბაურთიდან ყოფილან გადმოსახლებული სოფელ ფანშეტში და სოფლის სახელი გაუგვარებიათ.

1774 წლის აღწერაში სოფელ ფანშეტში რამდენიმე კომლი საბაურია მოხსენიებული.

„ვინაიდან საბაურები ცოტანი იყვნენ, თან უნდოდათ, რომ უფრო მეტნი ყოფილიყვნენ, ორი გვარი მიიღეს – ჯერ სამქანაშვილები გახდნენ, შემდეგ – ჩონიაშვილები.

სამქანაშვილები შიდა ქართლის სოფელ კავთისხევში მისულან, ჩონიაშვილები კი ხევის სოფელ ქობიდან არიან.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სოფელ ფანშეტში არის კავთის წმიდა გიორგის სალოცავი, რომელიც სამქანაიძე – სამქანაშვილებს ამ ადგილში გადასახლების შემდეგ გადაუტანიათ.

საქართველოში 165 საბაური ცხოვრობს: თბილისში – 87, ბორჯომში – 4, გარდაბანში – 3.

არიან სხვაგანაც.

159 სამქანაშვილი: ყაზბეგში – 100, თბილისში – 40, მცხეთაში – 7. არიან სხვაგანაც.

41 ჩონიაშვილი: თბილისში – 11, თელავში – 11, გარდაბანში – 8. არიან სხვაგანც.

მიხანაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი მიხა.

ამავე ფუძით ნაწარმოებია გვარები: მიხაშვილი, მიხელაშვილი, მიხელაძე, მიხელიძე, მიხეილიძე, მიხინაშვილი.

საქართველოში 494 მიხანაშვილი ცხოვრობს: გორში – 240, თბილისში – 173, კასპში – 50. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3