კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: იქნებ ამიხსნათ, როგორ მოვუმატო მცენარეებს ტენიანობა და რომელია ყველაზე ტენიანი ადგილი?

პასუხი: საერთოდ, ტენიანობა ჰაერში წყლის შემცველობას ნიშნავს. ყველა მცენარეს იმდენი ტენი სჭირდება, რამდენსაც ის ბუნებრივ პირობებშია მიჩვეული. ტროპიკული ტყეების მცენარეს სიმშრალეში ფოთლები გაუხმება, ხოლო მშრალი კლიმატის მოყვარული მცენარე ზედმეტად ტენიან გარემოში დალპება. ოთახის მცენარეთა უმეტესობა ამტანია და მათთვის ტენიანობის მომატება მხოლოდ მაშინ დაგჭირდებათ, როცა ცხელა. სააბაზანო ყველაზე ტენიანი ადგილია მაღალი ტენიანობის მოყვარული მცენარეებისთვის. ასევე, ტენიანობის მოსამატებლად, გირჩევთ, რამდენიმე მცენარე ჯგუფურად დადგათ და მათ გარშემო შედარებით მაღალი ტენიანობა შეიქმნება, რადგან მცენარე ბუნებრივად აორთქლებს წყალს. აორთქლებით ტენიანობის გასაზრდელად, მცენარე სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. ამ შემთხვევაში კარგია, თუ კენჭების ფენა მცენარის სიგანეს გაუტოლდება. გაითვალისწინეთ, რომ წყალი კენჭებს არ უნდა ფარავდეს. ტენიანობას დანამვაც ზრდის, მაგრამ, ამ გზით შედეგს რომ მიაღწიოთ, მცენარე დღეში რამდენჯერმე დანამეთ წყლით.

კითხვა: რა პირობებში ხარობს კარგად ანანასი და ვარგისია თუ არა ოთახის პირობებში გაზრდილი ანანასის ნაყოფი?

პასუხი: ანანასისთვის საუკეთესო პირობებია სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ოთახის პირობებში ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე თვე სჭირდება, ის საკმარისად ვერ იზრდება და საკვებადაც უვარგისია.

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა აგავას, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: ამ მცენარეს განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება, ის ზამთრის დაბალ ტემპერატურასაც კი უძლებს. მთავარია, მშრალ ადგილას არ გედგათ. როდესაც მცენარე ზრდის პერიოდში იქნება, რეგულარულად უნდა მორწყათ. ზამთარში ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს, მაგრამ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა უნდა აცადოთ.

 

скачать dle 11.3