კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იზრდება ზაფხულში ავარიების საფრთხე

 

 საქართველოში ავარიების სიმრავლეზე, თბილისის ქუჩებსა თუ ტრასებზე არსებულ საცობებზე ბევრი გვისაუბრია, მაგრამ ჩვენს რუბრიკაში არაფერი გვითქვამს, თავად ჩვენ რამდენად ვართ ავარიის გამოწვევის მიზეზი, იმ შემთხევაშიც კი, თუ საავარიო სიტუაცია ჩვენ არ შეგვიქმნია. იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ელემენტარული ყურადღებითა და მობილიზებით მართვის მაღალი ოსტატობის გარეშეც კი, ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, ვრცლად პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე გვესაუბრება: ყველაფერი ერთი ძალიან მარტივი მიზეზით იწყება: ყოველი მძღოლი ფიქრობს: ეს მე არ მომივა, ეს მე არ დამემართებაო. ავარიის შიში მხოლოდ მაშინ გვაქვს, თუ სერიოზული შემთხვევა თავად გვქონია, ან სულ ცოტა ხანს გაგყვება ეს შეგრძნება თუ ქუჩაში საშინელ ავარიას წავაწყდებით და ამ დროს საკმაოდ სწრაფად ვმოძრაობთ. არ არსებობს, ამ შემთხვევაში, მძღოლმა არ შეანელოს მოძრაობა, მაგრამ სულ ცოტა ხნით. სწორედ ეს არის ერთი ძირითადი მიზეზი, რომელიც ხელს გვიშლის იმის გაანალიზებაში, რომ, მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ამა თუ იმ ქმედებას მეტი აზრი დავატანოთ. საერთოდ, ავტომობილის მართვისას კონცენტრაცია ისედაც გვაკლია, მით უმეტეს – ზაფხულში. მძღოლები ისე „არეულები“ დადიან, ვგიჟდები, რომ ვუყურებ. სულ ვფიქრობ, ვინ მისცა მათ მართვის მოწმობა (იცინის). საჭის მართვისას ვსაუბრობთ მობილური ტელეფონით, ვეკამათებით გვერდით მჯდომს, მუსიკა ხმამაღლა გვაქვს ჩართული და, თან, თვითონაც ვღიღინებთ, ეს ნიშნავს, რომ მოულოდნელი შემთხვევის დროს, მხოლოდ ჩვენი რეფლექსების დონეზე ვიმოქმედებთ და გონებას არ დავატანთ მანევრს. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ უკვე მაღალი ოსტატობის მქონე მძღოლია და ამას ემატება აზრი, რომ მას ეს არ დაემართება. ჩემი მოსწავლეებისგან ხშირად გამიგია ფრაზა: აუ, ამ სიტუაციიდან როგორ ვერ უნდა გამოძვრეო. მაგრამ, გაკვეთილის დროს, მოულოდნელ სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც ვაფრთხილებ და იცის, რომ წინ რაღაც საფრთხე ელოდება, მაგრამ, ზუსტად ადგილი და საფრთხის რაობა არ არის მისთვის ცნობილი, ისე იბნევიან და ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, რომ მერე დარცხვენილები სხედან ხოლმე. თან, არ დაგავიწყდეთ, ჩემთან გაკვეთილებს ისეთი მძღოლები გადიან, რომლებსაც ავტომობილის მართვის რამდენიმეწლიანი პრაქტიკა აქვთ და მიღებამდე სპეციალურ გამოცდასაც აბარებენ. ასე რომ, ყოველთვის უნდა წარმოვიდგინოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეოდით ამა თუ იმ სიტუაციაში, მაშინაც კი, როდესაც აბსოლუტურად მართლები ვართ, ანუ, არა ჩვენი მიზეზით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ირიბად მაინც მიგვიძღვის წვლილი, რადგან, არ არსებობს სიტუაცია, საიდანაც გამოსავალს ვერ იპოვი, თუ ამისთვის მომზადებული ხარ. 

– ანუ, როგორ უნდა ვავარჯიშოთ გონება?

– ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც უნდა გავიფიქროთ, რას ვიზამდით, უცებ ადამიანმა რომ გადაგვირბინოს, ან, მოულოდნელად, ჩვენ წინ ვიღაცას მანქანა ჩაუქრეს: უცებ რომ აგვეხადოს „კაპოტი” და სხვა. სულ უბრალო სიტუაცია განვიხილოთ: ვთქვათ, მოვდივართ ტრასაზე, ჩვენს სავალ ზოლში, ძალიან მშვიდად, წესების დაცვით, არავის ვაწუხებთ, მაგრამ, არ გავიხედეთ შორს, არ გავაანალიზეთ სიტუაცია, თუ რა ხდება ჩვენ ირგვლივ. სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ავარიების ძირითადი ნაწილი არასწორად განხორციელებულ გასწრებაზე მოდის. რას ვაკეთებთ არასწორად და რა არის ჩვენი ბრალეულობა? ვთქვათ, ჩვენ წინ მიმავალ ავტომობილს, უკნიდან ძალიან სწრაფად ეწევა სხვა ავტომობილი და ჩვენ მივხვდით, რომ მან გასწრება უნდა განახორციელოს. მაგრამ, ამას ყურადაც არ ვიღებთ, ვიცით, რომ წესით, მან უნდა დაამუხრუჭოს, რადგან იმ სიტუაციაში გასწრება არ შეიძლება – მოკლედ, ჩვენ „მართლები“ ვართ. მაგრამ, თუ ოდნავ დავამუხრუჭებთ, მას ადგილს დავუთმობთ, ძალიან მარტივი მანევრით გზის მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს გადავალთ, ან, თუ რაღაც სერიოზული საფრთხეა, ბოლოს და ბოლოს, სულაც, გავჩერდებით. ამით მინიმუმ, ავარიას ავიცილებთ თავიდან და ტრასაზე კომფორტულ სიტუაციას შევქმნით.

 

скачать dle 11.3