კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ცხოველს კალიამ და როგორია ინტოქსიკაციის პირველი ნიშნები

ზაფხულის პერიოდში, განსაკუთრებით წელს, ხშირად გაიგებთ კალიებისა და სხვა მწერების მომრავლებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ინფორმაციას. კალიები დიდ ზიანს აყენებენ ხეხილსა და სხვადასხვა ნათესებს, რის გამოც ხელსაყრელია ნიადაგის შეწამვლა სპეციალური ხსნარებით. თუ სახლში ან ეზოში გყავთ ძაღლი, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენთვის უკვე მეორე პრობლემა და საფრთხეა. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჭამოს რამე ხსნარით დამუშავებული ბალახიდან, ეს მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასიშია. ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი ძაღლი და დაიცვათ მისი სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი მოგცემთ რჩევებს. 

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: როგორც ყველასთვის ცნობილია, წელს დიდი აჟიოტაჟია ატეხილი კალიების შემოსევასთან დაკავშირებით, რაც დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. მწერების ასეთი გამრავლება რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და მასთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალება არსებობს. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური სამსახურები აწარმოებენ მინდვრებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას სხვადასხვა ქიმიური საშუალებით. ფოსფორ-ორგანული ნივთიერებებითა და სხვა სახით დამუშავებული ტერიტორია, რა თქმა უნდა, სახიფათოა ადამიანთვის და, ასევე, შინაური ცხოველებისთვისაც. აღნიშნული პრეპარატები იწვევს ძლიერ ინტოქსიკაცას. ინტოქსიკაციის შედეგად ვითარდება მთელი რიგი შეუქცევადი პათოლოგიური პროცესები, რომლის გამოსავალიც, შეიძლება, ლეტალური იყოს.  

– მიუხედავად ამისა, პრეპარატით დამუშავებულ ტერიტორიაზე მაინც შეიძლება ძაღლმა გაიაროს და მიწიდან რაიმე შეჭამოს. როგორ უნდა მივხვდეთ, შეექმნა თუ არა ძაღლს პრობლემა და რომელი ჯიშებისთვის არის ეს განსაკუთრებით სახიფათო?

– აღნიშნული პრეპარატებით დამუშავებულ ტერიტორიაზე ცხოველის სეირნობისას, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, რაც ძირითადად გამოიხატება კანზე ალერგიული გამონაყარით, ჭინჭრის ციებით. მას ახასიათებს სხვადასხვა ფორმისა და ზომის გამონაყარი, რომელიც შეწითლებული და გასიებულია. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა ამ დროს არადამაკმაყოფილებელია, კერძოდ, შეინიშნება ნერვული სისტემის დათრგუნვა, სუნთქვის გახშირება და გაძნელება. ეს განსაკუთრებით საშიშია მოკლეცხვირიანი ჯიშის ძაღლებში, როგორებიცაა: ფრანგული ბულდოგი, ამერიკული ბულდოგი, ბოქსიორი, მასტინო, მოპსი, პეკინესი.

– რატომ მაინცდამაინც ბრაქოცეფალებისთვის?

– მოკლეცხვირიანი ჯიშის ძაღლებში, ზემო სასუნთქ გზებში ხდება ჰაერის გატარება და ამ დროს პრეპარატების ზემოქმედებით ძლიერდება სასუნთქ გზებში ლორწოს პროდუცირება, რაც, თავის მხრივ, აფერხებს ჰაერის გატარებას ფილტვების მიმართულებით. ინტოქსიკაციის შედეგად მომატებული იქნება ასევე ცხოველის ზოგადი ტემპერატურა. 

 მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკიც კი, რა დროსაც პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს, შესაძლოა მოხდეს სასუნთქ გზებში შხამის მოხვედრისას. ამ დროს ხდება სასუნთქი გზებისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება, რაც აძნელებს სუნთქვას და ვითარდება ასფიქსია.  გაძნელებულია, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაც, ხოლო ცენტრალური ნერვული სისტემა დათრგუნულია. ვითარდება კრუნჩხვითი ეპილეფსიური შეტევები, კოლაფსი და შემდეგ – შოკური მდგომარეობა.

– თუ ეს ყველაფერი ჩვენს ძაღლს შეემთხვა, რა უნდა გავაკეთოთ უპირველეს ყოვლისა?

– ამ დროს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ვეტერინარს, რადგან მსგავს სიტუაციაში ყოველი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისთვის.

საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტოქსინის მოხვედრის დროს ვითარდება ძლიერი ალიმენტული ინტოქსიკაცია, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ძლიერი აშლილობით. შემდეგ უკვე ანთებითი პროცესები იჩენს თავს, რაც გამოიხატება ფაღარათითა და ღებინებით. ამ დროს ხდება ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა, რაც მეტად სახიფათოა სასიცოცხლო პროცესების წარმართვისთვის. ორგანიზმში ანთებითი პროცესების შედეგად ნაწლავების კედლებიდან ხდება დიდი რაოდენობით ლორწოს ჩამოფცქვნა, რომლის ლპობისა და ხრწნის პროცესიც, თავის მხრივ, გამოყოფს ტოქსინებს, ეს კი უფრო ამძიმებს ორგანიზმის მდგომარეობას. ანთებითი პროცესების შედეგად კუჭ-ნაწლავის სისტემაში ზიანდება სისხლძარღვები, ვითარდება სისხლდენა, რაც  ართულებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. იმისათვის, რომ დავეხმაროთ და აღმოვფხვრათ პათოლოგიური პროცესები და ცხოველს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ვეტერინარ ექიმს.

– დაბოლოს, როგორ ავირიდოთ ყოველივე ზემოთ აღნიშნული თავიდან?

– აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად, უნდა მოვარიდოთ ცხოველები ისეთ ადგილას სეირნობას, სადაც ტერიტორია დამუშავებულია მწერებისა და კალიების საწინააღმდეგო საშუალებებით. ასევე, ქუჩაში სეირნობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ძაღლს, არ აიღოს ნიადაგიდან რაიმე, თუნდაც მწერი ან კალია, რადგან ის, შეიძლება, მოწამლული იყოს. მწერები ან კალიები განსაკუთრებით საშიშია კატებისთვის, რადგან კატები, რომლებიც ქუჩაში თავისუფლად სეირნობენ, ძალიან ხშირად ნადირობენ კალიებზე.

 

скачать dle 11.3