კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: ოჯახში გვყავს 2 წლის ბავშვი. ახლახან კი 1 წლის კოკერ სპანიელის ლეკვი გვაჩუქეს. მაინტერესებს, არის თუ არა მიზანშეწონილი და უსაფრთხო ძაღლისა და ჩვილი ბავშვის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?

პასუხი: მართალია, ერთი შეხედვით, შეიძლება, ყველაფერი რიგზე იყოს, მაგრამ, ჩემი რჩევაა არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ბავშვი და ძაღლი ერთად უმეთვალყურეოდ. შეიძლება, ძალიან ლმობიერი და ალერსიანი ძაღლი გყავდეთ, მაგრამ, წინასწარ ვერავინ იტყვის, როდის შეიქმნება სიტუაცია, რომელმაც, შესაძლოა, ბავშვი დააზარალოს. ბევრი იმის მომხრეც არის, რომ ბავშვმა და ძაღლმა ერთად ითამაშონ, მაგრამ, გააჩნია რა დოზით ხდება ეს. არ მისცეთ ძაღლს ბავშვის ალოკვის უფლება – ეს არაჰიგიენურია. გაითვალისწინეთ, რომ ცხოველის პირის ღრუში არაერთი მიკრობია.

კითხვა: ძალიან მინდა ფრანგული ბულდოგის შეძენა, ზოგმა მირჩია ამის გაკეთება, ზოგმა კი – არა. მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ, იქნებ მითხრათ, რა აქვს სუსტი ამ ჯიშის წარმომადგენლებს?

პასუხი: პირდაპირ გეტყვით – ცხვირი. ცხელ ამინდში მათი ბევრი სირბილი არ შეიძლება. ასევე, მათი გარეთ ყოფნა მიზანშეწონილი არ არის ძალიან ცივ ამინდში. ფრანგული ბულდოგი მოკლებეწვიანია და ზამთარში ხშირად ნახავთ მას შემოსილს. იმის გამო, რომ ძაღლი დიდთავიანია და ასეთი ცხვირით კარგად ვეღარ სუნთქავს, მისი ორგანოების განვითარება სათანადოდ არ ხდება. ამიტომ, დედალ ბულდოგებს მშობიარობა უჭირთ და ხშირად საკეისროს გაკეთება ხდება საჭირო. ეს გახლავთ თანამედროვე სელექციის უარყოფითი მხარე, რომელსაც დღესდღეობით ებრძვიან. 

კითხვა: შეიძლება თუ არა კავკასიური ნაგაზის ყოლა ქალაქის პირობებში?

პასუხი: თუ ეზო გაქვთ, მოუვლით, დაბანთ და სრულფასოვნად ამოძრავებთ, რატომაც არა. ამ ძაღლს უცნაური თვისებები აქვს: ის იცავს არა მარტო პატრონს, არამედ მის ოჯახს. გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევა, როცა პატრონს რამე არასასიამოვნო მოსვლია, ძაღლი კი ამ დროს უცნაურად იქცეოდა. როგორც კი პატრონი მდგომარეობიდან გამოსულა, ძაღლი დაწოლილა და მომკვდარა. კავკასიური ნაგაზი ავგაროზივით არის – როგორც ამბობენ, ის პატრონს ავი თვალისგან იცავს. 

 

скачать dle 11.3