რა მოხდა ამ დღეს
8 აგვისტო
1815 – ნაპოლეონ ბონაპარტე გაემართა წმიდა ელენეს კუნძულისკენ სიცოცხლის ბოლო დღეების გასატარებლად.
1899 – ამერიკელმა მარშალმა დააპატენტა მაცივარი.
1941 – პირველად საბჭოთა ავიაციის მიერ დაიბომბა ბერლინი.
1963 – საუკუნის ძარცვა ინგლისში. ბანდიტებმა გაძარცვეს მატარებელი. მათი ნადავლი 2,6 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი იყო.
9 აგვისტო
1859 – ამერიკელმა ნათან ეიმსმა დააპატენტა ესკალატორი.
1910 – ჩიკაგოს მკვიდრმა ალვა ფიშერმა დააპატენტა ელექტრონული სარეცხი მანქანა. ადრინდელი სარეცხი მანქანის მექანიზმს ხელით ამუშავებდნენ.
1945 – ამერიკელებმა იაპონიაში მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდეს. ნაგასაკში დაიღუპა 14 ათასი ადამიანი.
1962 – რობერტ ციმერმანმა ოფიციალურად შეიცვალა სახელი და ბობ დილანი გახდა.
10 აგვისტო
1539 – საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველმა ქვეყანაში სახელმწიფო ენა შემოიღო. მან ბრძანა, რომ ყველა ოფიციალური დოკუმენტი შეედგინათ არა ფრანგულ ენაზე, არამედ ლათინურად.
1833 – დაარსდა ჩიკაგო. ადრე ის პატარა სოფელი იყო 200 მოსახლით და უინდი სითი ერქვა.
11 აგვისტო
1981 – გამოჩნდა პირველი პერსონალური კომპიუტერი IBM PC.
1984 – პრეზიდენტმა რეიგანმა მიკროფონის გასინჯვისას პრესკონფერენციის წინ, მთელი ქვეყნის წინაშე გამოაცხადა: „ძვირფასო ამერიკელებო, მე მოხარული ვარ, შეგატყობინოთ, რომ ახლახან მოვაწერე ხელი კანონს რუსეთის კანონგარეშე გამოცხადებაზე. დაბომბვა ხუთი წუთის შემდეგ დაიწყება.
12 აგვისტო
1851 – ამერიკელმა ისააკ მერიტ ზინგერმა მიიღო პატენტი საკერავ მანქანაზე. ზინგერის მთავარი გამოგონება იყო ფეხის პედალი.
1865 – ინგლისელმა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა ოპერაციის დროს პირველად გამოიყენა კარბოლმჟავა, ანუ ფენოლი, ინსტრუმენტებისა და ქირურგის ხელების დეზინფექციისთვის. შედეგი შესანიშნავი იყო – სიკვდილიანობა სამჯერ შემცირდა.
1953 – ენი დევიდსონი გახდა პირველი ქალი, რომელმაც იახტით მარტომ გადაცურა ატლანტის ოკეანე.
1953 – სემიპალატინსკის პოლიგონზე საბჭოთა კავშირმა პირველად გამოსცადა წყალბადის ბომბი.
1985 – ცენტრალურ იაპონიაში კატასტროფა განიცადა იაპონურმა „ბოინგ 747-მა“, რომელიც მთას შეეჯახა. დაიღუპა 542 ადამიანი.
13 აგვისტო
1624 – საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეცამეტემ კარდინალი რიშელიე თავის პივრელ მინისტრად დანიშნა.
1868 – მიწისძვრა მოხდა ორი ქვეყნის – ეკვადორისა და პერუს საზღვარზე. დაიღუპა 25 ათასი ადამიანი.
14 აგვისტო
1893 – პირველად მსოფლიოში საფრანგეთში შემოიღეს ავტომობილის მართვის მოწმობის გაცემა.
1917 – რუსეთის მეფის ოჯახი გადაასახლეს ციმბირში.
1936 – პირველად ოლიმპიურ თამაშებში შეიტანეს კალათბურთი.
1980 – პოლონეთში დაიწყო „სოლიდარობის“ გამოსვლები ლეხ ვალენსას მეთაურობით.
1992 – დაიწყო „აფხაზეთის ომი“.