კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტოუნ-თერაპია

 

წინათ მასაჟს მხოლოდ სამკურნალო მიზნით იკეთებდნენ. დღეს მისი დანიშნულება გაფართოვდა: მასაჟებს ვიკეთებთ არა მხოლოდ ფიზიკური გამოჯანმრთელების მიზნით, არამედ სელიური ჰარმონიის მისაღწევადაც. მით უფრო, ქალაქებში მცხოვრები ქალბატონები საჭიროებენ სულიერ განტვირთვებსა და სტრესების მოხსნას. საინტერესოა, რომ მასაჟების უამრავ სახეობაში უკვე აქტიურად არის ჩართული ბუნებრივი ელემენტები. ასეთ მასაჟთა კატეგორიას მიეკუთვნება სტოუნ-თერაპია (სტოუნ-მასაჟი – მასაჟი ქვებით), რომლის დროსაც გამოიყენება ბუნებრივი წარმოშობის ქვები, მასაჟის ტექნიკასთან და ნატურალურ ზეთებთან ერთად.

ქალაქში მცხოვრებ ქალბატონებს, უამრავ მიზეზთა გამო, უფრო ხშირად აწუხებთ დაღლილობა, სტრესი, ნერვული აშლილობები. ყველაფერ ამის მოსახსნელად ყველაზე სასარგებლო და, თან სასიამოვნო პროცედურა სწორედ სტოუნ-მასაჟია: ცხელი და ცივი ქვების მონაცვლეობა, რომელიც მოგანიჭებთ სიმსუბუქეს, სიმხნევეს, იგრძნობთ სასიამოვნო მოდუნებას, რაც მოგიხსნით დაძაბულობასა და სტრესს.

თუ გაქვთ სულ პატარა ეზო მაინც, ძალიან ადვილად შეგიძლიათ, შექმნათ ზღვის ნაპირის იმიტაცია (თუ ეზო არ გაქვთ, მსგავსი კომფორტის შექმნა აბაზანაშიც შეგიძლიათ – ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული): გაავსეთ წყლით გასაბერი აუზი (ეს იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილი აუზი არ გაქვთ), დადგით მზეზე და აცადეთ, წყალი შეთბეს. აუზის გვერდით გააფინეთ დიდი პირსახოცი. წინასწარ მოიმარაგეთ სხვადასხვა ზომისა და სახეობის ბრტყელი, გლუვი ქვები. მათი ნაწილი დააწყვეთ მზეზე, რომ კარგად გაცხელდეს, ნაწილი კი რაიმე ჭურჭელში ჩასხმულ ცივ წყალში ჩაალაგეთ.

აუზიდან (ან აბაზანიდან) რომ ამოხვალთ, დაწექით პირსახოცზე გულდაღმა და ზურგზე, კისრის მალებიდან მთელი ხერხემლის სიგრძეზე დაიწყვეთ (ამას თვითონ ვერ მოახერხებთ, ვინმე უნდა დაიხმაროთ) მზეზე გაცხელებული და შემდეგ ზეითუნის ან ქაცვის ზეთში ამოვლებული (წვეთები არ უნდა გასდიოდეს) ქვები. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ კი ისინი ცივი ქვებით შეცვალეთ. ქვების შეცვლა შეგიძლიათ 4-5-ჯერ და თქვენი დაღლილობისა და დაძაბულობისგან კვალიც აღარ დარჩება. ასევე, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები გექნებათ, თუ ცხელი და ცივი ქვებით (მონაცვლეობით) მსბუქად დაიმასაჟებთ მთელ სხეულს.

ამ პროცედურების თვეში ერთხელ ან ორჯერ ჩატარებაც სრულიად საკმარისია.

ცხელი ქვებით მასაჟი უნდა გაიკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ შენელებული გაქვთ სისხლის მიმოქცევა, ასევე, როცა კუნთებსა და კანს აკლია კვება და ჟანგბადი.

ცივი ქვების მასაჟი უნდა გაიკეთოთ მხოლოდ ცხელ ქვებთან მონაცვლეობით და პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ შედეგს: მოგეხსნებათ სტრესი, კანი კი ელასტიკური გახდება.

 

скачать dle 11.3