კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან მთისა და ზღვის ნამზეური და რა არის აუცილებელი ნამზეურის უსაფრთხოდ მისაღებად

ბოლო წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში გარუჯვის საოცარი მანიაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი დიზაინერები მთელი ძალისხმევით ცდილობენ, პოდიუმზე მყინვარივით თეთრი და ფერმკრთალი ევროპელი ქალის სახე დააბრუნონ, გარუჯვა იმდენად აქტუალურია, რაღაც ჯადოქრული და ალქიმიური საშუალებების წასმასაც კი არ ერიდებიან. შედეგად კი, დამწვრობის ცენტრში ხვდებიან. როგორ მივიღოთ კარგი რუჯი უსაფრთხოდ, ამის შესახებ ექიმი-კოსმეტოლოგი ნანა ბაკაშვილი გვესაუბრება.

 

– გარუჯვის მანია ბოლო 10-15 წელია, დაიწყო. ზაფხული, მზე, ზღვა, სანაპირო და შოკოლადისფერი რუჯი, თითქმის ყველა ახალგაზრდის ოცნებად იქცა. 

– რა დადებითი ეფექტი აქვს მზის სხივებს კანისათვის და არის თუ არა ეს ეფექტი დღეისათვის სათანადოდ შესწავლილი?

– მზის სხივებს კანისთვის დადებითი ეფექტი აქვს. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში აქტიურდება D ვიტამინის წარმოქმნა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შესათვისებლად. თავის მხრივ, ეს ელემენტები უზრუნველყოფს კუნთების, ძვლების გამაგრებას და ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. ულტრაიისფერი სხივები ასევე ააქტიურებს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესს – სუნთქვას, ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და ენდოკრინული სისტემის მდგომარეობას. 

მზის აბაზანები დადებით შედგებს იძლევა კუნთების ტკივილისა და რევმატიული გამოვლინებების დროსაც. ოსტეოპოროზი დღეს საკმაოდ გავრცელებულია ახალგაზრდებშიც. ამ დაავადების თავიდან აცილება კი D ვიტამინის აქტიური მიღებით შეიძლება. დადგენილია, რომ ულტრაიისფერი სხივების მოქმედება მნიშვნელოვნად ზრდის სისხლში ანტისხეულების შემცველობას, რაც აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური და ვირუსული დაავადებების მიმართ. ამათან ერთად, ულტრაიისფერი სხივები გვეხმარება გაციებასთან დაკავშირებულ დაავადებებთან ბრძოლაში. ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ზაფხულში მზის სხივების ქვეშ, ზამთარში ნაკლებად ავადმყოფობენ. ულტრაიისფერი სხივები გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების მკურნალობისას, როგორიც არის ფსორიაზი, ჩირქოვანი გამონაყარი, ეგზემა და ასე შემდეგ.  

დაბოლოს, უნდა ვაღიაროთ, რომ ულტრაიისფერი სხივები დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, სულიერ მდგომარეობაზე და გვეხმარება სტრესებთან ბრძოლაში. 

– მნიშვნელობა აქვს თუ არა კანის ტიპს?

– რუჯის მიღების დროს კანის ტიპს, გარკვეულწილად, მნიშვნელობა აქვს. ცხიმიანი კანი კარგად რეაგირებს მზის სხივებზე, ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მშრალი კანის ტიპის შემთვევაში კი, ეს პროცესი ცოტა ტრავმულია. კანი იქერცლება, იჭიმება და ადამიანს დისკომფორტი ექმნება. ამიტომ, თუ გაქვთ მშრალი კანი, გარუჯვის დროს ისეთი კრემები უნდა იხმაროთ, კანი ღრმად დაატენიანოს. კარგია, აგრეთვე, პერიოდულად გაიკეთოთ კოლაგენის ნიღბები. 

– აუცილებელია თუ არა, გარუჯვამდე ექიმ-კოსმეტოლოგის კონსულტაცია და გასარუჯი საშუალებების ინდივიდუალურად შერჩევა?

– მზის სხივების ქმედებით გამოწვეული კანის დაბერება ობიექტური რეალობაა, რომელიც აიძულებს თოთოეულ ჩვენგანს მკაცრად მიუდგეს მზეზე ყოფნის რეჟიმს. საჭიროა, მზისგან დამცავი კრემების გამოყენება დაცვის შესაბამისი ინსტრუქციით. ამიტომ, აუცილებელია, გარუჯვამდე ექიმ-კოსმეტოლოგის კონსულტაცია და გასარუჯი საშუალებების სწორი შერჩევა. დამცავი კრემები არსებობს: დაბალი დაცვით – spf – 6-10;  საშუალო – spf – 15, 20, 25; მაღალი – spf – 30, 50.

თუ კანი მიდრეკილია პიგმენტაციისკენ, მაშინ აუცილებელია, ვიხმაროთ კრემი მაღალი დაცვით. დამცავი საშუალება კანზე უნდა დაიდოთ 20-30 წუთით ადრე მზეზე გასვლამდე – იმისთვის, რომ კრემმა მოასწროს კანში შეწოვა და დამცავი ფუნქციის ამოქმედება. წყლიდან ამოსვლის შემდეგ, საჭიროა, კანი კარგად გაიმშრალოთ და ხელახლა დაიდოთ დამცავი კრემი. სახლში დამზადებულ საშუალებებს არ გირჩევთ. უმჯობესია, პროფესიონალური კოსმეტიკური ნაწარმი გამოიყენოთ.

– სხეულის რომელი უბანია ყველაზე პრობლემატური გარუჯვისას? მაგალითად, რატომ ირუჯება უფრო მალე სახე და წელსზევითა ნაწილი, ვიდრე ფეხები?

– სახე და სხეულის ზედა ნაწილი უფრო სწრაფად ირუჯება, რადგან ეს ადგილები მზის სხივების ზემოქმედებას განიცდის მაშინაც კი, როცა ადამიანი წყალშია. ამ დროს ულტრაიისფერი სხივების შეღწევადობა უფრო ძლიერდება, რადგან წყლის წვეთი ლინზის პრონციპით მოქმედებს, ამიტომაც, წყალში ყოფნისას დაწვის საშიშროება უფრო დიდია. 

– დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული მზის აბაზანების მიღება?

– იმისთვის, რომ მივიღოთ ლამაზი ფერის რუჯი, აუცილებელია, კანი თანდათანობით შევაჩვიოთ გარუჯვას. მზის აბაზანები იწყება 5-10 წუთიდან და ნელ-ნელა ემატება დრო. უმჯობესია, თუ თავიდანვე მზის აბაზანებს მოძრაობაში მიიღებთ. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გარუჯვის უარყოფითი შედეგები, სასურველია, რუჯი მზის დაბალი აქტიურობის პერიოდში მიიღოთ – დილით, 11 საათამდე და საღამოს, 16 საათის შემდეგ. 12-დან 15 საათამდე მზე ძალიან აქტიურია, ამიტომ, ამ პერიოდში გარუჯვა არაფრით არ შეიძლება. თუ მწოლიარე მდგომარეობაში ირუჯებით, აუცილებელია, თავი ოდნავ წამოწიოთ და ყოველ 10 წუთში ერთხელ შეიცვალოთ მდგომარეობა. 

მზეზე გასვლამდე არ შეიძლება, გლიცერინის ან ვაზელინის შემცველი კრემების ხმარება, რადგან ამან შეიძლება, კანის დამწვრობა გამოიწვიოს. ასევე სასტიკად აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. ტუჩებზე სასურველია, ჰიგიენური პომადა წაისვათ. არ დაგავიწყდეთ, რომ მზეზე ორგანიზმი სწრაფად კარგავს ტენს, ამიტომ რეგულარულად დალიეთ წყალი, უკეთესია, თუ ლიმონიან წყალს მიიღებთ. სანაპიროზე ჩაძინება ძალიან საშიშია, რადგან ამ დროს შეიძლება, მოხდეს ორგანიზმის გადახურება ან დამწვრობა. 

რამდენიმე რჩევა რუჯის მოყვარულთათვის:

1. იმისთვის, რომ რუჯი ლამაზი ფერის იყოს, სასურველია, დილით მიიღოთ სტაფილოს წვენი ან მიირთვათ სტაფილოს სალათა ზეთთან ერთად. 

2. მზეზე გასვლამდე არ გირჩევთ, სხეული საპნით დაიბანოთ, გაიწმინდოთ ლოსიონით ან ოდეკოლონით, რადგან ეს საშუალებები იწვევს კანის გაუცხიმოვნებას, არღვევს მის დამცავ შრეს და კანი უფრო მგრძნობიარე ხდება ულტრაიისფერი სხივების მიმართ. 

3. არ შეიძლება მშიერი გახვიდეთ მზეზე ან ჭამის შემდეგ ძალიან მალე

4. მზის სხივები ორგანიზმში ამცირებს C ვიტამინის შემცველობას, ამიტომ მისი შევსება უნდა მოახდინოთ ხილით ან ბოსტნეულით – ოხრახუშით, კივით, მოცხარით, ბულგარული წიწაკითა და ციტრუსებით. 

– კანის რომელი დაავადებების შემთხვევაში არ შეიძლება გარუჯვა და თავად გარუჯვა რა დაავადებებს იწვევს? ვთქვათ, არის თუ არა მელანომას განვითარების რისკი?

– ინტენსიურმა და გახანგრძლივებულმა მზის აბაზანებმა შეიძლება, პროვოცირება მისცეს ფოტოდერმატიტის განვითარებას, დამწვრობას და სხვა არასასურველ დაავადებას. საქმე ისაა, რომ მზეზე დიდხანს ყოფნამ შეიძლება, გამოწვიოს უჯრედული იმუნიტეტის დაქვეითება, რაც ორგანიზმში ინფექციის შეღწევადობის რისკს ზრდის და მასში არსებულ ვირუსებს ააქტიურებს. 

ულტრაიისფერი სხივების უკონტროლო მიღებას მზის აქტიურ პერიოდში, შეიძლება, კანის კიბოს ან მელანომას პროვოცირება მოჰყვეს. 

– რა უარყოფითი მომენტები ახლავს გარუჯვას?

– გარუჯვამ დადებითის გარდა, შეიძლება, გამოიწვიოს უარყოფითი შედეგიც. გადაჭარბებული რუჯი უჯრედებისა და ქსოვილების გაუწყლოებას იწვევს, რასაც კანის ნაადრევ დაბერებამდე, მივყავართ – ის ხდება გამომშრალი და დანაოჭებული. თვალის ირგვლივ გამოიხატება „ბატის თათი”. ამ ყველაფერს კი იწვევის ის, რომ ჭარბი მზის სხივები აქვეითებს კანში კოლაგენის შემცველობას. სწორედ ის განაპირობებს კანის სიმკვრივეს. ამიტომ, ასეთი კანი დამატებით დატენიანებას საჭიროებს.  

– დაბოლოს, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ზღვისპირა და მთაში მიღებული ნამზეური?

– მოვლა და დაცვა ორივე შემთხვევაში კანს ერთნაირად ესაჭიროება. ზღვისპირა ნამზეური უფრო ხშირად იწვევს დამწვრობებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ წყალი და ქვიშა აძლიერებს კანზე მზის სხივების მოქმედებას. 

თუ გინდათ, რომ ზაფხულმა და მზემ სიამოვნება მოგანიჭოთ მიიღოთ, შოკოლადისფერი რუჯი და ჯანმრთელობა გაიუმჯობესოთ, დაიცავით გარუჯვის მთავარი წესები – მზეზე მიიღეთ რუჯი „ფანატიზმის” გარეშე და მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება.    

 

скачать dle 11.3