კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაზი ქალი როკერის ვარცხნილობით, ბაიკერის ქურთუკით – გოტიეს ქაოსური კოლექცია

 

 ჟან პოლ გოტიე – ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი მოდის ინდუსტრიაში. ის მოსწონთ ან არ მოსწონთ, თუმცა მის განსაკუთრებულობას ყველა ერთხმად აღაირებს. ჟან პოლი, 2010 წლამდე „ჰერმესის” კრეატიული დირექტორი იყო, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ საკუთარ ლეიბლს მართავს. ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესოა გოტიეს ოტ-კუტიურ კოლექციები, სადაც ფრანგი დიზაინერის ფანტაზიის უკიდეგანო საზღვრები კარგად ჩანს.

 მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უსწავლია დიზაინი, გოტიე მოდის თემაზე პატარ-პატარა ჩანახატებს აკეთებდა, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენია პიერ კარდენს და ჟან პოლი მისი პროტეჟე გახდა. აღსანიშნავია, რომ პიერ კარდენი ყოველთვის განსაკუთრებული აზარტით ეკიდებოდა ახალი, ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას. აქვე გეტყვით, რომ სწორედ პიერ კარდენმა შეამჩნია ნინო ჩუბინიშვილი, იგივე ჩუბიკა და მასთან დაკავშირებით, საფრანგეთში გარკვეული გეგმებიც აქვს. რაც შეეხება გოტიეს, მისი ნამდვილი აღზევება მადონასთან თანამშრომლობის შემდეგ დაიწყო. მისი სახელი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გაიგო მსოფლიომ.

 ამ სეზონის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გოტიემ გასული წლის ოქტომბერში, პარიზში აჩვენა, რა თქმა უნდა, ჩვენება საინტერესო ექსპერიმენტით დაიწყო. დიზაინერის ფირსტ-ფეისი, ანუ პირველი სახე იყო „გოსიპის” მთავარი მომღერალი ბეტ დიტო, რომელიც, სავარაუდოდ, 120 კილოგრამს იწონის. ვერცხლისფერი მოკლე კაბითა და მოკლედ შეჭრილი თმით დიტო ნელა და ამაყად მოაბიჯებდა პოდიუმზე. მხრებზე მოგდებული დაჭრილი მოსაცმელითა და გოტიეს ბრენდირებული წარწერებით გაფორმებულ კაბაში გამოწყობილ ბეტის დიდი ოვაციებით შეხვდნენ. სწორედ გოტიე იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც ასეთი მოსული ქალბატონები პოდიუმზე აიყვანა. თუმცა, ჩვენების გეგმა სულ სხვა ტიპის გოგონებზე იყო გათვლილი. როკ-ენ-როლის სტილში გადაწყვეტილი მოდელები, სამოციანი წლების გაწეწილი ვარცხნილობით, არეულ-დარეული სამოსით, სერიოზულ ქაოსს ქმნიდნენ პოდიუმზე და უცნაურად ერწყმოდნენ ბეტ დიტოს სტილს. 

 კონკრეტულად, სამოსის სტილზე თუ ვისაუბრებთ, ის რუკას ყველა მიმართულებით მოიცავდა – დიზაინერს ამოცანების გრძელი „პლეილისტი” ჰქონია: ქურთუკები კვადრტული მხრებით, მოცეკვავე გოგონათა თეთრეული, კორსეტები, ბიუსტჰალტერები და ტრუსები, ბაიკერის ტყავის ქურთუკები, ვარდისფერი ნაზი პრინტები და როკერის ლითონის აქსესუარები. 

 ძნელი სათქმელია, რაზე ფიქრობდა დიზაინერი კოლექციის შექმნისას, უნდოდა კოლექცია, ყველა ტიპისა და სტილის ქალს მორგებოდა და კარგად გაყიდულიყო; დაკარგულიყო სივრცეში თუ უბრალოდ, იხუმრა. ხუმრობა ყველაზე ახლოა რეალობასთან, რადგან ისევე როგორც რამდენიმე მოდელი, თავად დიზაინერიც კი, პოდიუმზე 3D სათვალით გამოვიდა. ეს ჟესტი მაყურებელმა და მოდის კრიტიკოსებმა იმის მანიშნებლად ჩათვალეს, რომ ყველაფრისთვის რაც, პოდიუმზე ხდებოდა, ოდნავი იუმორით შეეხედათ.

 უამრავი ტაში და ოვაცია მოჰყვა პოდიუმზე გოტიეს გამოსვლას, რადგან მას გვერდით ისევ ბეტ დიტო მოჰყვებოდა. გოტიე ქალს 3D სათვალით უყურებდა, ეღიმებოდა და მის მიმართ აღფრთოვანებას არ მალავდა.

 

скачать dle 11.3