კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ქება

 

ჩვენში, რატომღაც, არ არის მიღებული საკუთარ თავზე კარგის ლაპარაკი: საკუთარი ღირსებების აღნიშვნა, საკუთარი დამსახურებების საჯაროდ აღიარება, ან საკუთარი თავის შექება – ეს ცუდ ტონად აღიქმება. არადა, აუცილებელია, რადგან ეს საშუალებას აძლევს ადამიანს, ჰარმონიაში იყოს საკუთარ თავთან, ასევე, რეალობასთან და, საერთოდ, ცხოვრებასთან. ბოლოს და ბოლოს, თუ საკუთარი თავი თავად არ შეაქე, სხვა ამას არ გააკეთებს. ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი სჭირდება, შეახსენო, როგორი კარგი ხარ.

მოკლედ, რა მოხდება, თუ საკუთარი თავის წარმოჩენას არ ისწავლი:

* ეს აისახება შენს გარეგნობაზე და, როგორი მომხიბვლელიც უნდა იყო, ეფექტურად ვეღარ გამოიყურები. საქმე ისაა, რომ საკუთარი თავით კმაყოფილება აისახება მიმიკაზე. შეხედეთ 35-45 წლის ქალებს და მაშინვე მიხვდებით, ვინ არის საკუთარი თავით კმაყოფილი და ვინ – არა.

*  ხშირად იქნებით იმედგაცრუებული და გულნატკენი. დამტკიცებულია, რომ საკუთარი თავით კმაყოფილ, წარმატებულ ადამიანებს უფრო მყარი ჯანმრთელობა აქვთ.

* თითქმის ყოველთვის, აპათია და უგუნებობა პირდაპირ კავშირშია თვითშეფასების დაბალ კრიტერიუმთან. თუ ასეთ დროს საკუთარ თავს არ გაამხნევებთ, თუ არ ეტყვით, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, გაცილებით გაგიუარესდებათ მდგომარეობა.

* დიახ, ვერასოდეს შეხვდებით თეთრ ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს... მართალია, ისინი დიდი ხანია, ზღაპარში ჩარჩნენ, მაგრამ, მეტ-ნაკლებად ნორმალური მამაკაცი ხომ მაინც გინდათ, გყავდეთ გვერდით? როგორც წესი, ყველა ადამიანი თავის მსგავს პარტნიორს ეძებს – მსგავსს რაღაც  ნიუანსებში. სხვანაირად, მათი ერთად ცხოვრება წარმოუდგენელია.

P. S. მხოლოდ სიტყვით საკუთარი თავის ქება საკმარისი არ არის. ახალი ფეხსაცმელი, ჩანთა, აქსესუარი – ეს ის ატრიბუტებია, რომლებიც საკუთარი თავის განებივრებაში შეგიწყობთ ხელს. ეს აძლიერებს შინაგან მოტივაციას – გადალახოთ სიძნელეები და იპოვოთ ბედნიერება.

 

скачать dle 11.3