კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემის წინაშე აყენებს ადამიანს საცხოვრებელში რემონტის დროს შეტანილი არასწორი შტრიხი და რა უნდა გაითვალისწინოთ სახლის მშენებლობისას

როდესაც ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი იწყება, მხოლოდ მაშინ იწყებს ადამიანი იმაზე ფიქრს, თუ რა გააკეთა არასწორად, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, როგორ უნდა შეიმსუბუქოს ცხოვრება. ახლა ის პერიოდია, როცა ბევრი ფიქრობს, როგორ ააშენოს ახალი საცხოვრებელი და ჩაუტაროს ბინას სარემონტო სამუშაოები. ამას, როგორც წესი ზაფხულის დროს ვამთხვევთ, ან – შვებულებას, როცა სამსახურის საქმეებისგან დროებით ვისვენებთ და, გვინდა, ირგვლივ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლამარა ამბობს, ამ საკითხს, მეტად ფრთხილად და ცოდნით უნდა მივუდგეთ, ყველა დეტალი გავთვალოთ და ისე ავაშენოთ სახლი, მოვიწყოთ საცხოვრებელი გარემო თუ ჩავატაროთ სამღებრო სამუშაოები, რომ ამ ყოველივემ მომავალში სიამოვნება მოგვანიჭოს, წარმატებისკენ გვიბიძგოს და არა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს. 

 

ლამარა: ახლა ის პერიოდი დგას, როცა ვფიქრობთ, მოვაწესრიგოთ სახლი, დავიწყოთ რემონტი, შევღებოთ კარ-ფანჯარა თუ კედლები, დავიწყოთ საცხოვრებლის აშენება და ასე შემდეგ. ამისთვის მხოლოდ ფინანსები და დრო როდია საკმარისი. გირჩევთ, მსგავს საკითხებში პროფესიონალებიც ჩართოთ და მათ შორის პარაფსიქოლოგებიც, რომლებიც ისეთ საიდუმლოებებში გაგარკვევენ, ცხოვრება უზრუნველი გექნებათ.

– საცხოვრებელ გარემოსა და მის რემონტს ადამიანი ინდივიდუალურად ირჩევს და თავად წყვეტს, როგორ გარემოში უნდა ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით რა საჭიროა სხვა ადამიანების აზრის გათვალისწინება? გემოვნებაზე ხომ არ დავობენ?

– გეთანხმებით, გემოვნებაზე არ დავობენ, ოღონდ მე სხვისი აზრის კი არა, სპეციალისტების და, კონკრეტულად ამ სფეროში მომუშავე იმ ადამიანების აზრის გათვალისწინება ვიგულისხმე, რომელთა რჩევაც თქვენთვის კომპეტენტური იქნება, რომ მომავალში საცხოვრებელ გარემოში შეტანილმა არასწორმა შტრიხმა პრობლემა არ შეგიქმნათ. სხვათა შორის, ტყუილად როდი  ვახსენე, ამ საქმეში პარაფსიქოლოგების ნათქვამიც გაითვალისწინეთ-მეთქი. მეტი დამაჯერებლობისთვის, შემიძლია, რამდენიმე მაგალითი გითხრათ და ჩემი ნათქვამის სისწორეში თავად დარწმუნდებით. ეს, რასაკვირველია, აგარაკებსაც ეხება, სადაც შვებულების დროს ისვენებთ და გინდათ ძალების მოკრება. კერძოდ, არ უნდა ააშენოთ სახლი მთის კენწეროზე, არც ხეობის შესასვლელში ან გამოსასვლელში, რადგან, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, წარმატების ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ.  ასევე, არ უნდა ააშენოთ ან იყიდოთ სახლი გზაჯვარედინზე, რადგან ასეთ საცხოვრებელში წარუმატებლობის შანსი იზრდება და ადამიანებს შორის ურთიერთობები ვერ ლაგდება. კარგია, თუ სახლის ფასადი დასავლეთისკენაა მიმართული და იქ კი გზა გადის, რადგან ასეთ გარემოში ადვილია სიმშვიდის, ჰარმონიისა და ბედნიერების მოპოვება, პირადი ცხოვრების ადვილად აწყობა და გარშემო მყოფების აგრესიისგან თავდაცვა. 

– გამიგია, რომ, თუ ეზოში მდგარ გამხმარ ხეს პატრონი დროულად არ მოჭრის, უბედურება მოაქვს. ამაზე რას იტყვით?

– სანამ ამ თემაზე გესაუბრებით, გეტყვით, რომ სახლის შესასველთან არ ვარგა დიდი ხეების დარგვა, რადგან ხელი ეშლება ბინაში დადებითი ენერგიების შედინებას. სახლის შესასვლელთან ან ეზოში მოჭრილი ან გამხმარი ხის გაჩერება კი მართლაც საშიშია და განსაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებსა და მოხუცებს უქმნის. წინათ ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ თუ ეზოში გამხმარ ხეს არ მოჭრიდა მისი პატრონი, აუცილებლად ოჯახის რომელიმე წევრი გარდაიცვლებოდა. გარდა ამისა, გამხმარი ხე ეზოში, გარდა უბედურებისა, სიღარიბესაც იწვევს. გირჩევთ, სასწრაფოდ მოჭრათ ასეთი ხეები, გაიტანოთ ეზოს გარეთ, ან ბუხარში დაწვათ. ისე  ხეებს თუ ეზოში სახლის ჩრდილო-დასავლეთით დარგავთ და გაახარებთ, ის ბევრ სიხარულს მოგანიჭებთ და თქვენს გამრავლებაზე დადებით გავლენას მოახდენს. ასეთი ხეების მოჭრა კი კატეგორიულად გეკრძალებათ, რადგან ეს უნაყოფობას იწვევს (რასაკვირველია, თუ ის გამხმარი არ არის). რაც შეეხება ეზოს ან სახლის შემოღობვას, თუ წინა მხრიდან  ღობე დაბალია, უკანა მხრიდან კი – მაღალი, ეს ბედნიერების მომტანია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – უბედურების. თუ სახლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ჩაღრმავებული ადგილი ან ხრამია, ეს ცუდია, რადგან, ძველი ჩინური გადმოცემის მიხედვით, ასეთ საცხოვრებელში ვაჟების დაბადება სათუოა. მაგრამ, თუ ასეთი ადგილი სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენაა, მაშინ ოჯახი საერთოდ გამრავლების პრობლემის წინაშე დგას, თუმცა, მატერიალურ წინსვლას ეს ხელს არ უშლის. 

– სახლის ფორმასაც აქვს მნიშვნელობა?

– დიახ, აქვს. მაგალითად, თუ სახლი ან ოთახი ტრაპეციის ფორმისაა, ასეთ სახლში ცხოვრებისას რთულია ფულის დაზოგვა, გამრავლება; ბარაქა და დოვლათი ხშირად ნულამდეა დაყვანილი. თუ სახლის ფორმა სამკუთხედია, ესეც ცუდია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან, არ არის გამორიცხული, ისინი უკურნებელი სენით დაავადდნენ, გალოთდნენ ან, სულაც, თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე. ასევე, ჯობია, სახლის მისაღები და სამზარეულო კვადრატული ფორმის იყოს, საძინებელი – მართკუთხედი, ხოლო შესასვლელი კი ოვალური ფორმის.

– თუ კერძო სახლის მშენებლობას ვიწყებთ და გარშემო ბევრი სახლი დგას, ამ დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– ეს კარგი კითხვაა, რადგან რამდენი კერძო სახლიც ვნახე, თითქმის არსად არის დაცული პარაფსიქოლოგიური კანონები და მეგობრებისგან მსმენია კიდეც, ასეთ წამოჭიმულ სახლებში რაც ხდება. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ, აიშენოთ კერძო სახლი და ირგვლივ სხვა საცხოვრებელი სახლებიცაა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები, რომლებიც მომავალში თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. კერძოდ, თქვენი სახლი არ უნდა იყოს ირგვლივ მდებარე სახლებზე ძალიან მაღალი. როცა სახლი ყველა მხრიდან ღიაა და იზოლირება შეუძლებელია, ადამიანები მოუსვენრად გრძნობენ თავს. ამ დროს სახლიდან გაედინება დადებითი ენერგიები და მათი ეგრეთ წოდებული „შეკავება” და ცირკულაცია საცხოვრებელში ვერ ხერხდება. ასეთი დისჰარმონია კი უეცარი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

– რომ ამბობენ, სახლი უმცროსი შვილისაა და ის მშობლებთან უნდა დარჩესო, ამას ეზოთერიკასთან რაიმე კავშირი აქვს?

– რასაკვირველია, აქვს და ყველა მსგავსი წესი, რომელიც წინაპრებისგან მოდის, სრული სიმართლეა. ოჯახში ყველაზე უმცროსი შვილი მშობლებთან უნდა დარჩეს და მან განაგრძოს ოჯახური ტრადიცია. რაც შეეხება იმას, რომ გაყოფილი ძმები ერთ ეზოში იშენებენ სახლს და სახლდებიან მეზობლად, ეს არ შეიძლება. ამ დროს ორივე ცუდად გრძნობს თავს და მათ შორის დავა ქვეცნობიერად მიდის. ეს, შესაძლოა, თვალშისაცემი არ იყოს, მაგრამ, გარკვეული დისჰარმონია აუცილებლად იქნება.

– ასევე, გამიგია, რომ, სადაც ორსული ქალია, იმ სახლში არ შეიძლება სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

– მართალია, იმ სახლში, სადაც ორსული ქალია, სარემონტო სამუშაოების ჩატარება კატეგორიულად იკრძალება. განსაკუთრებით საშიშია მშენებლობის დროს აგურის გამოყენება, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს მის მშობიარობასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

 

скачать dle 11.3