კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: ვარ 23 წლის, ვეწევი 16 წლიდან. ამ ბოლო დროს მარჯვენა ფეხი თითქოს სულ დაბუჟებული მაქვს. წამიკითხავს, რომ მოწევა ვნებს პერიფერიულ სისხლძარღვებს. შესაბამისად, მოწევას თავი უნდა დავანებო თუ რაიმე პრეპარატს მირჩევთ?

პასუხი: მართლაც, ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებები სისხლძარღვოვან პათოლოგიას უკავშირდება. ანგიოლოგი დაგიდგენთ სისხლძარღვების გამტარიანობას და დაგინიშნავთ მკურნალობას. თამბაქო, რა თქმა უნდა, რისკ-ფაქტორია.

კითხვა: შეიძლება თუ არა ფილტვის ექინოკოკის მედიკამენტებით მკურნალობა?

პასუხი: მხოლოდ ქირურგიულად და მხოლოდ სტაციონარში! ექინოკოკოზი ძალიან საშიში დაავადებაა.

კითხვა: რა პრეპარატებია ეფექტური ანორექსიისა და ბულემიის დროს?

პასუხი: ამ დაავადებების დროს გამოიყენება ანტიდეპრესანტებისა და ნეიროლეპტიკების ფართო სპექტრი, ოღონდ, მკურნალობა ექიმმა უნდა შეარჩიოს.

კითხვა: რა არის საჭირო ენდარტერიტის დიაგნოსტიკისთვის?

პასუხი: ამ დროს კეთდება დოპლერული ექოსკოპიური სკანირება და, საჭიროების შემთხვევაში – ანგიოგრაფია (სისხლძარღვების რენტგენოლოგიური კვლევა კონტრასტის გამოყენებით).

კითხვა: რა არის სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომა და დიფუზური მასტოპათია?

პასუხი: დიფუზური მასტოპათიის დროს ხდება სარძევე ჯირკვლის ნორმალური ქსოვილის ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით, ან კისტებით, ან აქვს შერეული სტრუქტურა. ფიბროადენომა არის კეთილთვისებიანი სიმსივნე. სარძევე ჯირკვლების დაავადებები მოითხოვს მამოლოგის კონსულტაციას.

კითხვა: მყავს 9 წლის ბიჭი. როდესაც იცინის, პირის ირგვლივ უჩნდება ოდნავი სილურჯე. ზოგჯერ კი თავის ტკივილებს უჩივის, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: პირის ირგვლივ სილურჯე (ექიმები პერიორალურ ციანოზს ეძახიან), განსაკუთრებით, ფიზიკური დატვირთვისას, შეიძლება ჟანგბადის ნაკლოვანების მაჩვენებელი იყოს, მაგალითად, გულის უკმარისობის დროს. ჩემი რჩევაა მიიყვანეთ ბავშვი პედიატრ-კარდიორევმატოლოგთან.

კითხვა: რა შეიძლება იყოს თავში გაუთავებელი ხმაურის მიზეზი?

პასუხი: ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგია ან სმენის ნერვის დაავადებები (კოხლეალური ნევრიტი). ნევროპათოლოგი ან ყელ-ყურის სპეციალისტი დაგეხმარებათ მიზეზის დადგენაში.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3