კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამწვრობის დროს გულყვითელას ნაყენი გიშველით

გულყვითელას ყვავილს უნიკალური სამედიცინო და სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ჭრილობების შემახორცებელი, სპაზმოლიზური, სედატური და ნაღველმდენი თვისებები. ეს მცენარე უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც გარეგანი ანტისეპტიკური საშუალება. ნაყენს გამოხატული ბაქტერიოლოგიური თვისებები აქვს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა მის მიმართ სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. ის სწრაფად აქრობს ანთებით პროცესს, აჩქარებს ქსოვილის გრანულაციასა და ეპითელიზაციას, ააქტიურებს ადგილობრივ დამცავ მექანიზმს. გულყვითელას ნაყენი და ახალგამოწურული წვენი ეფექტურია დღეში ორჯერ საფენებისა და აბაზანების სახით, ჭრილობების, ნაკაწრების, დამწვრობის, ფურუნკულების, პიოდერმიების დროს. გულყვითელა ასევე ანალოგიურად მოქმედებს ლორწოვან გარსზეც. პირის რღუში მისი გამოვლება დღეში სამჯერ ეფექტურია სტომატიტის, პარადონტოზისა და გაინგივიტის დროს. ის ამცირებს ანთებას, შეშუპებას, ტკივილს; ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, აღადგენს კაპილარების რეზისტენტობას და აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას.

скачать dle 11.3