ოფლიანობისა და ეგზემის დროს ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ
მუხის ქერქი გამოიყენება ოფლიანობის საწინააღმდეგოდ: აიღეთ 50 გრამი წმინდად დანაყილი მუხის ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ამ ნახარშით მოიბანეთ ის ადგილები, რომლებიც შედარებით მეტად გიოფლიანდებათ.
ოფლიანობის დროს, ასევე, კარგია სალბისა და ჭინჭრის ფოთლების ნახარში: ერთ გრამ სალბის ფოთოლსა და ორ გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ.
ეგზემის სამკურნალოდ კარგია შემდეგი ნაყენი: 1 ჩაის ჭიქა დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა ორკბილა და ფარსმანდუკი. კარგად ამოურიეთ და თავდახურულ მინის ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ, ეს ნახარში წაისვით დაავადებულ ადგილას. პროცედურის დასრულების შემდეგ კანი არ გაიმშრალოთ, წასმული ნახარში შეიშრეთ.