მარადონა ჩავესს ესტუმრა
ლეგენდარული დიეგო მარადონა თავის მეგობარს, ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს კუბაში ესტუმრა, სადაც ეს უკანასკნელი ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა. ამის შესახებ ჩავესმა საკუთარი „ტვიტერის” საშუალებით აცნობა საზოგადოებას: „მადლობა დიეგო არმანდოს, რომ პატივი დამდო და მესტუმრა კუბაში. ჩვენთან ერთად არის ფიდელი და ცხოვრება გრძელდება”. დიეგო მარადონა კარგა ხანია, რაც ჩავესთან მეგობრობს და ხშირად ჩადის ვენესუელაში, ხოლო ფიდელ კასტროსთან მას უფრო დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ერთი ხანობა ის ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან მკურნალობდა კიდეც ჰავანაში.