იაო მინმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ცნობილმა ჩინელმა კალათბურთელმა და „ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის“ ამჟამად მოთამაშე კალათბურთელებიდან ყველაზე მაღალმა (219 სანტიმეტრი) „ჰიუსტონ როკიტსის” ცენტრმა, იაო მინმა, კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. სპორტიდან წასვლის მიზეზი ხშირი ტრავმებია, რის გამოც უკანასკნელ ორ სეზონში მინმა სულ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 31 წლის იაომ მადლობა გადაუხადა თავის კლუბს, სადაც 2002 წლიდან თამაშობდა და თავისუფალი დროის დათმობა ოჯახისთვის გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ იაო მინი ჩინეთის ყველა დროის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტსმენის სახელით სარგებლობს.