ლუკაშენკო მედლებს ითხოვს
ბელარუსის ქარიზმატულმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ოლიმპიურ გუნდს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 25 მედლის მოპოვება მოსთხოვა, რომელთაგან მინიმუმ ხუთი ოქროსი უნდა იყოს. ამასთან ერთად, ლუკაშენკომ საპრიზო ფონდის გაზრდაც გადაწყვიტა და ამიერიდან ბელარუსი სპორტსმენი ოქროს მედალზე 150 ათას, ვერცხლზე – 75 ათას, ხოლო ბრინჯაოზე – 50 ათას დოლარს მიიღებს. ამჟამად ბელარუსის ნაკრებში ოლიმპიადისთვის სპორტის ექვს სახეობაში 53 სპორტსმენი ემზადება, რომლებმაც უკვე შეასრულეს აუცილებელი ნორმატივები.