რონალდუს ბექჰემის შურს
პორტუგალიელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, მოულოდნელი აღიარება გააკეთა – მისი თქმით, ძალიან შურს დევიდ ბექჰემის. რონალდუს ეს აღიარება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს ქალიშვილი – ჰარპერ სევენი ეყოლათ. ინტერვიუში რონალდუმ განაცხადა, რომ შურს ბექჰემის და ოცნებობს, ასეთივე მყარი და მრავალშვილიანი ოჯახი ჰქონდეს თავადაც. „მინდა, მყავდეს ქალიშვილი და, არ გამოვრიცხავ, რომ იმდენივე შვილი ვიყოლიო, რამდენიც ბექჰემებს ჰყავთ. მე მათი მშურს”, – განაცხადა „რეალის” ვარსკვლავმა, რომელსაც რომანი აქვს რუს მოდელთან, ირინა შეიკთან.