ფერგიუსონი გიგზს ამხნევებს
„მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის ვარაუდით, ახალი სეზონიდან კლუბის ქომაგები არანაირ ობსტრუქციას არ მოუწყობენ, პირიქით, მხარში დაუდგებიან გუნდის უელსელ ვეტერანს, რაიან გიგზს, რომელიც სულ ახლახან ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალის მთავარი გმირი გახდა. შეგახსენებთ, რომ სამაგალითო მეუღლის სახელის მქონე გიგზი ჟურნალისტებმა მოდელ იმოგენ ტომასთან კავშირში გამოიჭირეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ რაიანს სქესობრივი კავშირი ჰქონდა თავისი ძმის, როდნის მეუღლესთან. ფერგიუსონის თქმით, ერთი პერიოდი, გიგზი კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა, გადაიფიქრა და საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა. სერ ალექსი გაოცებულია იმ შემართებით, რომლითაც 37 წლის ვეტერანი ვარჯიშობს და მოუწოდებს ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მიბაძონ რაიან გიგზს.