ილარი ფრანჩესკოს დასაცავად ამხედრდა
იტალიური „რომას” კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის მეორე ნახევარმა, მომხიბვლელმა ილარი ბლაზიმ, მეუღლის დაცვა დაიწყო კლუბის ახალი გენერალური დირექტორის, ფრანკო ბალდინისგან, რომელმაც რომაული კლუბის სიმბოლო არაპროფესიონალიზმში, სიზარმაცესა და კლუბის მიმართ გულგრილობაში დაადანაშაულა. ბალდინის თქმით, აუცილებელია, ტოტიმ თავი ხელში აიყვანოს და კონტროლი გაუწიოს თავის ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კარიერა დასრულდება. ილარი ბალდინის პრესის საშუალებით დაუპირისპირდა და ქმარი დაიცვა: „ფრანჩესკო უაღრესად შრომისმოყვარე ადამიანია და აბსურდია მას ზარმაცი უწოდო, რადგან, ასე რომ იყოს, იგი დიდი ხნის წინ დაასრულებდა თავის წარმატებულ კარიერას”. ტოტის კონტრაქტი „რომასთან” 2014 წელს მთავრდება და სწორედ ამის შემდეგ აპირებს რომაელი ტიფოზების კერპი ბუცების კედელზე დაკიდებას.