კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის სცდება მოძღვრისა და სულიერი შვილის დამოკიდებულება ჯანსაღ ურთიერთობას და რისი გათვალისწინება სჭირდებათ მათ

თანამედროვე ქრისტიანები ხშირად დავდივართ ეკლესიაში, გვყავს მოძღვარი, თუმცა, ბევრმა არ ვიცით, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ჩვენს სულიერ მოძღვართან, მასწავლებელთან. ზოგი მას საერთოდ არ ემორჩილება, არ ითვალისწინებს სულიერ საკითხებზე მიცემულ რჩევა-დარიგებას, ზოგი – პირიქით, ბრმად ემორჩილება სულიერ მოძღვარს, თავიდან ბოლომდე მასზე დამოკიდებული ხდება, რაც არცთუ კარგი მდგომარეობაა. როგორ უნდა შეარჩიოს ადამიანმა სულიერი მოძღვარი, რა მოვალეობები უნდა ჰქონდეთ მათ ერთმანეთთან, ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):,

 

– მრევლი – ადამიანების ის კატეგორიაა, რომელიც ეკლესიის წიაღში იმყოფება, რაც, არ შეიძლება, ითქვას იმ ადამიანებზე, რომლებიც არ დადიან ეკლესიაში და არ წარმოადგენენ ეკლესიის ერთობას. ადამიანის სულიერ ცხოვრებაში სასულიერო პირის როლი ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი რამის განმსაზღვრელია, რადგან სწორედ ის არის შუამავალი ადამიანებსა და ღმერთს შორის. სასულიერო პირის არჩევა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ხდება: 1. სასულიერო პირი უნდა იყოს ჭეშმარიტად მორწმუნე.

– შეიძლება, სასულიერო პირებს შორის ვინმე იყოს ურწმუნო?

– შესაძლებელია, თუმცა, ყველა სასულიერო პირს, რომელიც მართლმადიდებლობის წიაღშია კანონიკურად ნაკურთხი, ხელდასხმული, მას პატივისცემა სჭირდება და არა მისი საქმეების განკითხვა და განქიქება. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობა საკუთარ თავზე მუშაობა, მხილებაა და არა სხვების განკითხვა. ჩვენ წმიდა წერილი, მაცხოვარი გვიკრძალავს ადამიანების განკითხვას და, მით უმეტეს, გვეკრძალება სასულიერო პირების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. როგორიც უნდა იყოს ის, მისი განკითხვა უბრალო ადამიანს ეკრძალება და ეს საკუთარ თავზე ნაკვერჩხლის, მუგუზლების დაგროვებას ჰგავს. რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ხალხი არჩევს სასულიერო პირს, როგორც უკვე აღვნიშნე, ის უნდა იყოს ჭეშმარიტად მორწმუნე, სხვანაირად ის ვერ გახდება მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, ვერ წაუძღვება მათ ცხონებისკენ, უფლის წიაღში დასაბრუნებლად, პირიქით, ის მათ დააბრკოლებს. მეორე და მესამე კრიტერიუმები – ეს არის მოძღვრის ინტელექტუალური და გარეგნული მხარე, გარეგნულ მხარეში კი შედის ყველაფერი: ჩაცმა-დახურვა, საუბარი, მოძრაობა, გადაადგილება, ადამიანებთან ურთიერთობა, ზრდილობა, დახვეწილობა. რაც შეეხება ინტელექტუალურ მხარეს, ძალიან ბევრს უთქვამს, მოძღვრის თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სულიერი მდგომარეობააო. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ, როდესაც მოძღვარზე ვსაუბრობთ, სულიერებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს ინტელექტუალური მხარე, ანუ, მნიშვნელოვანია მისი განათლება, შემეცნება, რადგან, სხვა შემთხვევაში, ის სხვა ადამიანს არა მხოლოდ სულიერად, არამედ ინტელექტუალურადაც ვერ ასწავლის. შეიძლება, მოძღვარი პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მოწესრიგებული, ზნეობრივი, მესამე კრიტერიუმსაც, ანუ, გარეგნულ მხარესაც აკმაყოფილებდეს, მაგრამ, თუ არ ექნება ინტელექტუალური საღვთისმეტყველო განათლება, ვერ შეცვლის საკუთარი სამრევლოს სულიერ მდგომარეობას. დღეს ადამიანისთვის არაფერია მიუღწეველი, უამრავი ინფორმაციული საშუალება არსებობს, მაგრამ, თუ მოძღვარი ამ ყველაფერს არ აკმაყოფილებს, სულიერების შემდეგ ინტელექტუალური შემეცნება არ გააჩნია, მას გაუჭირდება თავის მრევლთან ურთიერთობა და მისი აღზრდა როგორც სულიერად, ასევე გონებრივადაც.

– ვფიქრობ, მოძღვარი თანამედროვედაც უნდა აზროვნებდეს, ბევრი საკითხისადმი მისი მიდგომა თანამედროვეობას უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან უარი თქვას იმ დოგმატებზე, რაც საუკუნეების წინ დადგინდა.

– რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეხებით იმ კანონებს, რომლებსაც თავი მოუყარა შვიდმა საეკლესიო კრებამ, იქნება ეს დოგმატური საკითხი, თუ ის საკითხები, რომლებიც ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა, მათ არაფერი ემატება, არც აკლდება. დღეს თანამედროვე მოძღვრები ვსაზრდოობთ იმ ეკლესიური სწავლებით, მამათა სწავლებით, რომელიც დღემდეა მოღწეული და ჩამოყალიბებული, ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერს ვამატებთ. ანუ, კარგი გაგებით, ძველს ვაბრუნებთ და ახალს არაფერს ვქმნით, რადგან ეს სახარებისეული, ეკლესიური სწავლებაა და ვერაფერს შევმატებთ. მაგრამ, რაც შეეხება მიდგომებს, ჩვენ შეგვიძლია, გარკვეულ საკითხებს სხვანაირად მივუდგეთ, ვიდრე პირველ საუკუნეებში ხდებოდა. შესაბამისად, ჩვენი მიდგომები დღეს შეცვლილია, თუმცა, არა ფუნდამენტურად. ეს ძირითადად ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ეპიტიმია, დანაშაული. დოგმატური სწავლება ისევ რჩება, უბრალოდ, მიდგომა იცვლება. მაგალითად, თუ პირველ საუკუნეებში ადამიანი საპატიო მიზეზის გარეშე გააცდენდა წირვა-ლოცვას, მას ეკლესია წლების განმავლობაში უკრძალავდა წმიდა ზიარების მიღებას. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია. ხშირად ადამიანი არა მხოლოდ ორი კვირა, ერთი თვეც არ დადის ეკლესიაში და, ბუნებრივია, ამის „მიზეზიც“ არსებობს – ზოგი მუშაობს და ვერ ახერხებს მოსვლას. დღეს, ასე თუ ისე, ჭირს სამსახურის შოვნა, ოჯახის გამოკვება. ჩვენი მხრიდან არ ხდება ამ ადამიანების, წახალისება, არ ვეუბნებით, იმუშავე და, თუ გინდა, სამი თვე ნუ მოხვალ ეკლესიაშიო, მაგრამ ამ პირობებში ჩვენ იმდენად მომთხოვნები არ ვართ, როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ, ანუ, მიდგომა შეიცვალა და დღევანდელ მდგომარეობას, ყოფას ვითვალისწინებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ღვთის თვალში ამით ვერ გავიმართლებთ თავს. თუ ადამიანს აქვს სურვილი, არა მხოლოდ სახელით იყოს ქრისტიანი, ეკლესიური, არამედ საქმეებითაც დაამტკიცოს ეს, შეიძლება, ორი კვირის განმავლობაში ვერ მოახერხოს ეკლესიაში მისვლა, მაგრამ, ყოველთვის გაუჩნდება და ექნება იმის სურვილი, მაქსიმალურად იყოს ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში და სიზარმაცის, უდებების გამო არ გააცდინოს წირვა-ლოცვა. ანუ, თუ მოინდომებს, ის არ მოაკლდება ეკლესიურ მადლს, მსახურებას; მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ, სულიერი მოძღვრები, მათ როგორც ძველად, ისე ვეღარ მოვთხოვთ ამაზე პასუხს, რადგან დროც შეიცვალა, ცხოვრების რიტმიც სხვანაირია, თუმცა, არ ვცვლით იმას, რაც ოდითგანვე დადგენილია. ამის გამო ადმიანები კი არ უნდა შევრისხოთ, არამედ, ხელი უნდა მივაშველოთ და დავეხმაროთ სულიერი ცხოვრების გზაზე სიარულში.

– აუცილებელია თუ არა, სულიერი შვილი ბოლომდე ემორჩილებოდეს საკუთარ მოძღვარს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მის თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება არის თავისუფალი სარწმუნოება. თუმცა, ის, ვინც სულიერებისგან შორს არის, იფიქრებს, რომ ჩვენი სარწმუნოება ადამიანებს ბოჭავს, სიბნელეში, გაურკვევლობაში ამყოფებს. ის, ვინც ეკლესიაში დადის, კარგად აცნობიერებს ეკლესიურ ცხოვრებას და ხვდება, რომ ეს არის თავისუფლება, თუნდაც ინდივიდების დონეზე, ყველას აქვს იმის კეთების უფლება, რაც თავად სურს. შესაბამისად, მის ამ არჩევანს არ კრძალავს წმიდა ეკლესია, პირიქით, ეხმარება, რომ ეს თავისუფლება საკუთარ თავში განავითაროს. პავლე მოციქული ებრაელებს ასე მიმართავს: დაემორჩილეთ თქვენს მოძღვრებს, რამეთუ ისინი იღვიძებენ სულთა თქვენთათვის. ისე, როგორც სიტყვა მისცეს. ანუ მათ სიტყვა მისცეს უფალს და პასუხისმგებლობა აიღეს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ბევრ ადამიანზე. სულიერმა მოძღვარმა, შეიძლება, შეძლოს, რომ მისი ცხოვრება, ოჯახი სულიერად იყოს წარმატებული, მაგრამ, თუ ის ვერ შეძლებს მასზე მინდობილი ადამიანების განსწავლას, მათ სწორ გზაზე დაყენებას, შეიძლება, დაისაჯოს, ანუ, საკუთარი თავის გამო კი არა, სხვაზე არასწორი მზრუნველობის გამო. შესაბამისად, მოძღვარს დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. რაც შეეხება მორჩილებას, როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, სულიერი შვილი უნდა დაემორჩილოს საკუთარ მოძღვარს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა სახის მორჩილებაზეა საუბარი. როდესაც ადამიანს სჭირდება სულიერი საზრდო, სწავლება, ამაში უნდა დაემორჩილოს მოძღვარს, რომელიც ასწავლის, რა დოზით, რა რაოდენობით და როგორ უნდა მიიღოს მან ეს საზრდო. მაგალითად, ძალიან პრიმიტიულ შედარებას მოვიტან: მე მინდა, სახლში ვიყიდო მაცივარი და, თეთრი იქნება ის თუ მწვანე, ესეც თუ მოძღვრის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი. ასეთი საკითხები ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მის ამპარტავნებას და, საჭიროა გარკვეული დოზით მოძღვრის ჩარევა რჩევის სახით. მაგრამ, თუ მოძღვარი აცხადებს, რომ ისეთი მაცივარი უნდა იყიდო, რომელიც მე მინდაო, ეს არასწორი მიდგომაა და აქ უკვე აღარ არის საუბარი არც მორწმუნეობაზე და არც მოძღვრისა და სულიერი შვილის ჯანსაღ დამოკიდებულებაზე. ეს უკვე სარწმუნოების ფარგლებს სცილდება და კაპრიზს უფრო ემსგავსება. უნდა ვიცოდეთ, რომ, როდესაც მოძღვარი წირვის შემდეგ ჩამოილოცავს და საქადაგებლად გამოდის, იმეორებს სიტყვებს: „სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა“, ანუ, სანამ ქადაგებას, ადამიანების განსწავლას დაიწყებს, წმიდა სამებას ახსენებს, რადგან ჩვენ, მოძღვრები, ამ დროს წმიდა სამების სახელით გამოვდივართ, მისი სახელით ვსაუბრობთ და ჩვენი ქადაგება უნდა ეთანხმებოდეს წმიდა სამების ეკლესიურ სწავლებას.

 

скачать dle 11.3