კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

კირილე ალექსანდრიელი: როდესაც ადამიანმა მოიწია გამომფიტავი მარხვა და მწუხარება, ხვედრად ერგო სნეულებანი, ტანჯვა-ვაება და სხვა ცხოვრებისეული სიავენი, – ამით მას ერთგვარად ლაგამი ამოედო იმისთვის, რომ კეთილგონივრულად ვერ შეინარჩუნა უშრომელი და უდარდელი ცხოვრება. მას ეძლევა სხვადასხვა განსაცდელი, რათა ტანჯვით განიკურნოს იმ სნეულებათაგან, რომლებიც ნეტარებაში მყოფს დაატყდა თავს.

წმიდა სილუანი: როგორც ადამიანები შედიან და გამოდიან სახლში, ასევე, ზრახვები ეშმაკებისგან მოდიან და კვლავ მიდიან, თუ შენ მათ არ იღებ. თუ ზრახვა შენ გეუბნება: მოიპარე და შენ მოუსმენ მას, ამით ხელისუფლებას აძლევ ეშმაკს შენს თავზე. თუ შენ ზრახვა გეუბნება, – ჭამე ბევრი, გაძღომამდე და შენ შეჭამ ბევრს, ისევ ეშმაკს აძლევ ნებას, იბატონოს შენზე. ასე, თანდათან დაგეუფლება ზრახვა ყოველგვარი ვნებისა და გახდები ეშმაკის თავშესაფარი, მაგრამ თუ მიიღებ საჭირო სინანულს, ისინი გაიქცევიან.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებლობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, უსამართლობა და ცოდვა, მაგრამ მას არ შეუძლია, რომ უსჯულო კაცს ცუდი საქმის აღსასრულებლად ყოველი საშუალება მოუსპოს; რაკი ღმერთმა ერთხელ შექმნა კაცი და მას თავისუფლება და გონება მიანიჭა, აღარ ნებავს, რომ მას ნებით და ჭკუით მოქმედება დაუშალოს.

პაისი მთაწმინდელი: თუ ადამიანს ღვთის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა. ეს ნამდვილი სიმდიდრეა! ის, რაც კურთხეულია, დგას და არ ინგრევა, ხოლო ის, რაც კურთხევის გარეშეა, ვერ გადარჩება. 

კულტურა – ეს კარგია, მაგრამ მან რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული. სხვაგვარად კულტურა კატასტროფით დასრულდება. „ბოროტება განათლებული ადამიანებისგან მოდის“, – თქვა წმიდა კოზმა ეთოლიკიელმა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება შორს წავიდა და ამდენ დიდ წარმატებას მიაღწია, ადამიანები, რომლებიც სამყაროს დახმარებას ესწრაფვიან, ამას ისე აკეთებენ, რომ ანგრევენ მას, და ამას თვითონაც ვერ ხვდებიან. ღმერთმა ადამიანს ნება მისცა, ყველაფერი თავისი გონებით გაეკეთებინა, მაგრამ, როცა ღმერთს არ უსმენს, ადამიანი ღუპავს საკუთარ თავს. ადამიანი თავს ინადგურებს იმით, რასაც თვითონვე ქმნის.

იოსებ მღვიმელი: იცოდე: ლოცვა მადლს მარტო მღვდელს არ ანიჭებს, მისგან იგი გადმოდინდება, მიედინება და ქმნილებებს გადაეცემა. შესუნთქვისას თავად მლოცველი განიწმინდება, განცხოველდება და იკურთხება. ამოსუნთქვისას კი განიწმინდება, განცხოველდება და იკურთხება ქმნილება, ოღონდ არა მლოცველის, არამედ საღმრთო მადლის მიერ.

იოსებ ათონელი: ხოლო იმისთვის, რომ სიყვარული გაჩნდეს და ამოძრავდეს, მცნებები უნდა დაიმარხო. როცა ღამით დგები და ლოცულობ, როცა ხედავ ავადმყოფსა და თანაუგრძნობ, ხედავ ქვრივ-ობლებს, მოხუცებსა და იწყალებ მათ, მაშინ ღმერთს უყვარხარ და შენც გიყვარს იგი. მას პირველს უყვარხარ და გაღვრის თავის მადლს და ჩვენც ჩვენსას ჩვენთაგან „შენთა შენთაგან“ ვაძლევთ.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: როგორც კი წყენა შენს გულს აანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი ვნებები, განსაჯე, რომ შენ მიერ დათმენილი ძალიან მცირეა ზეციური მეუფის ტანჯვასთან შედარებით; მაშინ წყლით ჩააქრობ შენს მწუხარებას.

 

скачать dle 11.3