კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უვლის თავის ძაღლს „ფეისბუქის” მფლობელი მარკ ცუკერბერგი და რომელი მილიარდერი აფინანსებს გიგანტური საათის მშენებლობას ტეხასის შტატში

 

ისინი მდიდრები არიან, გავლენიანები  და „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში მაღალ პოზიციებს იკავებენ. მათი პირადი კაპიტალი ათეულობით მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და ყველა სახის სურვილის ასრულება ძალუძთ საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანებისთვის. მათ „მსოფლიოს ბატონებს“ უწოდებენ, თუმცა, მათაც აქვთ გარკვეული უცნაურობანი, რასაც საბანკო ანგარიშზე მილიარდის ქონაც კი არ ცვლის. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ მილიარდერებს, რომლებმაც უჩვეულო და უცნაური ქმედებებით გამოიჩინეს თავი ბოლო პერიოდში.

ორი წყვილი ფეხსაცმელი

– მილიარდერისთვის

 ამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ ნიუ-იორკის რიგით 108-ე მერი და „ფორბსის” მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი ბოლო ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორ წყვილ ფეხსაცმელს ხმარობს და მათ დღეგამოშვებით, ანუ, მონაცვლეობით იცვამს. ამ ინფორმაციის დადასტურება ბლუმბერგის პირად პრეს-მდივანს, სტიუ ლოზერსაც კი არ მოერიდა. ჟურნალისტების თქმით, ფეხსაცმელები საკმაოდ ძველმოდურია, თუმცა, ჩანს, რომ ხარისხიანია. არ ეტყობა, რომ დიდი ხნის ნახმარია. ისიც გახდა ცნობილი, თუ რომელი ფირმის ნაწარმია ბლუმბერგის ფეხსაცმელი და რამდენს შეადგენს ერთი წყვილის ფასი – კომპანია „კოულ ჰანის” ფეხსაცმლის ფასი 328 დოლარია და, გარანტიის მიხედვით, ის 20 წლის განმავლობაში უპრობლემოდ ივარგებს. პრესმდივნის თქმით, ბლუმბერგი ეკონომიურად ცხოვრობს და არ იწუხებს თავს ფეხსაცმელების ყიდვით. მაიკლ ბლუმბერგის პირადი კაპიტალი 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ექსპერტების გათვლით კი, ამ ფულით იგი შეძლებს, იყიდოს 54 მილიონი  წყვილი სასურველი ფეხსაცმელი. 

დაზიანებული პიკასო

სათამაშო ბიზნესის მაგნატი, ლას-ვეგასის ყველაზე ცნობილი კაზინოების, მათ შორის, „ბელაჯიოს” მფლობელი სტივ უინი 2,3 მილიარდდოლარიანი კაპიტალის პატრონია და, ასევე, ცნობილი მხატვრების ძვირად ღირებული ტილოების კოლექციონერია. ცნობილია, რომ უინს პრობლემები აქვს თვალებთან დაკავშირებით  – მას დაზიანებული აქვს პერიფერიული მხედველობა და ხშირად ვერ საზღვრავს მანძილს ამა თუ იმ ნივთს შორის. სწორედ თავისი პრობლემის გამო, სტივ უინმა „მოახერხა“ და პაბლო პიკასოს 139 მილიონ დოლარად შეფასებული ტილო – „სიზმარი” ხელით დააზიანა, რის გამოც შედევრზე მოზრდილი ნახვრეტი გაჩნდა. პიკასომ „სიზმარი” 1932 წელს დახატა და მასზე თავისი საყვარელი, მარია-ტერეზა უოლტერი ჰყავდა გამოსახული. საინტერესოა, რომ უინი ტილოს გაყიდვას გეგმავდა, თუმცა, მისი დაზიანებისა და რესტავრაციის შემდეგ, გადაწყვიტა, თავისთან დაიტოვოს პიკასოს ეს ნამუშევარი. პრინც ალბერ მეორის მიერ ბოძებული მონაკოს მოქალაქეობის მქონე უინის კოლექციაში ინახება პოლ სეზანის, პოლ გოგენის, ვინსენტ ვან გოგის, ანრი მატისის, ენდი უორჰოლის, იოჰან ვერმეერისა და ედუარდ მანეს ნამუშევრები.

„ფეისბუქის” მფლობელის

უცნაურობა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მფლობელი და დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, „ფორბსის” ვერსიით, პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელიც ფულის ხარჯვაში საკმაოდ ეკონომიურია. იმდენად, რომ საკუთარ ძაღლსაც კი თვითონ უვლის. ქუჩაში მოსაქმების დროს მარკი თავად აგროვებს თავის ოთხფეხა მეგობრის ფეკალიებს პაკეტში. მარკს საკმაოდ განებივრებული ჰყავს თავისი უნგრული ნაგაზის ჯიშის ძაღლი, რომლის თიკუნია „ცხოველი”, რადგან ძაღლს არ ერიდება, რომ თავისი პატრონის ოფისში, რომელიც პალო-ალტოში მდებარეობს, იატაკზე მოშარდოს. ცნობილია, რომ მარკი სულ თან დასდევს „ცხოველს” სველი ტილოთი და ცელოფნით და წმენდს მის „ნამოქმედარს”. „ცხოველს” „ფეისბუქზე“ გვერდიც კი აქვს გახნილი, რომელსაც მარკი უძღვება და ხშირად ანახლებს ინფორმაციას „კედელზე”. ასევე, ტვირთავს ფოტოებს, რომლებსაც თვითონვე უღებს.

გიგანტური საათი მილიარდერისგან

ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონის” დამაარსებელი და მფლობელი ჯეფრი ბეზოსი მრავალსაუკუნოვანი პროექტის შესრულებას შეუდგა – გიგანტური საათის მშენებლობას, რომელიც 10 ათასი წელი იმუშავებს. გიგანტური მექანიკური საათის მშენებლობის იდეა ბეზოსის ჯერ კიდევ 1995 წელს გაუჩნდა, თუმცა, იდეის განხორციელებას 42 მილიონი დოლარი ესაჭიროებოდა, რაც იმ დროს ბეზოსისთვის ფანტასტიკური თანხა იყოს. 2010 წელს დაიწყო გიგანტური საათის დეტალების აწყობა, ხოლო კომპიუტერის საშუალებით ათამდე სპეციალისტი მზის სხივების განლაგებას შეისწავლიდა მომდევნო ათი ათასი წლის განმავლობაში, რათა კორექტულად იმუშაოს საათის მექანიზმმა დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. საათის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია ტეხასის უდაბნოში. ამბობენ, რომ არა ჯეფრი ბეზოსის მილიარდები და სწრაფვა, საათის დადგმა შეუძლებელი იქნებოდა. ცნობისთვის, ბეზოსის კაპიტალი, „ფორბსის” ვერსიით, 18,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ერთადგილიანი წყალქვეშა ნავი რიჩარდ ბრენსონისთვის

პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე ექსცენტრიკულმა მილიარდერმა, ბრიტანელმა სერ რიჩარდ ბრენსონმა, ახალი, ფანტასტიკური პროექტით გადაწყვიტა მსოფლიოს გაკვირვება. ამერიკულ საზოგადოებას ცნობილმა ბიზნესმენმა ერთადგილიანი სუბმარინა „ვერჯინ ოკეანიკი” წარუდგინა, რომელსაც 10-კილომეტრის სიღრმეზე შეუძლია დაშვება და ამავე სიღრმეზე 24 საათი ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა. წყალქვეშა ნავის აგება ბრენსონს 17 მილიონი დოლარი დაუჯდა. სუბმარინის კორპუსი ნახშირორჟანგის ბოჭკოსა და ტიტანისგან არის გაკეთებული, ხოლო პანორამული გუმბათი – კვარცის მინისგან. ამ მასალით გაწყობილ სუბმარინას ატმოსფერულ წნევაზე ათასჯერ უფრო მეტი წნევის ატანა ძალუძს. ამ ნავის საშუალებით ბრენსონი გეგმავს 30-მდე რეკორდის დამყარებას, მათ შორის ოკეანის ყველაზე დიდი სიღრმეების, – მარიანის ღრმულის შესწავლას, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ბრენსონმა და მისმა კომპანიამ, მსოფლიოში პირველებმა ააგეს კერძო კოსმოსური ხომალდი, რომელიც ახლო მომავალში განახორციელებს ტურისტულ ფრენებს ღია კოსმოსში.

 

скачать dle 11.3