კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მასონურ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული ანდერს ბერინგ ბრეივიკი და რა მეტსახელით იცნობდნენ მას „ტამპლიერი რაინდების” წევრები

 

 

 

„მე დავასრულე”, – ეს იყო ის ერთადერთი ფრაზა, რომელიც ნორვეგიაში ორმაგი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა, ნაციონალისტმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა განუცხადა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს დაკავებისას. ნორვეგიული პრესის მიხედვით, დაკავების მომენტში ბრეივიკი უიარაღო და ხელებაწეული დახვდა  სამართალდამცველებს, რომელთაც თავდაპირველად, მისი ადგილზე ლიკვიდირების ბრძანება ჰქონდათ მიღებული, რადგან იყო იმის საშიშროება, ტერორისტს სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონოდა დამონტაჟებული.

ანდერს ბერინგ ბრეივიკი 1979 წელს დაიბადა ნორვეგიელი დიპლომატისა და მედდის ოჯახში. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ანდერსი ერთი წლის იყო და 15 წლამდე იგი ძალიან იშვიათად ხვდებოდა მამას. მხოლოდ 15 წლის ასაკში გაწყვიტა მამასთან კონტაქტი. აღსანიშნავია, რომ ანდერსის მშობლები სწორედ იმ მუშათა პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, რომლის წინააღმდეგაც ჩაიდინა ტერორისტული აქტი ბრეივიკმა. ანდერსის დედა განქორწინების შემდეგ, ხელმეორედ გათხოვდა ნორვეგიის არმიის მაიორზე, რომელთანაც, გავრცელებული ვერსიის თანახმად, გერს არცთუ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთ-ერთ ნორვეგიულ გაზეთში დაიწერა, რომ ანდერსი თავის მამინაცვალს მოსიარულე ვენერიულ დაავადებად მოიხსენიებს, და ამბობს, რომ ცხოვრების განმავლობაში მას 500-მდე საყვარელი ჰყავდა და დედამისიც ვენერიული დაავადებით დააავადა. ამის გამო კი ბრეივიკის დედის აზროვნება 10 წლის ასაკის ბავშვის დონემდე დავიდა და სრულიად ინვალიდი გახდა. აღსანიშნავია, რომ თავად ბრეივიკი თავის ნაწერებში გმობს სექსს ქორწინების გარეშე და აკრიტიკებს ევროპულ ლიბერალიზმს სექსუალური გახსნილობის გამო. არსებობს ვერსია, რომ თავად ანდერს ბრეივიკი ვაჟწულია, რადგან მისი ნაცნობების მტკიცებით, მას არადროს ჰყოლია მეგობარი ქალი. თუმცა, გამოძიების თანახმად, ტერაქტებამდე ერთი კვირით ადრე, ანდერს ბრეივიკმა 2 000 ევრო დახარჯა ელიტურ „მეძავთან” გატარებულ ერთ ღამეში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიხედვით, ანდერსს სპეციალური სამხედრო მომზადება ჰქონდა გავლილი, არასდროს უმსახურია ნორვეგიის არმიაში, ხოლო უმაღლესი განათლება მან ოსლოს კომერციის სკოლაში მიიღო. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას, თუმცა სამხდერო სფეროსთან შეხება არ ჰქონია. სულ ბოლოს იგი საკუთარ მცირე საწარმოს, „ბრეივიკ ჯეოფარმს” განაგებდა, რომელიც ბოსტნეულის მოსაყვანი სასუქის შეძენაზე იყო ორიენტირებული. სწორედ ამ ნივთიერებების გამოყენებით დაამზადა მან ის ასაფეთქებელი მასალა, რომელმაც რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ოსლოში.

ბრეივიკის მამის მტკიცებით, მისი შვილი 16 წლამდე საერთოდ არ ინტერესდებოდა პოლიტიკით და მეტიც, მას მუსლიმი მეგობარიც კი ჰყავდა, პაკისტანელი ემიგრანტი. თუმცა, ბრიტანული „თაიმსის” ვერსიით, ანდერსი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გამოირჩეოდა აგრესიით ისლამური სამყაროსა და ზოგადად, მულტიკულტურალიზმის მიმართ, ხოლო რადიკალიზმისკენ მისი აზროვნება 2000-იანი წლების დასაწყისში გადაიხარა. ანდერსი ოსლოს მასონთა ლოჟაში გაწევრიანდა. 2002 წლიდან იგი საიდუმლო ორგანიზაციის, „ტამპლიერი რაინდების” წევრი იყო, რომლებიც ნაციონალურ იდეოლოგიას იზიარებდნენ. ორგანიზაციაში ანდერსს საიდუმლო სახელი  – „სიგურდი” ჰქონდა. საინტერესოა, რომ სკოლაში სწავლის დროს ანდერსს თანაკლასელები განდეგილად იხსენიებდნენ. ის თანატოლებს არ ეკონტაქტებოდა, რის გამოც, მას ხშირად „მორდს” უწოდებდნენ, რაც ნორვეგიულად „მკვლელობას” ნიშნავს. 

უშუალოდ ტერაქტებისთვის მზადება ანდერს ბრეივიკმა ათი წლის წინ დაიწყო, როდესაც, თავდაპირველად, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა შეერთებულ შტატებში, რათა არიული რასის წარმომადგენელს დამსგავსებოდა. მისი  მეგობარი იხსენებდა, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე ანდერსი ახალი გარეგნობით მოვიდა და კითხვაზე თუ რის ოპერაცია გაიკეთა, მან უპასუხა – ცხვირისა და ნიკაპის კორექცია გავიკეთე ამერიკაშიო. ასევე ცნობილია, რომ ანდერსს 1979 წელს ჩამოსხმული ფრანგული ღვინის რამდენიმე ბოთლი ჰქონდა. ყოველ ახალ წელს ხსნიდა და მოახლოებული მისიის სადღეგრძელოს სვამდა. თუმცა, ოჯახის წევრების თქმით, იგი არ აკონკრეტებდა რა მისიაზე იყო საუბარი. ცნობილია, რომ მისი საყვარელი წიგნებია – ფრანც კაფკას „პროცესი” და ჯორჯ ორუელის „1984”. გარდა ამისა, იგი გატაცებულია იმანუილ კანტისა და ადამ სმიტის ნაშრომებით. პოლიტიკოსებიდან აღფრთოვანებულია უინსტონ ჩერჩილით და ასევე, გამოყოფს ნორვეგიელი ანტიფაშისტის, მაკს მანუსის დამსახურებებს. თანამედროვე პოლიტიკოსებიდან კი, მისი კერპი რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინია, რომლის გაცნობაზეც ოცნებობდა. ასევე, ეთაყვანება ის რომის პაპს ბენედიქტე მეთექვსმეტეს. ცნობილია, რომ ბრეივიკი გატაცებული იყო კომპიუტერული თამაშებით, მათ შორის პოპულარული: „ქოლ ოფ დიუტისა” და „უორლდ ოფ ვარკრფატის” ონლაინ-თამაშებით. აღსანიშნავია, რომ თავის ნაწერებში ბრეივიკი მოიხსენიებს პუტინის მხარდაჭერით შექმნილ რუსეთის ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ნაში-ს”, რომელსაც პატრიოტული და კონსერვატული სულისკვეთების გამოხატვის საუკეთესო მაგალითად მიიჩნევს. თავისი მოსაზრებები და შეხედულებები მსოფლიოზე ანდერს ბერინგ ბრეივიკმა 1 518-გვერდიან „2083 – ევროპის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში” გამოაქვეყნა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა. მანიფესტის ნახევარი მაო ძე დუნის, მაკიაველის, ამერიკელი ტერორისტის – ტედ კაჩინსკის და სხვათა ნაშრომების კომპილაციაა, ხოლო მეორე ნახევარი მისი ხელნაწერია და ევროპის ისლამიზაციის საფრთხეების განხილვას ეხება.

22 ივლისს, ნორვეგიის დროით 15:22 წუთზე ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოხდა აფეთქება. პოლიციის ცნობით, ავტომობილ „ფოლკსვაგენ კრაფეტრში” დამონტაჟებული 500 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტის ბომბი რადიომართვის შედეგად აფეთქდა. აფეთქებისას, რვა ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო თხუთმეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით, პოლიციამ გამოაცხადა, რომ პირველად ანდერს ბრეივიკი ტერაქტის ადგილზე დააფიქსირეს კამერებმა. 

იმავე დღეს, ნორვეგიის დროით 17:00 საათზე, ანდერს ბრეივიკი ტაქსით მივიდა კუნძულ უტოიას საბორნესთან. იქიდან კი ბორნით, რომელიც მას ტაქსის მძღოლმა გამოუძახა, კუნძულზე ჩავიდა. იქ ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკი იყო გახსნილი. ნორვეგიის მუშათა პარტიის ორგანიზებით, კუნძულზე 14-25 წლამდე დაახლოებით, 700 ახალგაზრდა იმყოფებოდა. მათ უსაფრთხოებაზე მხოლოდ ერთი პოლიციელი ზრუნავდა, რომლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. უტოიაზე ჩასული პოლიციელის  ფორმაში გამოწყობილი ბრეივიკი ბანაკის ორგანიზატორებს სპეციალური სამსახურის თანამშრომლად გაეცნო და შესაბამისი ყალბი დოკუმენტი წარუდგინა. მათ კი ოსლოში მომხდარი ტერაქტის თაობაზე მოახსენა და ბანაკში მყოფთა შეკრება მოითხოვა, მათთვის უსაფრთხოების ზომებით გათვალისწინებული ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად. როდესაც მის გარშემო რამდნეიმე ათეული ახალგაზრდა შეიკრიბა, მან ცეცხლი გახსნა. ჟლეტას გადარჩენილი თვითმხილველების თქმით, სროლის დროს ბრეივიკი ცივსისხლიანი იყო, არავის ინდობდა და თავდაპირველად, მხოლოდ ლამაზ გოგოებს ესროდა. გადარჩენილი, 21 წლის ადრიან პრაკონის თქმით, ბრეივიკი უმოწყალოდ უსწორდებოდა ბავშვებს, დავარდნილებს ან დაჭრილებს ზურგში ესროდა. ზოგიერთი მისგან დამალვას წყალში, ბანაკის კოტეჯებში ცდილობდა ან მკვდრების გვერდით  ეცემოდნენ „უსულოდ“ და გარდაცვლილებად აჩვენებდნენ თავს. ბრეივიკის სისხლიანი ჟლეტა საათ-ნახევარს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მან 68 ახალგაზრდა გამოასალმა სიცოცხლეს. 18:11 წუთზე პოლიციამ ბრეივიკის დაკავება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ჟლეტის მომენტში, ბრეივიკს ყურსასმენები ეკეთა და „აიპოდის” საშუალებით, კომპოზიტორ კლინტ მენსელის „ბეჭდების მბრძანებლის” საუნდტრეკს უსმენდა. 

გამოძიების მასალებიდან ცნობილი გახდა, რომ კუნძულ უტოიაზე ანდერს ბრეივიკმა „გლოკის” ტიპის პისტოლეტი და თოფი „რუჯერ-მინის 14” გამოიყენა. პოლიცია ადასტურებს, რომ ნორვეგიის უშიშროებისთვის ცნობილი იყო, ბრეივიკი ამ იარაღს რომ ფლობდა. ლიცენზიით ჰქონდა ნაყიდი და ტერაქტამდე ამ ფაქტში მათ ვერანაირი საფრთხე ვერ დაინახეს. აღსანიშნავია, რომ ბრეივიკმა ტერაქტის დროს სპეციალური ტყვიები გამოიყენა, რომლებიც სხეულში მოხვედრისას ათასობით ნაწილაკად იშლებოდა და მნიშვნელოვნად აზიანებდა ადამიანს. თვითმხილველების მტკიცებით, უტოიაზე ბრეივიკს თანამზრახველი ჰყავდა, რომელსაც სამოქალაქო ფორმა ეცვა. თუმცა, მისი ვინაობა ჯერაც დაუდგენელია. ანდერს ბრეივიკს, ნორვეგიის მართლმსაჯულების თანახმად, სამუდამო, ანუ 21-წლიანი პატიმრობა ემუქრება. იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და თავის ქმედებას საზარელ, თუმცა აუცილებელ აქტად მიიჩნევს. მას სპეციალური კვების რეჟიმი აქვს საკანში. ასევე, ცნობილია, რომ პატიმარმა ლეპტოპი, თავისი მანიფესტი და ინტერნეტი მოითხოვა. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ქაღალდისა და საწერი კალმის გამოყენების საშუალებას აძლევენ. გაირკვა, რომ ბრეივიკს კიდევ ორი ტერაქტის განხორციელება ჰქონდა ჩაფიქრებული. კერძოდ, შემუშავებული ჰქონდა სამეფო სასახლისა და მუშათა პარტიის შტაბ-ბინის აფეთქების გეგმა.

P.S. ნორვეგიაში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 76 ადამიანი შეადგინა – 8 ოსლოში მომხდარი აფეთქების, ხოლო 68 კუნძულ უტოიაზე მომხდარი ჟლეტის შედეგად (55 თინეიჯერი). მსხვერპლთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 14 წლის იყო, დანარჩენები კი სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი, მათ შორის მუსლიმანები, კათოლიკეები, პროტესტანტები და მართლმადიდებელი ქართველი – თამთა ლიპარტელიანი.

 

скачать dle 11.3