კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლუდოვიკოს კვალდაკვალ

ანუ „შენი პარლამენტი სამინისტროს ფეხზე ჰკიდია“

 

მიუხედავად იმისა, რომ, ძირითადად, ტურისტების მოზიდვითაა დაკავებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტელეანძა თავბრუდამხვევი სისწრაფით კიდეც გამოიტანა გასაყიდად (თანაც ისე, რომ პირობები მთლად ნათლადაც არ დაუკონკრეტებია, როგორც ჩანს, პრივატიზაციის პროცესს თვალი რომ არ სცემოდა), კიდეც გაყიდა (თუმცა გვარწმუნებს, მხოლოდ ოთხიოდე წლითო) და მთელი ამ პროცესისთვის დღიდან დაწყებისა, ჩამოფარებული მუქი ფარდა არც კი გადაუწევია. ამის პარალელურად, დეპუტატმა ცაგარეიშვილმა (ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ სახელით) მინისტრი ქობალია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიიწვია (იმ იმედით, იქნებ მუქი ფარდის ჭუჭრუტანაში მაინც შეგვახედოსო). თუმცა ხალხის რჩეულების მიპატიჟებაზე არათუ თვით მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფრო დაბალი რანგის მოხელესაც კი ყურიც არ შეუბარტყუნებია.

ამ ერთი მიუსვლელობის ფაქტიც მოწმობს, რომ ქ-ნ ქობალიას ან საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ეპატარავება, ან თავად მიმპატიჟებელი ხალხის რჩეული. თავს ვერ დავდებ, რომ პოეზია ქ-ნი ქობალიას აქილევსის ქუსლია (თუ მისი ქართულით ვიმსჯელებთ, მაინცდამაინც, არ უნდა იყოს), თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ სამოქმედო გეზად ლუდოვიკო მეთოთხმეტის მანევრი აურჩევია: „შენი ვახტანგი (ამ შემთხვევაში, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ) ლუდოვიკოს (ანუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) ფეხზე ჰკიდია“.

მეორე მხრივ, მიუხედავად დაპირებისა, კვლავაც არ გვინახავს ქ-ნი მინისტრის განათლების ცენზის დამადასტურებელი დიპლომი (მოარული ხმებით, აშშ-ში სწავლობდაო). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი და აუცილებელი ატრიბუტია, ზედაც კი ოკეანისწყალდალეული (თუნდაც, მხოლოდ მოარული ხმებით დადასტურებული) მინისტრის გაუმჭვირვალე მინისტრობას დავამატებთ, არ შეიძლება, არ დაეთანხმო პოეტს: „გოგრა რაგინდ მაღლა თახჩაზე დადო, მაინც ვერ გახდება შირაზის ვარდი“.

 

скачать dle 11.3