კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრძნობას აყოლილები

იქ, სადაც ცოდნის სანთელი იწვის…

 

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები თითქმის უკვე ცნობილია. მეტიც, არც გამოცდების ეროვნული ცენტრი მალავს კმაყოფილებას და ამ გრძნობას თვით ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროცაა აყოლილი. იმას გარდა, რომ საგამოცდო ბარიერების გადალახვის მაჩვენებლებია დადაბლებული, უმაღლესი ქულა კი – სეკვესტრირებული, არც ჩაჭრილთა რაოდენობაა, მაინცდამაინც, დამაიმედებელი. ამის მიუხედავადაც, წინასწარი მონაცემებით, გამოცდების ცენტრი გვარწმუნებს, რომ წელს ჩაჭრილთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, თუ ციფრებს გადავხედავთ, ვითარება არცთუ დამაიმედებელია. კერძოდ: სულ ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 34 000 აბიტურიენტს ჩაუბარებია. საუკეთესო ქულები კი ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუპოვებიათ (აბიტურიენტთა მხოლოდ 6,4  პროცენტი ჩაჭრილა); უნარ ჩვევებში – 7, ხოლო უცხო ენებში ბარიერი 12 პროცენტს ვერ გადაულახავს. მათემატიკა მეოთხე საგნად წელს აბიტურიენტების 33,6 პროცენტს აურჩევია, საიდანაც მესამედი ჩაჭრილა (ოღონდ გვაიმედებენ, რომ ეს აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტია), გასულ წელს კი ასეთთა რიცხვი 35 პროცენტი ყოფილა. როგორც უნდა იყოს, ჩვენი უპირველესი განმანათლებელი დაწესებულება მიღწეულით მაინც  გახარებულია. უფრო მეტიც, ჩვენი გულების  კიდევ უფრო გასალაღებლად, მაგალითებიც შეგვაშველა: თურმე, აშშ-ში მსურველთაგან სტუდენტი მხოლოდ 68 პროცენტი გამხდარა, ხოლო აზერბაიჯანში, საერთოდაც, 30 პროცენტი (სამწუხაროა, რომ მსურველთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ, რადგან ეს უფრო მკაფიოდ მიგვანიშნებდა: გვეხარა თუ გვეტირა).

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ უპირველესი განმანათლებელი ორგანო საატესტატო გამოცდების შედეგებითაც უსაზღვროდ კმაყოფილი იყო, თუმცა სტატისტიკა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს: კერძოდ, წელს 34 000 აბიტურიენტიდან ფიზიკა არჩევით საგნად მხოლოდ 1-მა პროცენტმა აირჩია (რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი აბიტურიენტი, რომელსაც ჰგონია, რომ ფიზიკა იცის, მხოლოდ 240-ია), ქიმია – 2,7 პროცენტმა (ქიმიის მცოდნედ თავი მხოლოდ 918-ს მიაჩნია), გეოგრაფია – 9 პროცენტმა (3 060 აბიტურიენტი), ბიოლოგია – 10,5 პროცენტმა (3 570 აბიტურიენტი).

ამ ციფრებიდან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ იქ, სადაც ცოდნის სანთელი იწვის (ყოველ შემთხვევაში, უნდა იწვოდეს), მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ, როდის და რით უნდა იყვნენ ან არ იყვნენ კმაყოფილნი. 

 

скачать dle 11.3