კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კონკურენტები

…იმედდაკარგულები

 

მართალია, გვარწმუნებენ, რომ განათლების რეფორმა წარმატებით ირყევა მეორე ტალღაზე, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ტურისტულ ქვეყნად ქცევისკენ აღებული გეზის გადამკიდე, ძირითადად, მიმტან-მზარეულებ-მრეცხავების სამუშაო ადგილების შექმნაზე ვართ ორიენტირებული. რაც პესიმისტებში იმ იმედს მაინც აღვივებს, რომ, თუკი, მართლაც, ათი მილიონი ტურისტი გვეწვევა, ავად თუ კარგად, უმუშევრად არ დავრჩებით. თუმცა ბოლო დროის განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ არც მთლად ასეთი უღრუბლოა მომავალი.

კერძოდ, გაირკვა, რომ ტაივანური კომპანია  Foxconn-ი, რომელიც  ცნობილი ბრენდების შეკვეთებს ასრულებს, მუშების ნაწილს საკუთარ ფაბრიკაში რობოტებით შეცვლის. ამას ორი მიზანი აქვს: სახელფასო ხარჯის შემცირება და მზა პროდუქციის წარმოების გაზრდა.  როგორც აღმოჩნდა, ქარხანაში უკვე იყენებენ 10 000 რობოტის შრომას, უახლოესი სამი წლის განმავლობაში კი მათი რიცხვის მილიონამდე გაზრდა იგეგმება (ცნობისთვის: სულ მილიონ 200 ათასი ადამიანია დასაქმებული). რაკი ქარხანაში მძიმე სამუშაო პირობებია, რამდენიმე მუშამ თავი მოიკლა, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა, მუშებისთვის ხელფასი მოემატებინა. თუმცა ახლა, როგორც ჩანს, თადარიგი წინასწარ დაიჭირა და მუშებს რობოტებით ჩაანაცვლებს, რომლებიც ვერც თავს მოიკლავენ და  არც ხელფასის მომატებას მოითხოვენ.

ჰოდა, თუ ტექნიკა ასე შორს გავარდა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ მალე ჭურჭელიც არ დაგვარეცხინონ. ასე რომ, მივეძალოთ ფიზიკას…

 

скачать dle 11.3