კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თსუ-ს საჩუქარი

„ბალახი ვიყო, სათიბი, არა მწადიან ცელობა“

 

იმას, რომ განათლების რეფორმის ეგიდით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი კლასიკოსების კაბინეტები იხურება (რაღა იხურება, დაიხურა), ჯერ კიდევ გია ხუბუას რექტორობიდანვე შევეჩვიეთ (შეგვაჩვიეს). ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ ამჟამად თსუ-ში არც ვაჟა-ფშაველას კაბინეტი არსებობს (სამაგიეროდ, ჯანდაცვის ნამინისტრალი რექტორი ჰყავს). ამის პარალელურად, წელს ვაჟას 150 წლის იუბილეა, თუმცა მსოფლიო ვარსკვლავების მიღება-გაცილებით გართულ ხელისუფლება-მსმენელს ეს ფაქტი ჯერჯერობით არ გახსენებია (თუმცა რაღა ჯერჯერობით, როდესაც ვაჟას დაბადების დღე უკვე იყო).  სამაგიეროდ, „იუნესკოს“ გადაწყვეტილებით,  2011 წელი ვაჟა-ფშაველას წლად გამოცხადდა.

გასულ კვირას „ეროვნული ფორუმის“  ახალგაზრდულმა ფრთამ თსუ-ს ეზოში კლასიკოსთა კაბინეტების დახურვა გააპროტესტა, ოღონდ თეატრალიზებული ფორმით: ვაჟას შემოქმედება წაიკითხეს.

ჩვენ არ ვიცით, როგორ აპირებს თსუ-ს ადმინისტრაცია, ქართველი კლასიკოსის იუბილეს აღნიშვნას (ან, საერთოდაც, თუ აპირებს, იქნებ რეფორმის სიმაღლიდან კიდეც ეპატარავება), თუ იუბილეს არა, „იუნესკოს“ გადაწყვეტილებაზე რეაგირებას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ვაჟას საიუბილეო წელს ვაჟა-ფშაველას კაბინეტის დახურვით გამოეხმაურა, შესაძლოა, ზემოხსენებული თეატრალიზებული პროტესტის შედეგიც ისეთი იყოს, მგლის თავზე სახარებას რომ კითხულობდნენ.

 

скачать dle 11.3