„მანჩესტერ იუნაიტედი” ისევ პირველია
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ისევ არ დათმო პირველი ადგილი და კვლავ მსოფლიოს „ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული კლუბის“ ტიტულის მფლობელი გახდა. „ფორბსის” მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „მანჩესტერ იუნაიტედი” – 1,165 მილიარდი ფუნტი სტერლინგი; „დალას კოვბოისი” – 1,13 მილიარდი; „ნიუ-იორკ იანკისი” – 1,06 მილიარდი; „ვაშინგტონ რედსკინზი” – 969 მილიონი; „რეალ მადრიდი” – 900 მილიონი; „ნიუ-ინგლენდ პატრიოტსი” – 850 მილიონი; „არსენალი” – 740 მილიონი; „ნიუ-იორკ ჯაინტსი” – 734 მილიონი; „ჰიუსტონ ტექსანსი” – 727 მილიონი; „ნიუ-იორკ ჯეთსი” – 708 მილიონი. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ჭარბობს ამერიკული ფეხბურთისა და ბეისბოლის კლუბები.