კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ხმაურდებოდა მარიამ ჯოლოგუასა და აპოლონ კუბლაშვილის რომანი და სად შეუყვარდათ მათ რეალურად ერთმანეთი

 

მსახიობ მარიამ ჯოლოგუას, მართალია, ბოლო დროს მაყურებელი სერიალ „შუა ქალაქში” ვეღარ ხედავს, მაგრამ მისი ნახვა ექვსი თვის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს „იმედის დილაში” იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, თეატრის მოყვარულები მას არაერთი სასცენო როლით იცნობენ. ბოლო დროს კი პედაგოგობაშიც მოსინჯა ძალები და ორ კოლეგასთან ერთად, საბავშვო სტუდიაც დააარსა. მართალია, მარიამს არ ახსოვს, ვინ იყო მისი მეკვლე, მაგრამ 2011 წელი მისთვის მართლაც ბევრის მომცემი და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა. თებერვალში კი მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა – მან მსახიობ აპოლონ, იგივე პოლიკა კუბლაშვილთან იქორწინა. 

– ბოლო რამდენიმე თვე დილის რეჟიმით ცხოვრობდი. იმისთვის, რომ „იმედის“ ეთერში, დილის მაყურებელს მისალმებოდი, კვირაში რამდენჯერმე ძალიან ადრე გიწევდა ადგომა. ალბათ, ეს საკმაოდ დამღლელია.

– დილით ექვსის ნახევარზე ვიღვიძებდი, 6-ზე უკვე მანქანა მაკითხავდა, მერე მაკა შავერდაშვილთან უნდა გაგვევლო და შვიდის ნახევარზე უკვე თავს მბანდნენ. თმის მოწესრიგებასა და მაკიაჟის გაკეთებას ერთი საათი უნდოდა, მერე კი პირდაპირ ეთერს ვიწყებდით. ბედნიერება იყო ის, რომ დღეგამოშვებით ვიყავი ამ მდგომარეობაში. ორჯერ მომიწია ოთხი დილის გადაბმა, რაც იმდენად რთული იყო, რომ მეოთხე დღეს არავინ აღარ მიყვარდა და არავინ აღარ მინდოდა (იცინის). ასეთ ცუდ ხასიათზე არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა რამდენიმე დილის გადაბმა. თავიდან, სახლში რომ ვთქვი, „იმედის დილაში” ვიწყებ მუშაობას-მეთქი, ძალიან შეეშინდათ. მათთვის ჩემი ასეთი რეჟიმი წარმოუდგენელი იყო, რადგან ძილი ძალიან მიყვარს და მჭირდება. იფიქრეს, ან არ მოკვდეს, ან ისეთი რამ არ დაემართოს, დილით ვერ გაიღვიძოს თავის დროზე და იქიდან გამოაგდონო. მიხარია, რომ ყოველგვარი „იაღლიშის” გარეშე მოვახერხე „იმედის დილის” სეზონის ბოლომდე ჩამთავრება. სხვათა შორის, კონტრაქტებს რომ გვიფორმებდნენ, მართალია, ის, რაც უფრო გრძელვადიანია, უკეთესია, მაგრამ, თავიდანვე ვთქვი, თუ შეიძლება, ამ სეზონის ბოლომდე დამიდეთ კონტრაქტი, რადგან, მერე რას ვიზამ, არ ვიცი-მეთქი. ასეც მოხდა. სეზონი დაიხურა, მაყურებელს კი სასიამოვნო დილები ჩემ გარეშე ვუსურვე და პირობა მივეცი, რომ კიდევ ბევრგან შევხვდებით ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე. 

– ანუ, დილით ადრე ადგომის გამო დაემშვიდობე მაყურებელს? 

– ბევრად უფრო მძიმე სამუშაოს გაკეთება უწევთ ადამიანებს. არ ვარ ის ტიპი, რომელიც რამეს დაიზარებს, მაგრამ, რაღაც მომენტში ეს მაინც არ იყო ჩემი პროფესია. მე არ ვარ წამყვანი, მე მსახიობი ვარ და ამ პროფესიისთვის, როგორც ადრეც მითქვამს, ბევრი ვიბრძოლე. არ ვამბობ, რომ მსახიობი არ უნდა იყოს წამყვანი, უბრალოდ, წამყვანობას არ უნდა გადააყოლო შენი პროფესია. როცა ჟურნალისტი ხარ და პროფესიით მუშაობ, ეს კიდევ სხვა რამეა, მაშინ შენი ცხოვრების რიტმს ააწყობ „დილაზე“ და დისკომფორტიც არ გექნება. მაგრამ, მე, „დილაში” მუშაობის გარდა, პლუს ორი პრემიერა ვითამაშე, ფილმში გადამიღეს, რომელიც ჯერ არ გამოსულა და ამას დაემატა საბავშვო სტუდია, რომელიც მე, მაიკო დობორჯგინიძემ და ქეთა ლორთქიფანიძემ გავაკეთეთ, სადაც 45 ბავშვი გვყავდა ამ ექვსი თვის განმავლობაში და სამი სპექტაკლი დავდგით. ამ ყველაფერთან ერთად, პლუს, გავთხოვდი (იცინის)...

 მიუხედავად ყველაფრისა, ის ექვსი თვე, რომელიც „იმედის დილაში” გავატარე, ძალიან კარგი იყო ჩემთვის და ბევრი რამ მომცა, რაც მთავარია – გამოცდილება. მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ირმა სოხაძეს, რომელიც  ჩვენი პროდიუსერი იყო. პირდაპირ ეთერში წამყვანობა ძალიან რთულია და მიხარია, რომ, როგორც ტელეწამყვანმა, სერიოზული პრაქტიკა და გამოცდილება მივიღე. 

– ალბათ, დისკომფორტია ისიც, როცა ახალი გათხოვილი ხარ და დღეგამოშვებით დილის 6-ის ნახევარზე გიწევს ადგომა.

– ამ სეზონში გათხოვდა ანი მაღლაკელიძეც, რომელიც, ანალოგიურად, ასე ადრე დგებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვამბობდი, რომ, თაფლობის თვეში თუ რამე შეიძლება, ინატრო ადამიანმა, „იმედის დილაში” მამუშავაო. ჩემთვისაც და, ბუნებრივია, მეუღლისთვისაც, სრული კოშმარი იყო თაფლობის თვეში დილის ეთერში მუშაობა. შოკში იყო ყოველ მეორე დღეს, რადგან დღეგამოშვებით ცოლის გინება აღვიძებდა (იცინის). ზამთარში ხომ საშინელებაა. ჩემი სამუშაო დღე რომ იწყებოდა, ჯერ კიდევ ბნელოდა. გარეთ რომ გავდიოდი, სრულიად მარტო ვიყავი, მანქანები არ დადიოდნენ, მეეზოვეც კი  არ მხვდებოდა სადმე. სულ იმის შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს, ან სასწრაფოში ვმუშაობდი, ან სპეცრაზმში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მართლა სიცილით გამახსენდება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო ჩემთვის ეს პერიოდი, რაღაც მაინც მომცა. „შუა ქალაქში” ანანოს როლის შემდეგ ყველას დებილი ვეგონე. ალბათ, ცუდად არ ვითამაშე ეს როლი, შევისისლხორცე და კარგად მოვირგე. „დილა” ამაშიც გამომადგა – მაყურებელმა ჩემში ანანო კი არა, მარიამი დაინახა.

– არ გენატრება ანანო?

– იმდენად დაკავებული ვარ, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცას მივტირი.

– რამდენიმე თვის წინ დიდი ინტერესი გამოიწვია შენმა პირადმა ცხოვრებამ. ჭორის დონეზე ყველამ იცოდა, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ, რა და ვისთან – გასაიდუმლოებული იყო. სწორედ ამის გამო, ხან ვისზე დაგაქორწინეს, ხან – ვისზე. 

– დაქორწინებას კიდევ რა უჭირს (იცინის).

– ეს ის პერიოდი იყო, როცა მომავალ მეუღლესთან შენი რომანი არ უნდა გახმაურებულიყო თუ, უბრალოდ, არ გინდოდათ, რომ ბევრს გაეგო?

– ვისთვის რა უნდა დაგვემალა. უბრალოდ, მე არ მიყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება და პოლიკა კვადრატში ასეთია. ამიტომ, არ გვინდოდა, ჩვენი ურთიერთობა სალაპარაკო გამხდარიყო.

– როგორც ითქვა, თქვენი ურთიერთობის დაწყებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა სპექტაკლმა „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.”

– ეს ჭორი ასეა გავრცელებული. ალბათ, ლამაზად ჟღერს, რომ სპექტაკლიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, რეალურად ასე არ იყო. ამ სპექტაკლმა, ერთადერთი, იმას შეუწყო ხელი, რომ, რაღაც ვითარებაში, მჭიდრო კავშირში აღმოვჩენილიყავით ერთმანეთთან. მე და პოლიკას კი ამ სპექტაკლში ერთმანეთის გარეშე სცენები არ გვაქვს, ამიტომ, დიდ დროს ვატარებდით ერთად. სპექტაკლზე „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” მუშაობის პერიოდმა დაგვაახლოვა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება მოგვცა, თორემ, პოლიკას მანამდე 12 წელი ვიცნობდი. რეალურად ასე იყო და არა ის, რომ სპექტაკლში ერთმანეთს ვაკოცეთ, მოგვეწონა და, მოდი, მართლა ვაკოცოთო... – სისულელეა (იცინის).

– 12 წელი ცოტა ნამდვილად არ არის. ამდენი ხნის შემდეგ, როცა გაიგე, რომ მას შენდამი გრძნობა გაუჩნდა, რა რეაქცია გქონდა?

– ამას ყველა ნაცნობი ჩემამდე მიხვდა, რაც ძალიან სასაცილო იყო. ზოგი ქალი ისეა მომართული, კაცი წესიერად „გამარჯობას“ რომ ეტყვის,  – უი, მოვწონვარო, ამბობს. მე ასეთი ფიქრებისკენ ნამდვილად არ ვარ მიდრეკილი. პოლიკა ძალიან ყურადღებიანი იყო, რეპეტიციების პერიოდში, რასაც ჰქვია, მივლიდა და მპატრონობდა. თეატრში ახალი მისული ვიყავი და ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, ვამბობდი, როგორი კარგი ბიჭია ასე კარგად რომ დამხვდა და არ მაგრძნობინებს, ახალი რომ ვარ თეატრში-მეთქი. ჩავთვალე, რომ ის ბუნებით იყო ასეთი. დანარჩენები კი, ვინც პოლიკას კარგად იცნობდა და ამას ხედავდა, ყველაფერს მიხვდნენ, რადგან მათ ასეთი პოლიკა ჯერ არ ენახათ. რომ მეუბნებოდნენ, „ამბავიაო,” უარზე ვიყავი და ვიცავდი – რა სისულელეა, უბრალოდ, კარგი ბიჭია და ვმეგობრობთ-მეთქი. 

– როცა მიხვდი, რომ ეს მისი მხრიდან მხოლოდ მეგობრობა არ იყო, რა მოხდა?

– შევცბი და ცოტა უკან დავიხიე. მერე არ მოისვენა, არც მე მომასვენა და...

– მამაკაცი სასურველი ქალის მოსახიბლავად ბევრ რამეს აკეთებს. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

– დიახ. დაისახა მიზნად და სამაგალითო სიმტკიცე და მიზანდასახულობა გამოიჩინა.

– ორი მსახიობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კომფორტია თუ რაღაც მომენტში ხელს გიშლით?

– არა, ეს დიდი კომფორტია. მე და პოლიკა თებერვლის შუა რიცხვებში დავქორწინდით და მას მერე ჯერ კიდევ გვენატრება ერთმანეთი, რადგან ორივე დაკავებული ვართ. ახლაც გადაღებაზეა. უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით და, ისეთი პერიოდიც იყო, როცა ზედიზედ 18 საათს სხვადასხვა სამსახურში ვატარებდი. ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს და არ იცის მსახიობის ცხოვრება, ამას ვერ გაგიგებს. 

– შეგცვალა დაოჯახებამ და ახალმა ურთიერთობამ?

– არ ვიცი როგორ ჩანს გარედან, მაგრამ, ჩვენმა ურთიერთობამ ძალიან შემცვალა, უფრო შეყვარებული ვარ ყველასა და ყველაფერზე. 

– 11 წლის შვილი გყავს. მან როგორ მიიღო შენი გათხოვება?

– ძალიან კარგად, აბსოლუტურად შეეწყვნენ ერთმანეთს.

– მეორე შვილის გაჩენას, ალბათ, ფიქრობ.

– ეს ცოტა არაპროგნოზირებადია ნებისმიერი მსახიობის ცხოვრებაში. ოდესმე აუცილებლად შევეცდები და, ალბათ, ღმერთიც ინებებს ამას.

– ზაფხულის გატარებას სად გეგმავ?

– ერთი ის ვიცი, რომ ბათუმში მივდივართ ერთი კვირით, სადაც ძალიან მასშტაბური სტუდენტური დღეები იგეგმება. მე და კახა მიქიაშვილი წამყვანები უნდა ვიყოთ. მერე აგარაკზე ავალ ოჯახთან ერთად და კიდევ რამეს მოვიფიქრებთ.

 

скачать dle 11.3