რა სასწაულები იყო იუბილარი დირიჟორის, ვახტანგ მაჭავარიანის ცხოვრებაში და როგორ იპოვა მან 47 წლის ასაკში ოცნების პრინცესა – გრაფინია მეუღლე
მსახიობ მარიამ ჯოლოგუას, მართალია, ბოლო დროს მაყურებელი სერიალ „შუა ქალაქში” ვეღარ ხედავს, მაგრამ მისი ნახვა ექვსი თვის განმავლობაში ყოველ მეორე დღეს „იმედის დილაში” იყო შესაძლებელი. გარდა ამისა, თეატრის მოყვარულები მას არაერთი სასცენო როლით იცნობენ. ბოლო დროს კი პედაგოგობაშიც მოსინჯა ძალები და ორ კოლეგასთან ერთად, საბავშვო სტუდიაც დააარსა. მართალია, მარიამს არ ახსოვს, ვინ იყო მისი მეკვლე, მაგრამ 2011 წელი მისთვის მართლაც ბევრის მომცემი და სიახლეებით სავსე აღმოჩნდა. თებერვალში კი მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა – მან მსახიობ აპოლონ, იგივე პოლიკა კუბლაშვილთან იქორწინა.
– ბოლო რამდენიმე თვე დილის რეჟიმით ცხოვრობდი. იმისთვის, რომ „იმედის“ ეთერში, დილის მაყურებელს მისალმებოდი, კვირაში რამდენჯერმე ძალიან ადრე გიწევდა ადგომა. ალბათ, ეს საკმაოდ დამღლელია.
– დილით ექვსის ნახევარზე ვიღვიძებდი, 6-ზე უკვე მანქანა მაკითხავდა, მერე მაკა შავერდაშვილთან უნდა გაგვევლო და შვიდის ნახევარზე უკვე თავს მბანდნენ. თმის მოწესრიგებასა და მაკიაჟის გაკეთებას ერთი საათი უნდოდა, მერე კი პირდაპირ ეთერს ვიწყებდით. ბედნიერება იყო ის, რომ დღეგამოშვებით ვიყავი ამ მდგომარეობაში. ორჯერ მომიწია ოთხი დილის გადაბმა, რაც იმდენად რთული იყო, რომ მეოთხე დღეს არავინ აღარ მიყვარდა და არავინ აღარ მინდოდა (იცინის). ასეთ ცუდ ხასიათზე არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პრობლემა არ მქონდა. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა რამდენიმე დილის გადაბმა. თავიდან, სახლში რომ ვთქვი, „იმედის დილაში” ვიწყებ მუშაობას-მეთქი, ძალიან შეეშინდათ. მათთვის ჩემი ასეთი რეჟიმი წარმოუდგენელი იყო, რადგან ძილი ძალიან მიყვარს და მჭირდება. იფიქრეს, ან არ მოკვდეს, ან ისეთი რამ არ დაემართოს, დილით ვერ გაიღვიძოს თავის დროზე და იქიდან გამოაგდონო. მიხარია, რომ ყოველგვარი „იაღლიშის” გარეშე მოვახერხე „იმედის დილის” სეზონის ბოლომდე ჩამთავრება. სხვათა შორის, კონტრაქტებს რომ გვიფორმებდნენ, მართალია, ის, რაც უფრო გრძელვადიანია, უკეთესია, მაგრამ, თავიდანვე ვთქვი, თუ შეიძლება, ამ სეზონის ბოლომდე დამიდეთ კონტრაქტი, რადგან, მერე რას ვიზამ, არ ვიცი-მეთქი. ასეც მოხდა. სეზონი დაიხურა, მაყურებელს კი სასიამოვნო დილები ჩემ გარეშე ვუსურვე და პირობა მივეცი, რომ კიდევ ბევრგან შევხვდებით ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
– ანუ, დილით ადრე ადგომის გამო დაემშვიდობე მაყურებელს?
– ბევრად უფრო მძიმე სამუშაოს გაკეთება უწევთ ადამიანებს. არ ვარ ის ტიპი, რომელიც რამეს დაიზარებს, მაგრამ, რაღაც მომენტში ეს მაინც არ იყო ჩემი პროფესია. მე არ ვარ წამყვანი, მე მსახიობი ვარ და ამ პროფესიისთვის, როგორც ადრეც მითქვამს, ბევრი ვიბრძოლე. არ ვამბობ, რომ მსახიობი არ უნდა იყოს წამყვანი, უბრალოდ, წამყვანობას არ უნდა გადააყოლო შენი პროფესია. როცა ჟურნალისტი ხარ და პროფესიით მუშაობ, ეს კიდევ სხვა რამეა, მაშინ შენი ცხოვრების რიტმს ააწყობ „დილაზე“ და დისკომფორტიც არ გექნება. მაგრამ, მე, „დილაში” მუშაობის გარდა, პლუს ორი პრემიერა ვითამაშე, ფილმში გადამიღეს, რომელიც ჯერ არ გამოსულა და ამას დაემატა საბავშვო სტუდია, რომელიც მე, მაიკო დობორჯგინიძემ და ქეთა ლორთქიფანიძემ გავაკეთეთ, სადაც 45 ბავშვი გვყავდა ამ ექვსი თვის განმავლობაში და სამი სპექტაკლი დავდგით. ამ ყველაფერთან ერთად, პლუს, გავთხოვდი (იცინის)...
მიუხედავად ყველაფრისა, ის ექვსი თვე, რომელიც „იმედის დილაში” გავატარე, ძალიან კარგი იყო ჩემთვის და ბევრი რამ მომცა, რაც მთავარია – გამოცდილება. მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ირმა სოხაძეს, რომელიც ჩვენი პროდიუსერი იყო. პირდაპირ ეთერში წამყვანობა ძალიან რთულია და მიხარია, რომ, როგორც ტელეწამყვანმა, სერიოზული პრაქტიკა და გამოცდილება მივიღე.
– ალბათ, დისკომფორტია ისიც, როცა ახალი გათხოვილი ხარ და დღეგამოშვებით დილის 6-ის ნახევარზე გიწევს ადგომა.
– ამ სეზონში გათხოვდა ანი მაღლაკელიძეც, რომელიც, ანალოგიურად, ასე ადრე დგებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვამბობდი, რომ, თაფლობის თვეში თუ რამე შეიძლება, ინატრო ადამიანმა, „იმედის დილაში” მამუშავაო. ჩემთვისაც და, ბუნებრივია, მეუღლისთვისაც, სრული კოშმარი იყო თაფლობის თვეში დილის ეთერში მუშაობა. შოკში იყო ყოველ მეორე დღეს, რადგან დღეგამოშვებით ცოლის გინება აღვიძებდა (იცინის). ზამთარში ხომ საშინელებაა. ჩემი სამუშაო დღე რომ იწყებოდა, ჯერ კიდევ ბნელოდა. გარეთ რომ გავდიოდი, სრულიად მარტო ვიყავი, მანქანები არ დადიოდნენ, მეეზოვეც კი არ მხვდებოდა სადმე. სულ იმის შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს, ან სასწრაფოში ვმუშაობდი, ან სპეცრაზმში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მართლა სიცილით გამახსენდება. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იყო ჩემთვის ეს პერიოდი, რაღაც მაინც მომცა. „შუა ქალაქში” ანანოს როლის შემდეგ ყველას დებილი ვეგონე. ალბათ, ცუდად არ ვითამაშე ეს როლი, შევისისლხორცე და კარგად მოვირგე. „დილა” ამაშიც გამომადგა – მაყურებელმა ჩემში ანანო კი არა, მარიამი დაინახა.
– არ გენატრება ანანო?
– იმდენად დაკავებული ვარ, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცას მივტირი.
– რამდენიმე თვის წინ დიდი ინტერესი გამოიწვია შენმა პირადმა ცხოვრებამ. ჭორის დონეზე ყველამ იცოდა, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ, რა და ვისთან – გასაიდუმლოებული იყო. სწორედ ამის გამო, ხან ვისზე დაგაქორწინეს, ხან – ვისზე.
– დაქორწინებას კიდევ რა უჭირს (იცინის).
– ეს ის პერიოდი იყო, როცა მომავალ მეუღლესთან შენი რომანი არ უნდა გახმაურებულიყო თუ, უბრალოდ, არ გინდოდათ, რომ ბევრს გაეგო?
– ვისთვის რა უნდა დაგვემალა. უბრალოდ, მე არ მიყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება და პოლიკა კვადრატში ასეთია. ამიტომ, არ გვინდოდა, ჩვენი ურთიერთობა სალაპარაკო გამხდარიყო.
– როგორც ითქვა, თქვენი ურთიერთობის დაწყებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა სპექტაკლმა „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.”
– ეს ჭორი ასეა გავრცელებული. ალბათ, ლამაზად ჟღერს, რომ სპექტაკლიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, რეალურად ასე არ იყო. ამ სპექტაკლმა, ერთადერთი, იმას შეუწყო ხელი, რომ, რაღაც ვითარებაში, მჭიდრო კავშირში აღმოვჩენილიყავით ერთმანეთთან. მე და პოლიკას კი ამ სპექტაკლში ერთმანეთის გარეშე სცენები არ გვაქვს, ამიტომ, დიდ დროს ვატარებდით ერთად. სპექტაკლზე „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” მუშაობის პერიოდმა დაგვაახლოვა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება მოგვცა, თორემ, პოლიკას მანამდე 12 წელი ვიცნობდი. რეალურად ასე იყო და არა ის, რომ სპექტაკლში ერთმანეთს ვაკოცეთ, მოგვეწონა და, მოდი, მართლა ვაკოცოთო... – სისულელეა (იცინის).
– 12 წელი ცოტა ნამდვილად არ არის. ამდენი ხნის შემდეგ, როცა გაიგე, რომ მას შენდამი გრძნობა გაუჩნდა, რა რეაქცია გქონდა?
– ამას ყველა ნაცნობი ჩემამდე მიხვდა, რაც ძალიან სასაცილო იყო. ზოგი ქალი ისეა მომართული, კაცი წესიერად „გამარჯობას“ რომ ეტყვის, – უი, მოვწონვარო, ამბობს. მე ასეთი ფიქრებისკენ ნამდვილად არ ვარ მიდრეკილი. პოლიკა ძალიან ყურადღებიანი იყო, რეპეტიციების პერიოდში, რასაც ჰქვია, მივლიდა და მპატრონობდა. თეატრში ახალი მისული ვიყავი და ამ ყველაფერს რომ ვხედავდი, ვამბობდი, როგორი კარგი ბიჭია ასე კარგად რომ დამხვდა და არ მაგრძნობინებს, ახალი რომ ვარ თეატრში-მეთქი. ჩავთვალე, რომ ის ბუნებით იყო ასეთი. დანარჩენები კი, ვინც პოლიკას კარგად იცნობდა და ამას ხედავდა, ყველაფერს მიხვდნენ, რადგან მათ ასეთი პოლიკა ჯერ არ ენახათ. რომ მეუბნებოდნენ, „ამბავიაო,” უარზე ვიყავი და ვიცავდი – რა სისულელეა, უბრალოდ, კარგი ბიჭია და ვმეგობრობთ-მეთქი.
– როცა მიხვდი, რომ ეს მისი მხრიდან მხოლოდ მეგობრობა არ იყო, რა მოხდა?
– შევცბი და ცოტა უკან დავიხიე. მერე არ მოისვენა, არც მე მომასვენა და...
– მამაკაცი სასურველი ქალის მოსახიბლავად ბევრ რამეს აკეთებს. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
– დიახ. დაისახა მიზნად და სამაგალითო სიმტკიცე და მიზანდასახულობა გამოიჩინა.
– ორი მსახიობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კომფორტია თუ რაღაც მომენტში ხელს გიშლით?
– არა, ეს დიდი კომფორტია. მე და პოლიკა თებერვლის შუა რიცხვებში დავქორწინდით და მას მერე ჯერ კიდევ გვენატრება ერთმანეთი, რადგან ორივე დაკავებული ვართ. ახლაც გადაღებაზეა. უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით და, ისეთი პერიოდიც იყო, როცა ზედიზედ 18 საათს სხვადასხვა სამსახურში ვატარებდი. ვისაც ამის გამოცდილება არ აქვს და არ იცის მსახიობის ცხოვრება, ამას ვერ გაგიგებს.
– შეგცვალა დაოჯახებამ და ახალმა ურთიერთობამ?
– არ ვიცი როგორ ჩანს გარედან, მაგრამ, ჩვენმა ურთიერთობამ ძალიან შემცვალა, უფრო შეყვარებული ვარ ყველასა და ყველაფერზე.
– 11 წლის შვილი გყავს. მან როგორ მიიღო შენი გათხოვება?
– ძალიან კარგად, აბსოლუტურად შეეწყვნენ ერთმანეთს.
– მეორე შვილის გაჩენას, ალბათ, ფიქრობ.
– ეს ცოტა არაპროგნოზირებადია ნებისმიერი მსახიობის ცხოვრებაში. ოდესმე აუცილებლად შევეცდები და, ალბათ, ღმერთიც ინებებს ამას.
– ზაფხულის გატარებას სად გეგმავ?
– ერთი ის ვიცი, რომ ბათუმში მივდივართ ერთი კვირით, სადაც ძალიან მასშტაბური სტუდენტური დღეები იგეგმება. მე და კახა მიქიაშვილი წამყვანები უნდა ვიყოთ. მერე აგარაკზე ავალ ოჯახთან ერთად და კიდევ რამეს მოვიფიქრებთ.
ზეიმი მოვაწყვე?! მაშინაც ასევე ხანგრძლივად დავიძინე და ისე გადავიტანე ნერვიულობა.
– აქ რომ მოღვაწეობდით, უამრავი ბარიერი შეგექმნათ... ახლა „ბრწყინვალების ორდენით“ დაჯილდოვდით... მაინცდამაინც უნდა წავიდეს საქართველოდან ადამიანი ან, ღმერთმა დაიფაროს, უნდა გარდაიცვალოს?
– ისევ ზემოთ ნათქვამს გამოვიყენებ: ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
– მახსოვს, თქვენ „ღირსების ორდენი“ არ მიიღეთ შევარდნაძის მთავრობისგან...
– დიახ, 2002 წელს მაჯილდოებდნენ „ღირსების ორდენით“ და არ მივიღე. როგორ შეიძლებოდა, ორდენი ამეღო, როცა, ის ორკესტრი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ქუჩაში იყო?! ბელგიაში გადავედი საცხოვრებლად და 2007 წლიდან გერმანიის მოქალაქე ვარ. თქვენ ახლა ესაუბრებით გერმანელ დირიჟორს – ვახტანგ მაჭავარიანს. საქართველოში მუდმივი ბინადრობის საბუთიც მაქვს.
– უცხოეთშიც ასე ამბობთ, რომ გერმანელი დირიჟორი ხართ?
– არა! უცხოეთში ვამბობ, რომ ქართველი დირიჟორი ვარ, მაგრამ, გერმანიის მოქალაქე... ათი წელი პარიზში ვცხოვრობდი – 1989 წლიდან 1999 წლის დამლევამდე. ზალცბურგის ფესტივალზე რომ ვდირიჟორობდი, ჩემს კონცერტს ესწრებოდა როლანდ დიუმა მეუღლესთან ერთად. დიუმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კონცერტის შემდეგ ერთ-ერთმა უმდიდრესმა პიროვნებამ რესტორანში დაგვპატიჟა, სადაც ცოლ-ქმარი დიუმებიც იყვნენ და მათ შევჩივლე – რა რთულია საფრანგეთის ვიზის მიღება-მეთქი... ჩათვალე, რომ შენთვის ამიერიდან რთული არ იქნებაო და სამწლიანი ვიზა ჩამირტყეს. 1989 წლის დამლევს ძალიან დიდი კონტრაქტი გავაფორმე პარიზში. ფრანგებმა შემდეგ მუდმივი რეზიდენტ-ბარათი მომცეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ დროს შემეძლო საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება. როდესაც ევროპა გაერთიანდა, ევროპის მოქალაქეობის მიღებაც შემეძლო, მაგრამ, გერმანიის მოქალაქე გავხდი, რადგან ჩემი მეუღლე და შვილი გერმანელები არიან.
– შვილი ნახევრად გერმანელია...
– თქვენ საუბრობთ გენეტიკურ კუთვნილებაზე, მე კი გეუბნებით იურიდიული კუთხით. ჩემს შვილს გერმანული პასპორტი აქვს, რადგან გერმანიაში დაიბადა. თუმცა, სულით და გულით ქართველი ბიჭია. ბელგიაში კედელზე ქართველი მეფეების სურათები აქვს გაკრული და საქართველოს ჰიმნს ისეთ ხმაზე რთავს, ყური გაგისკდება.
– თქვენი მეუღლეც ქარველობს?
– მეუღლე არ ქართველობს, გერმანელობს, მაგრამ, უზარმაზარ პატივს სცემს იმ ერს, რომლის წარმომადგენელიც მისი მეუღლეა. საქართველო ძალიან უყვარს. ალექსანდრაც და ალექსიც ძალიან განიცდიან, მამაჩემი რომ ვერ გაიცნეს. მამა 1995 წლის 31 დეკემბერს გარდაიცვალა, მე კი ჩემი მეუღლე 1996 წელს გავიცანი. დედაჩემი და ჩემი მეუღლე ძალიან მეგობრობდნენ. ბოლოს დედა ძალიან ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა. მეტყველება არ შეეძლო, მაგრამ სმენა ჰქონდა. მე იმ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი და ჩემმა მეუღლემ, რომელიც ნამდვილი თავდაჭერილი გერმანელია, დედას მიმართ იმხელა სითბო და ყურადღება გამოავლინა, რომ მთელი ჩემი ქართველი ნათესაობა გაოგნებული დამხვდა.
– თქვენი მეუღლის მშობლები გრაფი და გრაფინია არიან. რა ტრადიციებია მათ ოჯახში?
– მათი ცხოვრების კრედო სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ძალიან გულისხმიერები არიან.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან, განსაკუთრებით – სიდედრთან?
– არაჩვეულებრივი... წელს, მარტში იყვნენ ჩამოსულები. ალექსი ჩემთან ერთად უკრავდა კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბახის კონცერტს და მომენტი ხელიდან არ გაუშვეს... სიდედრს ერთხელ ის ანეკდოტი მოვუყევი და გულიანად იცინა – მამა, რატომ გარბის ბებია ასეთი ზიგზაგებითო? – შვილო, ხელს ნუ მიშლი, მიზანში კარგად ამოვიღოო... ჩვენ ასეთი ურთიერთობა არ გვაქვს. ძალიან ვუყვარვარ და დიდ პატივს მცემს, რაც იმაში გამოიხატება, რომ, როდესაც ოჯახი სუფრასთან ვსხდებით, მე ყოველთვის მისგან მარჯვნივ ვზივარ. ევროპაში, ვინც დიასახლისის მარჯვნივ ზის, ის მთავარი სტუმარია... მახსოვს, როგორ განიცდიდნენ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომს. ყველა გაზეთი შეაგროვეს, სადაც კი საქართველოზე იწერებოდა. ჩემი სიმამრი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა და რუსებზე ისედაც საშინელი წარმოდგენა ჰქონდა. ამბობდა, ომში ყველანაირი ხალხი იბრძოდა, მაგრამ, ყველაზე დაუნდობლები რუსები იყვნენ. ზოგჯერ ვფიქრობდი, ნეტავი, საერთოდ, ადამიანები თუ არიანო.
– შემოქმედებით მხარეზეც ვისაუბროთ. ვიცით, რომ საქართველოში ბევრი გეგმა გაქვთ...
– 2013 წელი ალექსი მაჭავარიანის 100 წლის საიუბილეო თარიღია. „სიკორსკის“ გამომცემლობა (რომელიც გამოსცემს შოსტაკოვიჩისა და მსოფლიოს უდიდესი კომპოზიტორების ნაწარმოებებს) ალექსი მაჭავარიანის მუსიკის მეპატრონეა (რა თქმა უნდა, ჩემ შემდეგ). ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მომწერეს, რომ ალექსი მაჭავარიანის 100 წლის იუბილეს არაღირსეულად აღნიშვნა იმის ტოლფასია, რომ რუსეთში არაღირსეულად აღინიშნოს ჩაიკოვსკის ან შოსტაკოვიჩის იუბილეო... შოსტაკოვიჩის 100 წლის იუბილეზე მისი ნაწარმოებების 100 კონცერტი მოსკოვში ჩატარდა და 100 – პეტერბურგში. საქართველო სხვა მასშტაბების ქვეყანაა და, ბუნებრივია, ასეთი პრეტენზიები არ მაქვს... მე მხოლოდ მსურს, დაიკრას მისი ძირითადი ქმნილებები: შვიდი სიმფონია; სამი – სავიოლინო, საფორტეპიანო და ჩელოს კონცერტი; ხუთი მონოლოგი ვაჟა-ფშაველას სიტყვებზე; სიუიტების სახით – „ვეფხისტყაოსანი“; „ოტელო“, „ჰამლეტი“... აჟღერდეს ბალეტი-პოემა „ფიროსმანი“, რომლის ქვესათაურია „ძველი თბილისის სურათები“. ძალიან მნიშვნელოვანია, ალექსი მაჭავარიანის ქმნილებები შესრულდეს 2013 წლის 23 სექტემბრამდე. საკონცერტოდ მაინც უნდა შესრულდეს „ფიროსმანი“, დაიდგას „ჰამლეტი“ და „მედეა“... „ჰამლეტის“ მსოფლიო პრემიერის დადგმა სურს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს თეატრს, თუმცა, რომელს, ვერ გეტვით.
– ისედაც ვხვდები – მარიას თეატრს...
– კი, ბატონო, დაწერეთ, რომ თქვენ გამოიცანით. მარიას თეატრში დაიდგა „ოტელო“ და „ვეფხისტყაოსანი“. თავის დროზე მამამ ოპერა „ჰამლეტი“ არ მისცა არც მოსკოვის დიდ თეატრს და არც პეტერბურგის მარიას თეატრს, რადგან, უნდოდა, რომ პირველად ეს ოპერა ქართულად აჟღერებულიყო თბილისის ოპერის სცენაზე, ივანე მაჩაბლის ბრწყინვალე თარგმანით. ამიტომ, ამ იუბილეს ფარგლებში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოპერა „ჰამლეტის“ სცენიური განსახიერება თბილისში. იქ დღემდე ძალიან უყვართ და დაფასებულია ალექსი მაჭავარიანის მუსიკა. პეტერბურგის კონსერვატორიაში დღემდე არსებობს კონკურსი – ალექსი მაჭავარიანის საიუბილეო ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. გამარჯვებულ სტუდენტს საშუალება ეძლევა, ორკესტრთან დაუკრას.