კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადიოდა ნატუკა გაგუნაშვილი ბაფთიანი ავტომობილით ბათუმის ქუჩებში და ვინ დატანჯა საშინლად ირაკლი ღუღუნიშვილი

ცოტა ხნის წინ ბათუმში ჩატარდა სილამაზის კონკურსი „სტუდენტური სახე – 2011“, რომლის გამარჯვებული ნატუკა გაგუნაშვილი გახდა. კონკურსის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყო ჩართული ფოტოგრაფი ირაკლი ღუღუნიშვილი, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, ნატუკა, როგორც მოდელი, პირველმა აღმოაჩინა. მას შემდეგ ამ მშვენიერი გოგონას სამოდელო კარიერა და ცხოვრება წარმატებული გახდა. ნატუკა და ირაკლი ერთად დიდ დროს ატარებენ, შესაბამისად, თბილისში მათზე ბევრს ჭორაობენ – შეყვარებულები არიანო.

 

ირაკლი: ეს კონკურსი, რომელიც წელს ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით, უკვე მესამე წელია, იმართება. 15 ივლისს პიაცაზე გაიმართა გრანდიოზული ცერემონიალი, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა მთავარი ჯილდო – „ჰიუნდაი აიათი“ და, ასევე, სხვა ბევრი პრიზი.  პირველ წელს ამ კონკურსში როგორც ფოტოგრაფი, ისე ვიყავი ჩართული, მაგრამ, უკვე ორი წელია, საორგანიზაციო საკითხებიც მეხება.

– როგორ შეარჩიეთ გოგონები?

– თბილისში, კერძოდ კი, სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩატარდა ქასთინგი, სადაც ძალიან ბევრი გოგონა იყო მოსული, ასევე რამდენიმე უნივერსიტეტიდან მოვიდნენ გამარჯვებულები, რეგიონებშიც გვქონდა ქასთინგები და სულ 27 გოგონა ავარჩიეთ.

– ნატუკა, შენთვის ეს პირველი კონკურსი იყო. რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა?

ნატუკა: სამედიცინო უნივერსიტეტში ვიყავი, გამოვედი აუდიტორიიდან, დავინახე გოგონები და მეც მომინდა კონკურსში მონაწილეობის მიღება. რატომაც არა, ავტომობილი იყო პრიზი. ბედი ვცადე და გამიმართლა. რაღაც მომენტში, მოულოდნელი იყო ჩემთვის გამარჯვება, თუმცა, იმედი მქონდა და ძალიან გამიხარდა.

ირაკლი: შემთხვევით შემოვიდა, ჟიურის წევრებს მოეწონათ და, როგორც აღმოჩნდა, ის არა მხოლოდ სამედიცინოს, არამედ ყველა უნივერსიტეტის გოგონებს შორის ულამაზესად აღიარეს. ათეულიც გამოვავლინეთ: „მის ბიკინი“, „მის ფოტოგენურობა“; პლაჟზე ფრენბურთი ვითამაშეთ და „მის სპორტი“ გამოვავლინეთ, „მის ინტელექტი“ და ასე შემდეგ.

ნატუკა: იმის შემდეგ ხელები მტკივა.

– მოსამზადებელ პერიოდში კარგად გაერთობოდით.

– ჯერ თბილისში გვქონდა მოსამზადებელი გაკვეთილები, ირინა ონაშვილი გვიტარებდა. შემდეგ ბათუმში წავედით და იქაც ვემზადებოდით.

ირაკლი: გარდა გაკვეთილებისა, სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობდით და ესენი იღებდნენ მონაწილეობას.

– გოგონებს არაფერი ეკრძალებოდათ?

– ბიჭებთან ურთიერთობა.

ნატუკა: არ გვჭირდებოდა ამის აკრძალვა.

ირაკლი: ეს შენ არ გჭირდებოდა. ყოველ წელს, როდესაც კონკურსზე მივდივართ, მშობლები გვეუბნებიან, ყურადღება მიაქციეთო. ამიტომ, ყველა გოგონას ვაქცევთ ყურადღებას.

– 27 გოგონასთვის ყურადღების მიქცევა არ იყო რთული?

ნატუკა: არა, პირიქით. ამისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ირაკლი: მესამე წელია, ამ კონკურსს ვატარებთ და უკვე ისეთი გამოცდილება მაქვს, ვერავინ ახერხებდა ჩუმად გაპარვას, ყველანი ერთად მივდიოდით. მიჩვეული ვარ ლამაზი გოგონების გარემოცვაში ყოფნას, მაგრამ, ბათუმში სულ სხვა იყო, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ამდენი გოგონას გვერდით ყოფნა.

– გულის აჩქარებები იყო?

– კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლუბებში მივდიოდით –  ყველა მთვრალი რომ არის და შენც რომ მთვრალი ხარ.

ნატუკა: კლუბში რომ შევდიოდით ამდენი გოგონა მოკლე კაბით, ქუსლიანი ფეხსაცმლით, ერთი ამბავი ხდებოდა.

ირაკლი: ავტობუსიდან რომ ჩამოვდიოდით და ფეხით გვიწევდა გარკვეული მანძილის გავლა, ყველა ჩერდებოდა, გვიყურებდა – არ იცოდნენ, რა ხდებოდა. კლუბებშიც, ბიჭების მხრიდან, იყო რაღაცეები, მაგრამ ჩვენი მზერა ყველაფერს წყვეტდა. საბედნიეროდ, ისეთი გოგონები იყვნენ, რამეზე „დაძაბვა“ არ დაგვჭირვებია.

– ნატუკა, ძალიან კარგი პრიზები მოიგე.

ნატუკა: დიახ, ავტომობილი, ასევე, თურქეთში მივდივარ დასასვენებლად და უკრაინაში – კონკურსზე „სტუდენტ ფეისი“, რომელშიც გოგონები 70 ქვეყნიდან მონაწილეობენ. მანქანის ტარება ვიცი, მაგრამ, მართვის მოწმობა არ მაქვს. იმ ღამეს ვატარე ბათუმში. საბედნიეროდ, პატრულმა დიადემის გამო არ გამაჩერა.

ირაკლი: მანქანას  ნომრები ჰქონდა – „სტუდენტ ფეის 2011“ და თავზე ბაფთა ეკეთა, გაოცებული გვიყურებდა ხალხი. გოგონები ავტომობილს ატარებენ ან კარგად, ან – ცუდად, საშუალო არ არსებობს. ნატუკა კარგად ატარებს.

– ნატუკა, უკრაინაში მარტო მიდიხარ?

ირაკლი: მარტო არ მიდის, ორგანიზატორიც მიჰყვება.

– შენც მიდიხარ?

– ჯერ არ ვიცი.

– სიურპრიზი მოუწყვე.

– თავზე დავადგე? კარგი იდეაა, მაგრამ უკვე ნათქვამი გამომივიდა...

ნატუკა: მე მაინც გამიკვირდება და გამიხარდება.

– ირაკლი სულ ამბობს, რომ ნატუკა, როგორც მოდელი, მან აღმოაჩინა. მომიყევი, რა მოხდა სინამდვილეში.

– ეს მოხდა შარშან, ჩემს დაბადების დღეზე „სითი ქლაბში“, სრულიად შემთხვევით. ლაშა და ირაკლი მუშაობდნენ, ფოტოებს იღებდნენ. გამოცდილი თვალი მაინც რას ნიშნავს – მაშინვე შემამჩნიეს.

ირაკლი: ნატუკა კარაოკეზე მღეროდა, მეც ვიმღერე. შემდეგ ამისმა მეგობარმა „ფეისბუქზე“ დაგვიმატა – ბანკეტი გვაქვს, ფოტოების გადაღება გვინდაო. მივედი ბანკეტზე და იქ კიდევ უფრო კარგად გავიცანი.

ნატუკა: და ცხოვრობდნენ ბედნიერად სიცოცხლის ბოლომდე... მაშინ დაბადების დღეზე ჩემთვის ვცეკვავდი. ლაშა მოვიდა, „ვიზიტკა“ მომცა და წავიდა.

ირაკლი: საბედნიეროდ, „ვიზიტკაზე“ ჩემი სახელიც ეწერა. რომ შევხედე, მომეწონა, გადასაღებადაც კარგი ტიპაჟი იყო და, ერთ დღესაც, წავედი ფოტოების გადასაღებად.

ნატუკა: მართალია, ფოტოებს ლაშა იღებდა – ამას არ გადაუღია, არ მიმუშავია ირაკლისთან, სამაგიეროდ, როგორც გამარჯვებულს, ახლა გადამიღებს ფოტოებს.

ირაკლი: ძალიან კარგი, ნიჭიერი გოგონაა, მეგობრული, კომუნიკაბელური და ძალიან ლამაზი. რაც მთავარია, შრომისმოყვარე და საკმაოდ პრეტენზიულია.

ნატუკა: მე ვიტყოდი, რომ მომთხოვნი ვარ. კონკურსის დროს ბევრი გამოუცდელი გოგონა იყო. ირაკლი რომ იღებდა, მე ვეხმარებოდი და შესაბამისად, მომთხოვნი ვიყავი: „ეს პოზა დაიჭირე – განათება არ ვარგა“...

– შენ მიმართაც პრეტენზიულია?

ირაკლი: საშინლად მექცეოდა, დამტანჯა. მგონი, ჩემ მიმართ ყველაზე პრეტენზიულია. მოდელების უმეტესობა იმას აკეთებს, რასაც ფოტოგრაფები ეუბნებიან, ნატუკა – პირიქით, არ უშინდება ამას და პრეტენზიებიც აქვს.

– ირაკლი, ბევრ გოგონასთან გიწევს ურთიერთობა, მაგრამ შენ და ნატუკას მაინც გამორჩეული ურთიერთდამოკიდებულება გაქვთ. რამ განაპირობა თქვენი ასე დაახლოება?

ნატუკა: საერთო თვისებები, მგონი, არც გვაქვს, რადგან, სულ ვჩხუბობთ.

ირაკლი: ძალიან კომუნიკაბელურები ვართ. ზოგჯერ ორივე ერთდროულად ისეთ ცუდ ხასიათზე ვდგებით, რომ გარშემო ვერავინ გვიტანს. ბათუმში რაღაც გადაღება გვქონდა, „შერატონში“ ვიყავით. ორივე ისე ვაქტიურობდით, ისე „ვღადაობდით“, რომ ყველამ დაგვტოვა – დავიღალეთო. ორივეს ცვალებადი ხასიათი გვაქვს – შეიძლება, უცებ მოვიწყინოთ, ან – პირიქით, კარგ ხასიათზე დავდგეთ.

ნატუკა: როცა მოწყენილი ვარ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ხასიათზე მომიყვანს. მარტო უნდა დავრჩე საკუთარ თავთან, დავფიქრდე და მერე მოვალ ხასიათზე.

ირაკლი: ვერ ვიტყვი, რომ დეპრესიული ვარ, თუმცა, როცა ცუდ ხასიათზე ვდგები, ყველაზე კარგი მარტოობაა. ასეთ დროს მიყვარს გასეირნება, განსაკუთრებით, წვიმაში, მანქანით, მარტო. ეს ძირითადად ღამით ხდება, როდესაც ცაზე მთვარეა და ის შენი მესაიდუმლეა.

ნატუკა: რა რომანტიკული ხარ... ჩემი მანქანით რომ ვიქნები, გავითვალისწინებ, ოღონდ, შენთან ერთად არა.

– სულ ერთად ხართ, თბილისში უკვე ჭორაობენ, რომ ერთმანეთი გიყვართ.

– ძალიან ბევრს ჭორაობენ, განსაკუთრებით – კონკურსის შემდეგ: „ჩაწყობა“ იყო, მისი შეყვარებულიაო.

ირაკლი: მე ჟიურიში არც კი ვმჯდარვარ. ძალიან კომპეტენტური ჟიური იყო, ვერ „ჩააწყობდი“, რომც გდომოდა. ან რად მინდოდა ჩაწყობა, ისედაც ეკუთვნოდა.

– შეყვარებულები რომ ხართ, ეს ჭორია?

– ძალიან კარგი მეგობრები ვართ.

 

скачать dle 11.3