კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის კეთებას არ ერიდება შეყვარებული ბიჭი ივანიშვილი და რა უბრუნდებათ, მისი აზრით, გოგონებს ბიჭებისგან ცუდად

 

„მხოლოდ საქართველოში კლავენ უცხოს გულისთვის, მხოლოდ საქართველოში ძმები მტრობენ ფულისთვის, მხოლოდ საქართველოში განძს ეძებენ ნაგავში, მხოლოდ საქართველოში... ცუდს ვინ ხედავს ამაში? მხოლოდ საქართველოში ცრემლი მარტო მოდაა, მხოლოდ საქართველოში ხალხი შეუძლოდაა, მხოლოდ საქართველოში კარგს არჩევენ ფასით, მხოლოდ საქართველოში ნარდს აგებენ „მარსით“, მხოლოდ საქართველოში მაშინ იხდი ბოდიშს, როცა შენს მანქანასთან მათხოვარი მოდის. მხოლოდ საქართველოში ნახავ აბრას, სადაც ჩვენს ენაზე აწერია, მაგრამ ქართულს არ ჰგავს. ყველგან, მთელ მსოფლიოში, რასაც გინდა, იმას ნახავ... მხოლოდ საქართველოში: რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ – ეს ლექსი ახალგაზრდა პოეტს, 20 წლის ბიჭი ივანიშვილს ეკუთვნის. მან უკვე გამოსცა ლექსების პირველი კრებული, რომელიც იმდენად სასიამოვნოდ, კარგად იკითხება, რომ ახალგაზრდა პოეტმა ბევრი ადამიანისთვის თავის შეყვარებაც მოახერხა.

ბიჭი: გარდა იმისა, რომ ლექსებს ვწერ, ვსწავლობ, უკვე არ ვიცი, მერამდენე უნივერსიტეტში, რადგან საკუთარი თავი ჯერჯერობით წესიერად ვერ ვიპოვე. სამი უნივერსიტეტი გამოვიცვალე და ისევ პირველ კურსზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ, წესით, წელს უნდა დამემთავრებინა. ვსწავლობდი საერთაშორისო უთრიერთობებზე, შემდეგ აღმოსავლეთმცოდნეობის – თურქოლოგიის ფაკულტეტზე, ამჟამად ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, თუმცა, იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში ფიარ-მენეჯერის სპეციალობას ავირჩევ. არ ვმუშაობ, არ მყავს ცოლ-შვილი და ვწერ ლექსებს.

– ამ მხრივ, ჯერჯერობით, ძიების პროცესში ხარ?

– არ მიყვარს ერთფეროვნება და ერთი და იგივე რაღაცეები. თავისუფალი არჩევანი მაქვს, ვიყენებ და, ვნახოთ, მომავალში რა იქნება, შეიძლება, უნივერსიტეტი სულ სხვა პროფესიით დავამთავრო. როდესაც თვითონ იღებ გადაწყვეტილებას, მეტ გამოცდილებას იძენ და საკუთარ თავზე თავად აგებ პასუხს.

– როდის დაიწყე ლექსების წერა?

– სამი წელი გავა, რაც ლექსებს ვწერ – უსაქმურობამ დამაწყებინა: საღამო ხანი იყო, ჩემთვის ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. ამ დროს, დავინახე კალამი და ფურცელი, თან, რაღაცაზე ვფიქრობდი. ბავშვობაში გამოვირჩეოდი ლექსების სწავლით. გონებაში წაკითხულ ლექსებს გადავხედე და ვერ გავიხსენე, ვინმეს თუ ჰქონდა ლექსი დაწერილი ცარიელ ფურცელზე. ანუ, ყველა წერს, აქვეყნებს, მაგრამ ფურცელს არავინ უხდის მადლობას, არადა, ეს რომ არ იყოს, არავინ იცის, ვინ რას სად დაწერდა. ამიტომ, გადავწყვიტე, მოდი, მე დავწერ-მეთქი, მაგრამ, მერე ვნახე, რომ სხვებსაც აქვთ ცარიელ ფურცელზე ლექსი დაწერილი, მაგალითად, ბატონ მიხეილ  ქვლივიძეს. ძალიან ბევრი ლექსი არ მაქვს გამოქვეყნებული, რა თქმა უნდა, ყველა კარგი ვერ გამოვა, ისევე, როგორც ყველა საქმე, რასაც ადამიანი ხელს მოჰკიდებს. ეს კი იყო პირველი ლექსი, რომელიც დავტოვე და გამოვაქვეყნე, ანუ, მანამდე იყო სხვა ლექსები, მაგრამ იმათ არ ვუწოდებ პირველს, რადგან არავის უნახავს, მხოლოდ ნაგავმა იცის.

– ვინ არის შენი ლექსების პირველი მკითხველი, შემფასებელი?

– დრო შეიცვალა, პირველი შემფასებელი ბევრი მყავს. ვერ ვიტყვი, რომ 24 საათი „ფეისბუქში“ ვზივარ, მაგრამ, გარკვეულწილად დამოკიდებული ვარ. როცა ვდებ ლექსს, მეგობრებში ვინც „ჰომს“ დააჭერს ხელს, ის ნახულობს. ყოფილა შემთხვევა, მხოლოდ დედაჩემისთვის ან მამაჩემისთვის მიჩვენებია. ყველას შეფასება მნიშვნელოვანია. როცა არ მოსწონთ, ვეკითხები, რატომ არ მოსწონთ, რომ მერე გავითვალისწინო. შეიძლება, არაფერი შევცვალო, მაგრამ, ფსიქოლოგიურად მაინც მოქმედებს. ძალიან ბევრი ლექსი ბედნიერების დროს არის დაწერილი. თუ მოგდის მუზა, ფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ განწყობაზე იქნები. კარგ ხასიათზეც კარგად დაწერ, ცუდზე ხომ – დაწერ და დაწერ.

– როგორია შენი მუზა?

– აბსტრაქტული, მდედრობითი სქესის არსებაა, რომელიც ხანდახან გაბრაზებს, ოღონდ, კარგად და მერე ორმაგად იხვეჭ იმას, რის გამოც გაგაბრაზა.

– ფორმებიც აქვს?

– გიტარის ფორმა არ აქვს, მაგრამ, თმა აქვს გრძელი. მუზა სხვადასხვანაირი არსებობს: სამშობლოზეც მაქვს ლექსები, არის ცინიზმი, თვითკრიტიკა – რა მოხდა მერე, ცხოვრება ხომ თვითკრიტიკითა და ცინიზმით არის სავსე!

– თვითკრიტიკული ხარ?

– ამ ბოლო დროს გავხდი. არ შეიძლება, ადამიანს თვითკრიტიკის უნარი არ გააჩნდეს და ბოლომდე კმაყოფილი იყოს. თვითკმაყოფილებამ, შეიძლება, დაღუპვამდე მიიყვანოს ადამიანი. ბევრი ფულიც არ არის სრული ბედნიერებისთვის საკმარისი. კაცს მეგობარი თუ არ გყავს გვერდით და არ იცი, ფული სად წაიღო, არა მგონია, ასეთი ცხოვრება საინტერესო იყოს.

– როგორია ბიჭი?

– ისეთი, როგორსაც მხედავენ ტელევიზორის ეკრანიდან. ჩვეულებრივი ცხოვრების სტილი მაქვს. დიდი სამეგობრო წრე მყავს, თუმცა, აქედან რამდენიმეა, რომელთა გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ქართული ყველაფერი მიყვარს: სხვანაირი ემოციით ვივსები, როდესაც ქართულ ცეკვას ვუყურებ, ქართულ სიმღერას ვუსმენ, ოღონდ, სუფრაზე – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ მაქვს დიდი ბედნიერება – ვინც დღეს მღერის, თითქმის ყველა ჩემი მეგობარია, ხშირად ვიკრიბებით ჩემთან ან მეგობრებთან და ერთი ჭიქის მიჭახუნებით დიდ გრძნობებს გადავცემთ ერთმანეთს. ამ დროსაც დაწერილა ლექსები. ჩემი მეგობრები არიან კარგი პოეტები: ირაკლი გაფრინდაშვილი, ბაქი ლორთქიფანიძე, რეზი ქინქლაძე, გიორგი შალამბერიძე. ყველაზე ხშირად მე და ირაკლი მივდივართ ერთად უნივერსიტეტში, შეხვედრებზე ვკითხულობთ ლექსებს.

– შენც მღერი?

– სამეგობროში ვმღერი. ვერ გეტყვით, როგორ გამომდის, ჩემთვის ვმღერი, ცოტა ბახუსი მათამამებს. მიყვარს ალკოჰოლური სასმელი. ქართული ღვინო მსოფლიო დონის სასმელია და, როგორ შეიძლება, ქართველ კაცს არ უყვარდეს?! თუმცა, არის მომენტები, როდესაც არაყს ან სხვა სასმელს ვსვამ – ეს ბოჰემური სტილის გადახვევებია. ადვილად არ ვთვრები, ხასიათი არ მეცვლება, ცუდი სიმთვრალე არ მაქვს. არ მახსენდება, რომ სიმთვრალეში ვინმესთან სერიოზული კამათი მომსვლოდეს, ჩხუბზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი. ნაკლებად კონფლიქტური ადამიანი ვარ, ხშირად არ მეშლება ნერვები.

– როგორი გოგონები მოსწონს ბიჭის?

– ბიჭის მოსწონს ლამაზი გოგონები. ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა, ის არის, რომ ბიჭის არასდროს მოსწონებია ქერა გოგონა, ანუ მე მომწონს შავგვრემანი, შავი თმითა და თვალებით. შეიძლება, ვიღაცასთან ისეთია-ასეთია, მაგრამ, მთავარია, მე მიგებდეს. თუ ვერ გამიგებს, არა უშავს, მე გავაგებინებ... მუქარასავით გამომივიდა, მაგრამ, ასე არ არის. ჯიუტი ადამიანი ვარ, არასწორ აზრზე რომ ვიყო, მაინც ჩემეული დასკვნები გამომაქვს – თუმცა გულის სიღრმეში ვხვდები, რომ ის მართალია, მაგრამ დათმობა მიჭირს. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის, რომ ასეთი ვარ.

– შეყვარებული ყოფილხარ?

– შეყვარებული ვყოფილვარ, რომელია!.. მე ისე მიყვარს, როგორც ვწერ.

– ალბათ, ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ.

– კი, მაგრამ, დიდი გამოცდილება მივიღე, რაღაცეები ვისწავლე და ადვილად არ ვეგები მახეში, ანკესზე. მაგალითად, 15 წლის რომ ხარ, როცა გოგონა მოგწონს და იმას არ მოსწონხარ, ცოტათი გწყინს, „ეიაზვები“, ახლა ასე არ მოვიქცევი.

– რას აკეთებ, როცა გიყვარს?

– გამიკეთებია ისეთი რამ, რაც ბანალურ რომანტიზმზე მეტია. როცა გოგონა გიყვარს, შეგიძლია, ყოველდღე, „გამარჯობის“ ნაცვლად, – „მიყვარხარო“ – უთხრა. კი თქმულა, „სიყვარულსა მალვა უნდაო“, მაგრამ, არ ვეთანხმები. ჩემთვის  არ არის პრობლემა ვუთხრა: „მომწონხარ და მიყვარხარ“, მაგრამ, „ფეისბუქზე“ დავწერო და ყველას გავაგებინო – ასე არა. კულუარულ საუბრებში კი რატომ უნდა დავუმალო? მთავარია, თავში არ აუვარდეს.

– მოიცა, გოგონებს ასეთი რამ თავში უვარდებათ?

– გოგონები ბიჭებით „აპელირებენ“, მაგრამ, მერე „აპრიორში“ ცუდად უბრუნდებათ. მგონია, როდესაც გოგონას ეუბნება ბიჭი – მომწონხარო, უმეტეს შემთხვევაში, ის ფიქრობს: „ჩემს საქმეს მივხედავ, ეს ხომ მაინც აქ იქნება, იყოს რა!“ მერე, პირიქით რომ მოხდეს – ბიჭმა რომ იფიქროს, ასე,  ხომ დაიტანჯება? ამიტომ, გოგონებო, ცოტა ჭკუით!

– ახლა ხარ შეყვარებული?

– ამ წუთში ეს ძალიან რთული კითხვაა.  უკვე ვერ გავიგე, არ ვიცი, რა გიპასუხო. „კი“  – რომ გითხრა, შეიძლება, მოგატყუო; „არა“ რომ ვთქვა – ხომ მოგატყუებ და მოგატყუებ. ეს გრძნობა მთელ ცხოვრებას მიჰყვება და დიდი სტიმულია. ჩემი ბევრი ლექსი, თითქმის ყველა, ერთ გოგონას ეძღვნება.

 

скачать dle 11.3