კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუყვარდა ნუცა შანშიაშვილს ცოლიანი მამაკაცი და ვინ აგრძნობინა მას სხეულით ბედნიერება

„მომღერალი და მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, არქეოლოგი ვიქნებოდი“, – ამბობს ნუცა შანშიაშვილი, რომელიც, თურმე, მოგზაურობასა და გათხრებზე გიჟდება. თუმცა, ალბათ, საქართველოში ნაკლებად თუ იციან რამე მისი პირადი ცხოვრების შესახებ. იგი 23 წლის ასაკში გათხოვდა. მისი მეუღლე რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ცინცაძე გახლდათ, რომელიც იმ დროს ჯორჯ ასპისოვის სახელით იყო ცნობილი და „პენტჰაუზში“ მუშაობდა. მომღერალმა ნამდვილი ბედნიერება ოკეანის გაღმა, ნიუ-იორკში იპოვა. დღეს წყვილი ერთ საქმეს ემსახურება და მას სახელად ნუცას სიმღერა ჰქვია. თემურ ტაგიევი მეუღლის პროდიუსერია. 

 

– ნუცა, რა ხდება რუსულ შოუ-ბიზნესში ახალი და საინტერესო, როგორია შენი თვალით დანახული რუსული ესტრადა? ვიცი, რომ ბევრთან მეგობრობ. კიდევ ვის დაუახლოვდი?

– ის პერიოდი, რაც მოსკოვში დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ იყო, – ღამის კლუბები იხსნებოდა და შოუ-ბიზნესს აქტიური ეტაპი ედგა, რატომღაც შეჩერებულია. რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და ძალიან მიყვარს – მიშა ეფრემოვი, მიხაილ გარივოი, კუცენკო, ელენა ობრაზცოვა, რომან ვიკტიუკი, მახმუდოვი, ნიკოლაი დობრინინი. ასევე, დიმიტრი მალაშენკო, რომელიც სპექტაკლ „ედიტ პიაფში“ ჩემი პარტნიორია და ჟანდანიელი – ჩემი ოჯახის წევრივით არის, სულ დაიკოს მეძახის. საღამოს ივენთზე მათთან მივდივართ, ხან ისინი მოდიან ჩემთან. ყველას ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და ზოგთან ურთიერთობები რჩება მარტო შემთხვევით შეხვედრების დონეზე. არასდროს დამავიწყდება, ჩემი და ალა პუგაჩოვას შორის გამართული პირველი დიალოგი. მან მითხრა: პირველი, ყველაზე რთული როლი ცხოვრობაში იყო, როცა მდიდარი ქალი ვითამაშე და ჯიბეში კაპიკი არ მედოო. რა აურასაც გაუშვებ ირგვლივ, ის გიბრუნდება – თუ მთელი ცხოვრება ამბობ, უბედური ვარ, სულ ასე იქნება, თუ ამბობ ბედნიერი ვარ, ბედნიერი იქნები. ზოგთან უბრალოდ გაღიმებაა საჭირო, ზოგთან საჭიროა უფრო გახსნილი იყო, ბოლომდე იმხიარულო და  იქეიფო ყოველგვარი ვარსკვლავობისა და ეტიკეტების გარეშე. ვარსკვლავის პროფესიაში ყველაზე მთავარი ინტუიციაა. რა სიტუაციაშიც მოხვდები, იმას უნდა მოერგო, როგორც ქამელეონი. 

– რამდენიმე თვის წინ ექსკლუზიურად გამიმხილე ამერიკაში შენი სოლო კონცერტის შესახებ, რომელიც ძირითადად ქართული, ქალაქური ჟანრის რეპერტუარზე იყო აწყობილი. თანაც, მას მსოფლიოში ცნობილი ჯაზ „ლინგსბენდი“ ასრულებდა სპეციალურად ნუცა შანშიაშვილისთვის. 

– ქართულმა სიმღერებმა ამერიკელების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. უპირველესად, თვითონ მუსიკოსები იყვნენ აღფრთოვანებულები. ძალიან მოსწონდათ, რასაც უკრავდნენ. გარემიქსებული იყო ჩვენი სიმღერები. კონცერტი ორ საათზე მეტხანს მიდიოდა. ასევე შესრულდა ჯაზში გაკეთებული რამდენიმე ფრანგული და პორტუგალიური სიმღერა. კონცერტი ჩატარდა ელიტურ საკონცერტო დარბაზში, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ვარსკვლავს დაუკრავს. მყავდა ცნობილი ბრაზილიელი ხმის რეჟისორი – რუბი, რომელიც ხულიო იგლესიასს და ქრისტინა აგილერას უკეთებს საუნდს. ფონად ჩემი, დეიდაჩემის, ბიძის, დეიდაშვილის ნახატების სლაიდი მქონდა. ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის, როცა დედაჩემი ჩამოფრინდა. გამოვაცხადე, რომ შემდეგ სიმღერას ვუძღვნი დედას, რომელიც ახლა ამ დარბაზშია და ვიმღერე „თბილისო“. ნიუ-იორკის შემდეგ კონცერტი მქონდა ჩიკაგოში, ისრაელში. სამი საათის განმავლობაში არ გვიშვებდნენ სცენიდან, ისეთი ამბავი იყო. ასეთი დაძაბული მხოლოდ „ედიტ პიაფის“ პრემიერის წინ ვიყავი, მაგრამ ეს სულ სხვა დაძაბულობა გახლდათ. უზარმაზარი აუდიტორია უცხოელებით იყო სავსე, კონცერტი ბოლომდე უნდა წამეყვანა ინგლისურ ენაზე, პლუს ახალი მუსიკოსები, მსოფლიო ვარსკვლავები... ყველაფერს უნდა შეეწყო და მოერგო ისე, თითქოს მთელი ცხოვრება მათთან ერთად უკრავ და მღერი. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებდა ჩემს შინაგან დაძაბულობაზე. შენი აფიშა ჰკიდია მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით – ეს ხომ, ძალიან ბევრს ნიშნავს. ჯაზი ქართულად, ბროდვეიზე „თაუნჰოლში“ „ლინგს ბენდთან“ ერთად არავის შეუსრულებია ისევე, როგორც მე ვიყავი პირველი ქართველი, რომელმაც ავიღე პრიზი „ჩაიკა“.

– შენ ხარ ძალიან წარმატებული მომღერალი, მსახიობი, მხატვარი, მომხიბვლელი ქალი. შენი მეუღლეც – კარგი პროდიუსერი და უბრალოდ, სიმპათიური მამაკაცია. ერთმანეთზე ეჭვიანობის მომენტი თუ გაქვთ?

– როდესაც მარტო იმაზე ფიქრობ, რომ გვერდით მყავდეს და არ მიღალატოსო, სწორედ მაშინ გიღალატებს. რაც უფრო იზიდავ, მით უფრო განიზიდავ. ყველანი დროის ბორბალს ვეკუთვნით. ცხოვრება ისე სწრაფად მიდის, რომ არაფერს არ უნდა გამოეკიდო, ვერაფერს დაიტოვებ, ვერავის  ჩაისვამ ჯიბეში – ვერც ქმარს, ვერც შვილს... შენ თუ ამ ყველაფერს შეხედავ სხვა კუთხით – როგორც ღვთის საჩუქარს, მით უფრო ლამაზი იქნება ცხოვრება. ჩემთვის შეიძლება არ იყოს ის ღალატი, რაც სხვისთვის ღალატია. ყველაფერი იწყება ტყუილიდან, მაგრამ მასაც მედალივით ორი მხარე აქვს. ხანდახან ტყუილი შეიძლება, დაგჭირდეს სიკეთისთვის. ისეთი სიმართლე არ მითხრა, რომელიც გამანადგურებს. ისეთი ტყუილი მითხარი, რომ ბედნიერი ვიყოო, – ნათქვამია. თემურთან რომ მქონოდა მსგავსი შემთხვევა, ერთად აღარ ვიქნებოდით. რამდენჯერ თვითონ მოუტანია ეროტიკული სასცენო კაბა და რომ ჩამიცვამს, აღფრთოვანებული დარჩენილა. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა მას პირველად შევხვდი. ასეთი სიტყვები მითხრა: მთელი ოცდაათი წელი ოკეანის იქით ვცხოვრობდი და შენ გელოდებოდიო. ეს მშვენიერ ფრაზად დარჩება ჩემს ცხოვრებაში. ერთ-ერთ ფილმში მნახა და დაინტერესდა. მერე, ერთმანეთი ჩვენმა საერთო მეგობარმა, ფარიკ მაჰმუდოვმა გაგვაცნო, რომელთან ერთადაც სპექტაკლ „ედიტ პიაფში“ ვთამაშობ. მეც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ოკეანის იქით მივფრინავდი არა მხოლოდ გასტროლების გამო, არამედ იმისთვის, რომ აუცილებლად ვიღაცას უნდა შევხვედროდი, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. ერთადერთი მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც არ შეეშინდა ჩემი სცენისადმი თავდადებული სიყვარულის, არ შეეშინდა ჩემი თავისუფლების. მას ჩემში მოეწონა სწორედ ის, რაც საკუთარ თავში მიყვარს – თავისუფლება, ორიგინალურობა და სიყვარული ყველაფრის მიმართ.

– ამ დროს უკვე ქმარს იყავი გაცილებული...

– კი. გაცილებული ვიყავი. არაფერი მაკავებდა და არანაირი ცოდვა არ მედო მხრებზე. ჩვენ ერთად ოთხი წელი ვიყავით. ერთმანეთს იმიტომ დავშორდით, რომ სხვადასხვა მიზანი, შეხედულებები გვქონდა. თანდათან ვხვდებოდით, რომ ერთმანეთისთვის არ ვიყავით შექმნილი. იმ დროს თემურიც გაცილებული იყო ცოლს.

– შენ თქვი, ერთმანეთში ღალატი რომ ყოფილიყო, ერთად აღარ ვიქნებოდითო. ვფიქრობ, შენთვის თემური იმდენად ძვირფასია, მასთან ერთად იმდენი კარგი და ალბათ, ცუდიც გამოიარე, რომ ასე იოლად ვერ გადაუსვამ ხაზს.

– რა თქმა უნდა, ასეც არის, მაგრამ რაღაც ხომ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში ისეთი, რომ მიხვდე, შეგიძლია პატიება თუ არა. ჩვენს ურთიერთობაში ჯერ არ მომხდარა მსგავსი რამ. თუ მაინც მოხდა ღალატი, ჩათვალე, რომ რაღაც საინტერესო იყო შენს ცხოვრებაში და დასრულდა. წარსულს ვერ გაეკიდები, ვერც მომავალს, იმიტომ, რომ არ იცი, რა იქნება მომავალში. ღმერთმა დამიფაროს, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდე, მაგრამ, ალბათ, მაინც ვაპატიებდი. მეც თუ ვიღაც შემიყვარდა და ახალი ეტაპი დაიწყო, მაშინ დაიწყება კიდეც. არ შეიძლება სხვაზე ჩამოკიდება. ბევრი ქალის თვისებაა ეს – მარტო დავრჩი, დავიღუპე. ეს მენტალიტეტი უნდა განიკურნოს, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც მიაჩნიათ, რომ აუცილებლად უნდა გათხოვდეს, გააჩინოს ათასი ბავშვი. ქმარი კი უნდა მოდიოდეს და მოჰქონდეს ბევრი ფული. მას უნდა ჰყავდეს საყვარელი და მერე ცოლმა თუ გაიგო საყვარლის შესახებ, ატყდება საშინელება. ბოლოს კიდევ ერთ შვილს გაუჩენს, რომ შეიძლება, ამის გამო მაინც არ წავიდეს ჩემგანო და... კაცს თუ აღარ უყვარხარ, მაინც არ გაჩერდება. იმას არ ვამბობ, რომ ქალი კაცზე ძლიერი უნდა გახდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ქალი უნდა იყოს თავისუფალი, პატივსაცემი პერსონა, ისევე, როგორც ეს ამერიკაშია. იქ არ ხდება ასე, რომ ქმარი გაშორდა და ცოლმა თავი ჩამოიხრჩო ან ვენები გადაიჭრა. ყველას თავისი ცხოვრება და საქმე აქვს.

– მოგვიყევი შენს წარსულზე, რა გზა გამოიარე ცხოვრებაში, რაზე გტკენია გული.

– სიყვარულში ბევრჯერ წავაწყდი პრობლემებს. შეიძლებოდა, ვინმე უაზროდ შემყვარებოდა. ბევრჯერ მქონია ისეთი სიტუაციები, ცოლიანი მამაკაცი შემყვარებია, მაგრამ არაფერი გამომიხატავს, ისე ჩამიკლავს გულში. სხვა დროს თუ გამოვხატავდი ჩემს გრძნობებს, აუცილებლად გადამეტებულად გამომდიოდა და რადგანაც მამაკაცებს გადამეტებული არაფერი უყვართ, სულ ვიტანჯებოდი. ძალიან ლამაზი ლექსი მაქვს დაწერილი სიყვარულზე, თუმცა არავისთვის მიმიცია წასაკითხად. ლექსებიც რომ წამეკითხა, ალბათ, გიჟი შეყვარებულის შთაბეჭდილებას დავტოვებდი. ჩემი შეცდომაც სწორედ ეს იყო, რომ ჩემს გრძნობას ზედმეტად გამოვხატავდი. თავის შეკავება არ შემეძლო. კაცს ეგრევე ვეუბნებოდი, მიყვარხარ, შენზე ვგიჟდები, მენატრები, შენ გვერდით ყოფნა მინდა-მეთქი, ანუ როლები იცვლებოდა. მე ვხვდებოდი ქალებზე მონადირე კაცი  და მამაკაცი – კეკლუცი ქალი. კარგა ხანს გაკვირვებულები რჩებოდნენ.  რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ჩამოსვლაზე, ერთი მეგობარი შევიძინე, რომელიც მერე ჩემი სტილისტი გახდა. ამ ადამიანმა იმხელა სითბო და სიყვარული დამანახვა, ვერ წარმოიდგენ. სიღნაღში წამიყვანა, ეკლესიაში ავედით, იქიდან გადმომახედა. ეს, ალბათ, უდიდესი ფიზიკური ლტოლვის თანასწორია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიმაღლეზე ვიდექი და თითქოს სხეულით ვგრძნობდი ბედნიერებას.

 

скачать dle 11.3