კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

დალაი ლამა – ავსტრალიის კულინარიულ შოუში

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა, დალაი ლამამ, ავსტრალიის ტელევიზიის კულინარიულ შოუ „მასტერ ჩიფში” მიიღო მონაწილეობა როგორც მიწვეულმა სტუმარმა. ავსტრალიაში ვიზიტად მყოფი დალაი ლამა გადაცემის პროდიუსერებმა შოუში მონაწილეთა შესაფასებლად მიიწვიეს. საპატიო სტუმარმა გადაცემის განმავლობაში მზარეულების მიერ მომზადებული სხვადასხვა კერძი დააგემოვნა, თუმცა, გამარჯვებულის გამოცხადებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მისი მხრიდან ულამაზო იქნებოდა დასკვნების გამოტანა და კერძებს შორის საუკეთესოს გამოვლენა. ეს მისი საქმე არ არის, რადგან ამით შეურაცხყოფას მიაყენებს შოუს მონაწილეებს.

სიმღერა ნელსონ მანდელასთვის

18 ივლისს სამხრეთ აფრიკის ექსპრეზიდენტს და აპარტეიდთან ბრძოლის გმირს, ნელსონ მანდელას, 93 წელი შეუსრულდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ჯგუფმა U2-მა მას სიმღერა – პოპულარული Happy Birthday-ს ახლებური ვერსია მიუძღვნა, რომელიც ფილადელფიაში გამართული კონცერტის დროს შეასრულეს. სიმღერის ცოცხალი შესრულება ვიდეოკამერაზე ჩაწერეს და ნელსონ მანდელას გაუგზავნეს. მანდელას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო ნიუ-იორკშიც გაიმართა. რესტორან „ფორ სიზონში” გამართულ ღონისძიებას ჰოლივუდის ვარსკვლავი – მორგან ფრიმენი უძღვებოდა, რომელსაც კლინტ ისტვუდის ფილმში ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი მანდელას როლი აქვს შესრულებული.

არაბები ობამათი უკმაყოფილონი არიან

„პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი ადმინისტრაციის რეიტინგი არაბულ ქვეყნებში გაცილებით დაბალია, ვიდრე მის წინამორბედს – ჯორჯ ბუშ-უმცროსს ჰქონდა“, – იტყობინება გავლენიანი „ვაშინგტონ პოსტი”. ეგვიპტეში, იორდანიაში, ლიბანში, მაროკოში, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ, ადგილობრივი მოქალაქეების აზრით, ობამამ არ გაამართლა ის იმედები, რაც მასთან დაკავშირებით ჰქონდა არაბულ სამყაროს. ობამას პოლიტიკის შეცდომად არაბებს ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია და პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტაში ნეგატიური როლის შესრულება სახელდება. 

ქიმიოთერაპია ჩავესისთვის

ვენესუელის პრეზიდენტს, უგო ჩავესს, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ კიბოს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, ქიმიოთერაპიის კურსს კუბაში ჩაუტარებენ. ჩავესის თქმით, ჰავანაში იგი მკურნალობის მეორე კურსს გაივლის და, არაა გამორიცხული, დამატებით კიდევ ბრაზილიაში, სან-პაულოს ერთ-ერთ ჰოსპიტალშიც ჩაიტაროს მკურნალობის კურსი. შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში ჩავესმა არაგეგმური ოპერაცია გაიკეთა კუბაში, რამაც უამრავი ეჭვი და ჭორი გააჩინა. საბოლოოდ, თვის ბოლოს, ქარიზმატულმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ მენჯიდან კიბოს სიმსივნის მოკვეთის ოპერაცია გადაიტანა და თავის მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდა. 

მედვედევმა ლუდი ალკოჰოლს გაუთანაბრა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, ლუდი ალკოჰოლურ სასმელებს გაუთანაბრდა და მისი მოხმარება სახალხო თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, ეზოებში და ტრანსპორტის გაჩერებებზე აიკრძალა. დოკუმენტი, რომელშიც ცვლილება შევიდა, ითვალისწინებს ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ლუდის გაყიდვის აკრძალვას ღამის 23 საათიდან დილის 8 საათამდე. მანამდე მსგავსი შეზღუდვა მხოლოდ არაყსა და სხვა ძლიერ სპირტიან სასმელებზე ვრცელდებოდა, 2013 წლის 1 იანვრიდან კი, მათ რიცხვში ლუდიც შევა. კანონი, ასევე, ითვალისწინებს, რომ, მისი ამოქმედებისთანავე, ლუდის გაყიდვა აიკრძალება ჯიხურებში, რკინიგზის სადგურებში, ავტოგასამართ სადგურებსა და აეროპორტებში.

 

скачать dle 11.3