კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდენტობამოუვლელები

 

მაშინ, როდესაც ქართული ბანკები სუფთა მოგებების რვანიშნა მაჩვენებლებზე გადიან, შავი დღე უდგას აშშ-ის საფოსტო სამსახურს, რომლის სუფთა წაგებამაც 2010 წელს 8,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ სავალალო მონაცემების გამო, ამერიკის საფოსტო სამსახური გამოსავალს ეძებს, ამიტომაც ფოსტების დახურვა რამდენიმე თვეში დაიწყება, სულ კი ამ სისტემაში 574 000 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, ყველაზე საინტერესო (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის) ის არის, რომ ინფორმაციამ ფოსტების დახურვის შესახებ  უამრავი ამერიკელი საზოგადო მოღვაწე აღაშფოთა. აღშფოთების მოტივი შემდეგნაირია: მათი აზრით, ჯერ ერთი, ფოსტების დახურვა მათი ქალაქების იდენტურობას დააზარალებს და, მეორეც, ხანდაზმულ ადამიანებს ფოსტის მიღებასა და წერილების გაგზავნაში შეეშლებათ ხელი.

ამერიკელ საზოგადო მოღვაწეთა აღშფოთებას ფოსტის მინისტრი ოპერატიულად გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ საფოსტო სამსახურის მასშტაბების შემცირება ქალაქების თვითმყოფადობას არ შეეხება და მოსახლეობისთვის ფოსტის მიწოდება კვლავაც შეუფერხებლად და ოპერატიულად განხორციელდება. მეტიც, შენარჩუნდება აქამდე არსებული სახელები და კოდები.

ხოლო, რაკი აშშ არა მხოლოდ ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მასწავლებელიცაა, ფოსტის ეს ერთი მაგალითიც მოწმობს, რომ დასასწავლი კვლავაც ბევრი გვაქვს: თუნდაც, დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს დაფინანსება ისე შეუწყვიტეს, რომ იდენტობა არავის გახსენებია (არც საზოგადო მოღვაწეებს). და, რადგან, მიუხედავად ხანდაზმულობისა, ასე უღმერთოდ მამადავიწყებულები ვართ, იქნებ ამ ჩვენს ახალგაზრდა მასწავლებელს ჩვენი სწავლებისთვის ხელი საფუძვლიანად მოეკიდა?!

 

скачать dle 11.3