კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძებნილი ბოროტმოქმედი და მილიციის მაღალჩინოსნის ტანწერწეტა მეუღლე

 

ერთხელ მოსკოვში მიმავლინეს ერთ-ერთ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენი ჯგუფის უფროსი „მურის“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და მის განკარგულებაში ვიმყოფებოდი. მე ერთ-ერთი ძებნილი ბოროტმოქმედის თვალთვალი მევალებოდა.

– მის აყვანას ჯერ არ ვაპირებთ, მხოლოდ უნდა ვუთვალთვალოთ, რათა მისი კავშირები დავადგინოთ, – ამიხსნა უფროსმა და მეც მოქმედება დავიწყე. მთელი დღის განმავლობაში ის კაცი სახლში იმალებოდა და გარეთ არ გამოდიოდა. ამიტომ, მე მოპირდაპირე ბინიდან ვუთვალთვალებდი და ყველაფერს ვაფიქსირებდი. საღამოს ჩემი შემცვლელი მოდიოდა. მე ჯერ ჩემს უფროსს ვაბარებდი დეტალურ ანგარიშს, შემდეგ კი დასაძინებლად მივდიოდი.

ერთი კვირის თავზე ჩემს ობიექტს ქალი ეწვია და ჩემს თვალწინ ძალიან ვნებიანი დღე გაატარეს. უწესობაა, მაგრამ, ნაბრძანები მქონდა თვალთვალი  და მთელ მათ ინტიმურ სცენებს ყურადღებით ვაკვირდებოდი. ქალი გარეგნულადაც კარგი იყო და „საქმეც“ მშვენივრად იცოდა. მას ზურგზე ძალიან ლამაზი ხალი ჰქონდა, ჭიპზე კი პეპელა ეხატა, რაც იმ დროს „უცხო ხილი“ იყო. საღამოს ქალმა ჩაიცვა და წავიდა. მე ერთ საათში შემცვალეს და ანგარიშის ჩასაბარებლად უფროსის კაბინეტში შევედი.

– აბა, მომიყევი, რა ნახა დღეს შენმა მახვილმა თვალმა? – კეთილგანწყობილად მითხრა უფროსმა და სკამზე მიმითითა.

მე მას დეტალურად ავუწერე ინტიმური სცენები.

– კარგი გარეგნობის თუ იყო? – დაინტერესდა ჩემი უფროსი ქალის სილამაზით.

– მაღალი, გრძელფეხება, ქერათმიანი... – ის იყო, დავიწყე ქალის გარეგნობის აღწერა, რომ მოულოდნელად კაბინეტის კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი ქალი შემოვიდა.

– მაშენკა, რამ შეგაწუხა, ძვირფასო? – შეეგება შემოსულს ჩემი უფროსი და, მას შემდეგ, რაც ფული მისცა და გაისტუმრა, კვლავ მე მომიბრუნდა:

– ქერათმიანი... შემდეგ? – მკითხა მან.

მე ენაჩავარდნილი ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ გამოვმძვრალიყავი სიტუაციიდან, რადგან, ხალი და ჭიპთან მიხატული პეპელა რომ მეხსენებინა, ის აუცილებლად ამოიცნობდა ძებნილის საყვარელში თავის მომხიბვლელ მეუღლეს – მაშენკას...

პოლკოვნიკ მალხაზ ზარიძის

ნაამბობის მიხედვით

 

скачать dle 11.3