კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განცხადება: „ახალგაზრდა ინტელიგენტი კახელი იქირავებს ბინას დიასახლისთან“.

 

მომაკვდავი ქმარი ამშვიდებს ცოლს:

– ნუ ტირი‚ საყვარელო! შენ კიდევ მოასწრებ გათხოვებას...

– სისულელეს ნუ ლაპარაკობ... ეს რომ ათი წლის წინ  მომხდარიყო, კიდევ ჰო...

***

– ექიმო‚ მარცხენა გვერდზე ძილი არ შემიძლია...

– არ გიცდიათ‚ მარჯვენა გვერდზე დაგეძინათ?

– როგორ არა‚ მაგრამ, მაშინ ყველაფერი მესმის‚ რასაც მეზობლები ლაპარაკობენ და ის არ მაძინებს...

***

– პეტკა‚ გაიგე? ამერიკელები მთვარეზე გადავიდნენ...

– ხედავ‚ ვანია‚ სად გავაქციეთ კაპიტალისტები?

***

– მან შეასრულა პიესის პირველი აქტი‚ შემდეგ ერთი-ორი გადაჰკრა და არაჩვეულებრივად შეასრულა... პირველი აქტი...

***

როცა კაცი ჩქარობს‚ ის ან ქალთან მიდის, ან  – დასალევად‚ და თუ ქალისგან ბოთლით გარბის – ფეხბურთზე.

***

უცოლო მამაკაცის განცხადება:

„ვეძებ ცხოვრების თანამგზავრს. პირველ და ბოლო სართულებს ნუ შემომთავაზებთ“.

***

მომაკვდავს ეკითხებიან:

– თქვენი უკანასკნელი თხოვნა?

– დაიკლოს ფასებმა რიტუალურ მომსახურებაზე!

***

ამერიკელები მარსისკენ  მიფრინავენ‚ მზად აქვთ დროშა და ტრაფარეტი: „ჩვენ აქ პირველები ვიყავით“. მიფრინდნენ‚ გადავიდნენ‚ ხედავენ სტაფილოსფერი სპეცტანსაცმლიანი ადამიანები ჩამომსხდარან‚ ეწევიან‚ ბაასობენ...

– თქვენ ვინა ხართ? 

– ქართველები. ასფალტს ველოდებით‚ გზები გაგვყავს...

***

– მიხო‚ ისევ მიტუასთან ჩასკდი? რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო‚ კაცო‚ შენთვინა გრამიც არ შაიძლება...

– გეფიცები‚ მარო‚ გრამი თუ დამელიოს‚ ლიტრებითა ვსვამდით...

***

დღიურიდან: „დამეკარგა პროტესტის გრძნობა... გადავიხადე გადასახადები – მაშინვე დამიბრუნდა პროტესტის გრძნობა...“

***

ზეთავხედობა: მისცე ქრთამი და მოითხოვო ხელწერილი მისი მიღების შესახებ.

***

ტყეში კოკაინით სავსე დიდი ტომარა ჩამოვარდა... ლომმა იპოვა და კრება მოიწვია‚ რომ განეხილათ, სად წაეღოთ ან როგორ გამოეყენებინათ.

პირველი კურდღელი წამოხტა:

– მეზობელ ტყეში მეგობარს დისკოთეკა აქვს‚ იმათზე გავასაღებ...

– ო‚ კარგი აზრია! ნახევარი წლის შემდეგ კი ფულს დავითვლით.

გავიდა ნახევარი წელი. კურდღელი არ ჩანს. ლომმა თავისთან იხმო:

– აბა‚ ყურცქვიტავ‚ ფული მოიტანე?

– სად არის ფული?

– მაშ‚ კოკაინი დააბრუნე?

– არც კოკაინია. მეშინოდა‚ მეთქვა – მთელი ტავარი დრაკონმა წამართვა.

– წამო‚ მაჩვენე შენი დრაკონი და იცოდე, თუ იტყუები...

გავიდნენ ტყის პირას. კურდღელმა კუნძზე დადო კოკაინის ულუფა. სად იყო და სად არა‚ გადმოხტა ხვლიკი და კოკაინი უხმოდ გააცუნცულა.

ლომმა კურდღელს ყურებში სტაცა ხელი:

– ესაა დრაკონი? ეს ხომ საცოდავი ხვლიკია!

– კი‚ ახლა საცოდავი ხვლიკია‚ აბა ნახევარი წლის წინ გენახა?!

***

 ექსკურსანტები მუზეუმში:

– ო‚ როგორი ფრესკებია!

– წავედით‚ წავედით‚ ეს ნესტისგანაა...

***

„ჩაინიკის“ კომპიუტერული პროგრამა არ მუშაობს. შევიდა ოთახში‚ სადაც სხედან იუზერი‚ პროგრამისტი და ჰაკერი.

იუზერი: აი‚ ნახე‚ მე დავრეკავ და ორ-სამ დღეში შენს პრობლემას აღმოფხვრიან.

პროგრამისტი: ნახე‚ ახლა ერთ პროგრამას მივცემ და ერთ საათში შენი პრობლემაც გადაწყდება.

ჰაკერი: მოდი‚ შენს კომპიუტერზე ვირუსს გავუშვებ და წუთში სულ დაგავიწყდება, კომპიუტერს საერთოდ თუ ჰქონდა პრობლემა.

***

– გოგონა‚ ვინმემ გითხრა‚ რომ შენ ძალიან ლამაზი ხარ?

– არა...

– ვა‚ ჩემი‚ რა ყველა პატიოსანია!

***

– ბიჯო‚ გუშინა მიხოსთან ისე მაგრა დავთვერი‚ დილით როგო ახალდაბადებული‚ იგრე გავიღვიძე...

– ვა‚ ეგეთი კარგი ღვინო აქ მიხოსა?

– არა‚ ჯო‚ კომბოსტოში მიპოვეს და გამაღვიძეს...

***

ყველა კაცი მხეცია‚ ცხოველი, ოღონდ‚ ზოგი მათგანი – შინაური...

***

– სამსახურის შემდეგ სახლში წამიყვან?

– კი მაგრამ, შენ ხომ გყავს მანქანა?

– მანქანა – კი‚ მართვის მოწმობა – არა‚ პატრულმა ჩამომართვა.

– რატომ?

– ქუჩაში ერთდროულად 12 ხაზი გადავკვეთე.

– ეს როგორ?

– ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მანქანით გადავიარე – ტროტუარიდან ტროტუარამდე...

***

ქორწინებაში მყოფი წყვილი სექსის სამ სტადიას გადის და‚ შესაბამისად, ადგილებიც იცვლება:

ყველა მოხერხებული ადგილი – ახალგაზრდა წყვილისთვის;

საძინებელი ოთახი – სტაჟიანი ცოლ-ქმრისთვის;

სამზარეულო – ასაკოვანი წყვილისთვის‚ რომლებსაც სხვადასხვა ოთახში სძინავთ და‚ შემთხვევით გაღვიძებულები, შეხვედრისას ერთმანეთს სექსის ამსახველი სიტყვებით ამკობენ.

 

скачать dle 11.3