კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნიშან-თვისებებს გვძენს დაბადების წელი და რომელ წლებში დაბადებული ადამიანები არიან მეტად სექსუალურები და მეოჯახეები

 

დაბადების წელთან, ადამიანის სექსუალურობასა და კარიერულ წინსვლასთან პირდაპირი კავშირი არსებობს. 

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ყველაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი ვირთხის, მაიმუნის და გველეშაპის წლებში დაბადებული ადამიანები არიან. ისინი საპირისპირო სქესს სასიყვარულო-რომანტიკული საიდუმლოებებით ახვევენ თავბრუს და აჯადოებენ. მათ შესწევთ უნარი, ისე დააკარგვინონ თავი სასურველ ადამიანს, რომ თავის ჭკუაზე ატარონ. აგრეთვე, შეუძლიათ, თავადაც ჩაიდინონ სიგიჟეები სიყვარულის გამო. ხშირად კი მათი სასიყვარულო ურთიერთობა ინტიმურ-სექსუალურ გაგრძელებას არ ითვალისწინებს. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ლოდინის ტაქტიკას მიმართავენ და არ უყვართ ურთიერთობებში სისწრაფე. ხშირად უპირატესობას პლატონურ სიყვარულს ანიჭებენ. არიან გონიერები და აზროვნებენ საღად. მათ მატერიალური კეთილდღეობა და სიმშვიდე სჭირდებათ. აღელვებთ ახლობლების მდგომარეობა და პრობლემები. თუ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებენ, აგრესიულები და ფეთქებადები ხდებიან. ასევე, ვირთხის, მაიმუნის და გველეშაპის წლებში დაბადებული ადამიანები კარგი მეოჯახეები არიან.

ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებული ადამიანები ძალიან რომანტიკულები არიან, ასევე ძალიან ნებისყოფიანები და მეოჯახეები. გამოირჩევიან კარგი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით. აქვთ სხარტი გონება და განვითარებული ინტელექტი, რაც ყველა სფეროში ეხმარებათ. ხშირად რჩებიან მარტო და ვერ იტანენ წინააღმდეგობებს. არასდროს კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგით და წინ იხედებიან. სასიყვარულო სფეროში მეტად ვნებიანები არიან. არ არის გამორიცხული, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევენ, ბევრი წინაღობის, განსაცდელისა და ტკივილის გადალახვა მოუწიოთ, მაგრამ ბრძოლით შედეგს მაინც აღწევენ.

ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებული ადამიანები ძლიერი ბუნებით გამოირჩევიან. არიან ნებისყოფიანები, ცვალებადი ბუნების; შესწევთ იმის ძალა, რომ საყვარელი ადამიანის ყურადღების მოსაპოვებლად ბევრი იბრძოლონ. ამის გამო ხშირად ცდებიან, რადგან ვეღარ ამჩნევენ რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებსა და მძიმე ხასიათს. უყვართ ლიდერის პოზიციაზე ყოფნა და პასუხსიმგებლობის საკუთარ თავზე გაუაზრებლად აღება. ამის გამო ხშირად უწევთ კამათი გარშემო მყოფებთან. ამ წლებში დაბადებული ადამიანები ადვილად ახერხებენ, იყვნენ წარმატებულები როგორც კარიერაში, ისე სასიყვარულო სფეროში. უმრავლესობა კი დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს.

კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები დამოუკიდებლობით გამოირჩევიან. ისინი ხშირად ამოუცნობები არიან გარშემო მყოფებისთვის. ახასიათებთ გარეგნული სიმშვიდე, მისტიკური აზროვნება, შეუპოვრობა და საპირისპირო სქესთან ბატონობის უნარი. ისინი ბუნებით თავისუფლები არიან და არ უყვართ, როცა საყვარელი ადამიანი რამეს უკრძალავს. ამ წლებში  დაბადებულები გამოირჩევიან სექსუალურობითა და თბილი ბუნებით. შეუძლიათ საყვარელი ადამიანის გამო მსხვერპლზე წასვლა. ასევე, სრული ჰარმონიის დამყარება როგორც სულიერ, ისე ინტიმურ სფეროში. კარიერაში დიდი ძალისხმევით აღწევენ წარმატებებს და ამ დროს შესწევთ უნარი, მოთოკონ პირადი გრძნობები.

 

скачать dle 11.3