კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1994 წლის 18 მაისს, დღის საათებში, თუ ელის წარმატებები ფეხბურთში და რომელი პროფესიაა მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: გეტყვით, რომ მისთვის სპორტი დიდი წარმატების მომტანი არ იქნება, თუმცა ის არც ცუდია. შრომისმოყვარეობისა და შეუპოვრობის წყალობით, შესაძლოა, სპორტში წარმატებებს მიაღწიოს. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფიტოთერაპია, სუჯუკთერაპია, ჰომეოპათია, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმიანობა, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო დეპარტამენტები, სადაზღვევო კომპანიები, ასევე, მუშაობა კონტროლის პალატაში. აგრეთვე, წარმატებულია საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული საქმიანობა, საფინანსო სფერო.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 17 მაისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის არც კარგია და არც ცუდი, ანუ, საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 6 მაისს. რომელ პროფესიაში მელის წარმატება და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები ჩემთვის ასტროლოგიურად?

პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან თქვენთვის მისაღებია: ინგლისის დასავლეთი ნაწილი, ბელგია, კანადა, სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატები, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ჩეხოსლოვაკია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, მალტა, პაკისტანი; პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმიანობა,  ავიაციის ბიზნესი, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, საკურორტო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 23 აპრილს, დღის 3 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესიებია მეტად წარმატებული?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა იყოთ უფრო მეტად აქტიური და ენერგიული, გამოავლინოთ დადებითი თვისებები; ასევე, იყოთ ინიციატივიანი, შეძლოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. ამავდროულად, იმოქმედეთ უშიშრად, გამოავლინეთ შესაძლებლობები, გქონდეთ საკუთარი თავის იმედი. ასევე, იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი; დაეყრდენით ინტუიციას და დაიცავით თქვენი საიდუმლო – ამ თვისებების გამოვლენა თქვენს წარმატებას შეუწყობს ხელს. ასევე, გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა და რაღაც პერიოდი იქ ცხოვრება კარგი იქნება თქვენი მომავლისთვის. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: სპორტი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მედიცინის ყველა დარგი, ფარმაცევტიკის გამოკლებით, არატრადიციული მედიცინა, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო საქმიანობა, მაკონტროლებელი ორგანოები, საგადასახადო სფერო, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1986 წლის 15 თებერვალს. მინდა, ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული ვაჩუქო. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი ქვა იქნება მისთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: საფირონის, ცირკონის, ძოწის, ქალცედონის, ნეფრიტის, ჟადეიტის, ლაზურიტის, ლალის ქვები. ამიტომ, სწორედ ამ ასტროლოგიურ ქვებს მიანიჭეთ უპირატესობა.

 

скачать dle 11.3