ელექტრონული მუსიკის ნონ-სტოპ ფესტივალზე თბილისში ოზი ოსბორნის შვილი დაუკრავს
29 ივლისს, ვაკის პარკში დაიწყო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სამდღიანი ნონ-სტოპ ფესტივალი, სახელწოდებით – Dj@fest,
მისი ორგანიზატორია საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც დიჯეი გუგა ჟღენტი ხელმძღვანელობს. ფესტივალზე უკრავენ ქართველი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ცნობილი დიჯეები – ოზი ოსბორნის შვილი ლუი ოსბორნი, Noir, Lopazz, Tony Rohr, Jacob Moor, Neurotron, Knyaginya, Erman Erim, Marika Rossa, Dilo და სხვები. ფესტივალი დასრულდება დღეს, პირველ აგვისტოს. ფესტივალის სტუმრები „ჰოლიდეი ინში” ცხოვრობენ. ფესტივალს ვიზუალურად აფორმებს ვიზუალისტი გიორგი მოზგოვოი. ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ჰყავს ოცდაექვსი სპონსორი და მხარდამჭერი. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. რაც მთავარია, ვაკის პარკში დიჯეებს მოუსმინა ნებისმიერმა მსურველმა, რადგან ფესტივალზე დასწრება უფასოა.