კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვახო ბიჭიკაშვილი დაოჯახდა

 

 

 „კომედი შოუს” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე, ხუჭუჭა კასპელი, ვახო ბიჭიკაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული გახლავთ სოფო რევია, რომელთანაც ვახოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს. ისინი თითქმის ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ, სიყვარული მხოლოდ წელიწად-ნახევრის წინ მოვიდა. სოფო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობს. როგორც წყვილი გვიყვება, ორივემ იცოდა, რომ მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდებოდა, თუმცა, კონკრეტულად, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, არ უსაუბრიათ. აზრი, რომ ერთად დაეწყოთ ცხოვრება და ამის აღსანიშნავად ბათუმში ერთად წასულიყვნენ, სპონტანურად გაჩნდა. დაუგეგმავად წავიდნენ და, როგორც თვითონ ამბობენ, ჯერ კიდევ არ მოსულან გონს. 

სოფო რევია: სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტეთ დაქორწინება. ახლა ვერც ქორწილზე ვფიქრობთ და ვერც იმაზე, რა იქნება მომავალში. ახლა ბათუმში მეგობრებთან ერთად ვართ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ცოტა ხანში თბილისში ჩამოვალთ, დავმშვიდდებით, აჟიტირება და ეიფორია გაგვივლის და ქორწილის საკითხსაც გადავწყვეტთ. 

 ვულცავთ წყვილს დაქოწინებას და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებთ!

 

скачать dle 11.3