ანი სირაძის სოლო კონცერტი ბათუმში
მომღერალი ანი სირაძე, ყველასთვის საყვარელი კომპოზიტორისა და შემსრულებლის, ეთერ ჭელიძის შვილიშვილი, „ჯეოსტარის” შემდეგ აქტიურად განაგრძობს სასიმღერო კარიერას. დიდხნიანი მომზადების შემდეგ, პირველ აგვისტოს, ბათუმში, რესტორან „თამარის სამეფოში” სერიოზული სოლო კონცერტი აქვს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანის მეგობრები, „ჯეოსტარისა” და „ვარსკვლავების აკადემიის” მომღერლები. ანის გვერდით ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს იქნებიან „საბავშვო ევროვიზიის“ ფინალისტებიც.