კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეძებენ უკრაინიდან ახალციხეში და ვისი ფოტო გადაარჩინა ხანძრისგან უკრაინაში მცხოვრებმა შვილიშვილმა

 

55 წლის ალექსანდრე გერმანის ძე ბოდიაგოვი ეძებს ბაბუის – იაკობ დემიდის ძე მაკედონსკის შთამომავლებს

ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემის ფესვებს. ბაბუა დაბადებული იყო დაახლოებით 1906-1910 წლებში. შენახული გვაქვს მისი ორი ფოტო, რომელთაგან ერთ-ერთი დათარიღებულია 1934 წლით. ვიცით, რომ ბაბუამ ცოლად შეირთო ახალციხეში მცხოვრები ქართველი ქალი. ბაბუა იზრდებოდა უკრაინის ქალაქ უმანის ბავშვთა სახლში და ომის შემდგომ საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია ბაბუას მეუღლის სახელი და გვარი. ამჟამად ისინი უკვე ცოცხლებიც აღარ იქნებიან, მაგრამ იმედი გვაქვს, ვიპოვით მათ შთამომავლებს. მე ვცხოვრობ უკრაინაში, ქალაქ უმანში და თქვენი რუბრიკა ჩვენი ერთადერთი იმედია.

– რა იცით ბაბუის შესახებ და როგორ დაკარგეთ ერთმანეთი ნათესავებმა?

– ბაბუაჩემი, იაკობ დემიდის ძე მაკედონსკი, დაიბადა დაახლოებით 1906-1910 წლებში, უკრაინაში, ქალაქ უმანში. ბაბუას ჰყავდა და, ალექსანდრა დემიდის ასული მაკედონსკაია (რომელიც ჩემი ალალი ბებიაა დედის მხრიდან). და-ძმა იზრდებოდა უმანის ბავშვთა სახლში, სადაც მშობლებმა გაჭირვების გამო მიაბარეს. შემდგომ, უკვე მოზრდილ ასაკში, ბებიაც და ბაბუაც, უმანში ცხოვრობდნენ. ბაბუამ გიმნაზიაც კი დაამთავრა. უმანში მან გაიცნო საქართველოდან, ახალციხიდან ნათესავებთან ჩამოსული მისი მომავალი მეუღლე (სამწუხაროდ, სახელი და გვარი არ ვიცით), და მასთან ერთად საქართველოში წავიდა. აქამდე ჩვენ სულ ვეძებდით ბაბუას, დედაჩემს არაერთხელ ჰქონდა მისი პოვნის მცდელობა, მაგრამ, უშედეგოდ. ჩვენს სახლში ახლახან ხანძარი იყო, დიდი გაჭირვებით გადავარჩინე საოჯახო ალბომი და ბაბუას ორი ფოტო. ერთ-ერთი ფოტო 1934 წელსაა გადაღებული, მაშინ ბაბუა ჯერ კიდევ უმანში იყო. იმედია, ამ ფოტოს ამოიცნობს ვინმე და დაგვიკავშირდება. ბებიაჩემი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა. მას სიკვდილის წინაც ჰქონდა ძმის პოვნის იმედი, მაგრამ, უშედეგოდ.

– რა გზებით ეძებდით ბაბუას და მის შთამომავლებს?

– სხვადასხვა ხერხებით. აქამდე სულ ვცდილობდით სამძებრო საიტებით რაიმეს გარკვევას, მაგრამ, უშედეგოდ. თავად ბაბუას, ბუნებრივია, ვერც ვიპოვიდით, რადგან ის, ალბათ, დიდი ხნის გარდაცვლილია. დედაჩემმა, სვეტლანამ, ახალციხეში განაცხადიც კი გააკეთა, მაგრამ, პასუხად მოგვივიდა, რომ ბაბუა ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებაო. იმის იმედი გვაქვს, რომ, იქნებ, ფოტოებით ამოიცნოს ვინმემ, ან მისმა ნათესავებმა წაიკითხონ ეს სტატია და გამოგვეხმაურონ. პირადად მე, ძალიან მინდა, საქართველოში მცხოვრები ჩვენი ნათესავები ვიპოვო და გვქონდეს ერთმანეთთან კავშირი. მესმის, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ, ჩვენ დიდად მადლობლები ვიქნებით ნებისმიერი ინფორმაციისთვის.

– თქვენ გარდა კიდევ ვინ ეძებს ახალციხეში მცხოვრებ ბაბუის შთამომავლობას?

– მე უკვე თავადაც მაქვს ოჯახი – სამი შვილი და ორი შვილიშვილი. ყველამ იცის ეს ამბავი და, თქვენ წარმოიდგინეთ,  გულგრილად არავინ არის. ჯერ ერთი, ბაბუა ჩვენი ნათესავია, მეორეც, ბებიასთან ვალში ვარ – ცხონებულს ძალიან უნდოდა ძმის პოვნა. ისედაც გამწარებული ბავშვობა ჰქონდათ და რთულ დროს მოუხდათ ცხოვრება. ახალგაზრდობაც ომის პერიოდში მოუწიათ. შეიძლება, ვინმემ სისულელედ ჩაგვითვალოს იმ ადამიანების მოძებნის სურვილი, ვინც არასდროს გვინახავს, მაგრამ, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია და სასურველი. 

– პოვნის შემთხვევაში, ფიქრობთ თუ არა შეხვედრას ნათესავებთან?

– ნეტავ კი ვიპოვოთ და, მართალია, არ ვიცი, რა მოხდება შემდგომ, მაგრამ,  ჩემებს  აქვთ საქართველოსადმი დიდი ინტერესი, ჩვენი ქვეყნებიც – უკრაინა და საქართველო ხომ მეგობრობენ. მართალია, ენა არ ვიცით, მაგრამ, იმედია, თუკი ვიპოვით ჩვენს ნათესავებს, შეიძლება მათ იცოდნენ რუსული ან უკრაინული, თუ არა, არც ეს არის პრობლემა, შევისწავლით ენას. 

ჟურნალისტის შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია ტელეფონით. ჩემი რესპონდენტი ამჟამად უკრაინაში, ქალაქ უმანში ცხოვრობს. იმედია, მკითხველი იცნობს ალექსანდრეს ბაბუას და გამოგვეხმაურება.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3