კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექნება თუ არა ნათია მაქაცარიას ქორწილი ჰავაიზე და ვინ არის მისი მეუღლე

 

 ამ ბოლო დროს პრესაში საკმაოდ ხშირად ჩნდება. თუმცა, გაირკვა, რომ ნათია მაქაცარიას შესახებ გავრცელებული ბოლოდროინდელი ამბებიდან – ჭორი ქუთაისელ ბიჭზე, რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან გასულ კვირას ნათია ცოლად გაჰყვა ომარ ჩიქოვანს. ომარ ჩიქოვანი ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არ არის, თუმცა, მის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაინც მოვიპოვეთ: პროფესიით ექიმი-პედიატრი ომარ ჩიქოვანი უკვე რამდენიმე წელია, ჰავაის კუნძულებზე მუშაობს. თუ მისი პიროვნება დაგაინტერესებთ, „გუგლში“ შეგიძლიათ, იპოვოთ, სადაც მისი კონტაქტები და მისამართია იმ შემთხვევისთვის, თუ ექიმი დაგჭირდათ. ნათიას რჩეული ერთ დროს მთამსვლელობით იყო გატაცებული, თუმცა დიდი ხანია, ამ საქმით აღარ არის დაკავებული. 35 წლის ექიმს წარმატებული კარიერა აქვს და საქართველოში იშვიათად ჩამოდის. 

საინტერესოა, რომ ნათიამ და ომარმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში, „ფეისბუქით” გაიცნეს. დიდხნიანი ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ და ურთიერთობის გასერიოზულება მალევე გადაწყვიტეს. 

ომარს 25 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა, სადაც მისი და ნათიას მეგობრები იყვნენ შეკრებილი. შეკრებილ სტუმრებს იუბილარმა მოულოდნელად განუცხადა, რომ დღეს ცოლი მოჰყავს, ხვალ კი ნათიასთან ერთად ანტალიაში აპირებს წასვლას. მართალია, ის დღე ჯვრისწერად და ხელის მოწერად არ გადაქცეულა, მაგრამ ყველა სტუმარი ულოცავდა წყვილს გაბედნიერებას. დასასვენებლად ნათია ომართან ერთად ცოლის სტატუსით წავიდა. ისიც შევიტყვეთ, რომ ქორწილად ქცეული დაბადების დღის სუფრას ომარის დიდი ხნის მეგობარი, პროდიუსერი – სანდრო ონოფრიშვილი თამადობდა. თუმცა, სანდრომ კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ გვითხრა, რომ წყვილი ისვენებს და, როდესაც ჩამოვლენ თავად ისაუბრებენ პრესასთან თავიანთ ურთიერთობაზე. ამჟამად წყვილი ანტალიაშია, ცოტა ხანში კი, ნათია მეუღლესთან ერთად, ჰავაიზე გაემგზავრება, სადაც, სავარაუდოდ, ქორწილიც იქნება. როგორც გავიგეთ, ნათიას ჰავაიზე მიჰყავს თავისი შვილი პირველი ქორწინებიდან – ლადო სალარიძე.

 ნათია მაქაცარიას პირველი ქორწინება აჩიკო სალარიძესთან დაშორებით დასრულდა. საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ნათიას მეორე ქორწინებაც მიშა კირვალიძესთან. ის ამჟამად, ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ნათიას ამჟამინდელი მეუღლის, ომარ ჩიქოვანის პირადი ცხოვრების შესახებ კი ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა, როგორც სანდო წყაროდან შევიტყვეთ, მას და ნათიას სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი და მათი კავშირი მყარია, რაც  ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

скачать dle 11.3